"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი 25:16 დაამარცხეს და მეათედ გაიმარჯვეს ერთა თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში "ბორჯღალოსნებმა" პირთამდე სავსე "დინამო არენაზე" რუმინეთი 25:16 დაამარცხეს და ტურნირზე ხუთივე მატჩში გაიმარჯვეს.

ჯარიმიდან მე-7 წუთზე ზუსტი დარტყმა სოსო მათიაშვილმა  შეასრულა. მე-11 წუთზე რუმინელებმა საპასუხო ჯარიმა გაგვიტანეს.

22-ე წუთზე ლელოს ავტორი ლაშა ლომიძე გახდა. გარდასხვა კი ზუსტად სოსო მათიაშვილმა შეასრულა.

ბოლო წუთზე კი რუმინელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაგვიტანეს და პირველი ნახევარი 10:6 დასრულდა.

მეორე ტაიმში ანზორ სიჭინავამ ლელო დადო, მათიაშვილმა გარდასახვა შეასრულა - 17:6. შემდეგ მანვე ჯარიმა ზუსტად შეასრულა - 20:6. კარლენ ასეიშვილმა
ლელო დადო, გარდასახვა მათიაშვილმა ვერ გამოიყენა - 25:9.

ბოლოს სტუმრებმა ლელო დადეს და გარდასახვა გამოიყენეს და იმის შეტყობით, რომ ბელგიამ ესპანეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდნენ, ამ მატჩში დამარცხებულებმა გახარებულებმა დატოვეს მოედანი.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კი ჩემპიონი გახდა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი დაიბრუნა. "ბორჯღალოსნებმა" მეათედ გაიმარჯვეს ერთა თასზე.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კოკი თხილაიშვილი აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეები მატჩზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
აი გარემო აი გულშემატკივრობა აი სიხარული და აი წარმატება!!!!გაუმარჯოს ჩვენ ნაკრებს და რაგბს,რომელიც ასე აერთიანებს და ახარებს ქართველ ხალხს!!!
Sport faza
18 მარტი 2018 18:58
1
ნამდვილად!
ლევანი
18 მარტი 2018 19:11
1
ღმერთმა ინებოს და პირველ რიგში ჩვენ, რომ ყელაფერში ესეთი ერთიანები ვიყოთ.
ირაკლიუსი
18 მარტი 2018 20:37
0
ხოლო რაც შეეხება ბელგია ესპანეთის მატჩს--ეს იყო მსაჯობის საშინელება...ალბათ მსაჯი უკვე დაბრიდეს ესპანელებმა...თან რუმინელი იყო
Sport faza
18 მარტი 2018 19:01
1
უყურე? გამეორებას არ იძლევა rugbyeurope. ქსელშიც პირველი ტაიმია მარტო.
ანდროიდი
18 მარტი 2018 19:38
0
დიდ მადლობს ვუხდი და ვულოცავ ჩვენს მორაგბეებს და გულშემატკივრებს ორივე თასის დაბრუნებას. რაც შეეხება თამაშის ხარისხს პირველ რიგში ნაცვლად ველოსიპედის გამოგონებისა, აუცილებელია შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა!!! მინიმუმამდე და მინიმუმის მინიმუმამდეც, თორემ თითო მოთამაშემ რომ თითო შეცდომა დაუშვას მეტი კი არაა თამაში. დღეს რუმინელებმა რა ქულების აღებაც შესძლეს და რა მომენტებიც შექმნეს ყველა იყო ჩვენს მიერ შეცდომების ხარჯზე საჩუქრად მირთმეული. ჯერ ეს გამოვასწოროთ და მერე ვიფიქროთ სიახლეების შეთვისებაზეც რა თქმა უნდა. და კიდევ ერთი, აშკარაა რომ ნაკრები ძალიან ცუდადაა მომზადებული საკუთარ ხუთმეტრიანში ხანგრძლივი შტურმის გაძლებაზე და მოგერიებაზე. ეს გამოჩნდა ამერიკისა და ესპანეთის წინააღმდეგ თამაშებში. პირველი დონის ქვეყნებს ჩვენს ხუთმეტრიანში შტურმის მოწყობა არც ესაჭიროებათ ხშირ შემთხვევებში,ბურთის ხაზზე გატანით მარტივად დებდნენ ლელოებს რამდენსაც გავატანინებდით ჩვენ. რუსეთს კანადას გერმანიად და ბელგიას კი შტურმის მოწყობა ჩვენთვის არც გაუბედავთ, გამომდინარე აქედან ცუდად ვართ მომზადებული ამ კომპონენტში და იმედია მწრთვნელი იმუშავებს ამ საკითხზე. ნუ გასაგებია რომ ერთა თასის ტურნირზე არ ღირს ზედმეტად კისრისტეხით თამაში, მარტო შარიქაძის ტრამვაც გვეყოფა, მაგრამ შეცდომებით დახუნძლული თამაშით ფიჯისა და იაპონიის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებით. ეს ორი გუნდია ჩვენზე წინ რეიტინგში და სწორედ მათ უნდა ვთვლიდეთ ნომერ პირველ მეტოქეებად და არა რუმინეთს. უნდა ვაჯობოთ სადაც შევხვდებით ფიჯის და იაპონიას და რეიტინგში ჩამოვიტოვოთ, მერე იქნებ ვინმე ბობოლას ევროპაში ექვსი ერის კარებიც კი დარჩეს ღია.
imereli
19 მარტი 2018 01:34
1
ეს კობახიძე რომ გამოიჭიმა სურათზე დიდი დამსახურება აქვს რაგბისთვის, თუ როგორაა საქმე?
ეს ის კაცი, ხომ არაა რომელის კანონ "შემოქმედებაა" 50 მილიონის გადაყრა ყოველ წელს უთავმოყვარეო ფეხბურთის ფუნქციონერებისთვის? და ამ დროს რაგბს 7ჯერ ნაკლები ბიუჯეტი აქვს!!! ესაა ქართული ოცნების სამართლიანობის აღდგენა - ისე როგორც ყველა სფეროში აღადგინეს...

აპრაკუნე ჭიმჭიმელი ხართ, პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ!

ხელი გაუხმეს ვინც სიმართლის თქმისთვის ეს პოსტი დაბლოკოს!
კოტე
19 მარტი 2018 06:54
1
პარლამენტის თავმჯდომარე საერთოდ რატომ უნდა იყოს ამ ისტორიულ სურათზე? რით ვერ დამთავრდა ეს "უნახავების პარადი". როგორც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების საზეიმო სურათზე არ მეაიამოვნება რაგბისტი ისე არ არის ამის აქ გამოჭიმვა სასიამოვნო და საერთოდაც სირცხვილია.
???
19 მარტი 2018 12:54
0
კობახიძე საერთოდ არ უნდა ჩნებოდეს ხალხში,მაგრამ სადა აქვს ნამუსი?
zas.
19 მარტი 2018 12:20
0
გილოცავთ ყველას!!!...
რაც შეეხება თამაშს. ერთადერთი პოზიტივი გულშემატკივრობა იყო.. არ ვიცი თუ ეს თამაშები ვარჯიშის ხასიათს ატარებდა, მაშინ კვირიკაშვილს რით ვერ ელევით გასინჯეთ ამ პოზიციაზე ახალგაზრდები(ბიჭები ფრინავენ!!!), მაგრამ მარტო კვირიკაშვილი არაა ჩვენი სუსტი წერტილი, ტექნიკური წუნი გვაქვს ძალიან დიდი... თუ ვარჯიშია, რატომ ვართ ასე დაძაბულები, რატომ ვცდილობთ სამი ქულის აღებას ნაცვლად სალელოვე შეტევისა, რატომ ვცდილობთ შერკინებით შესვლას ხუთმეტრიან ზონიდან ჩათვლის მოედანში(ისედაც ვიცით ეომ შერკინებაში მაგრები ვართ!!!), სამი თამაში ჩავატარეთ სახლში და ორი სტუმრად... ვერსად ვერ დავინახე ვარჯიშისთვის დამახასიათებელი თავხედობა და ინდივიდუალიზმი, მეც ვიყავი სპორტსმენი და ვიცი ვარჯიშისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიასა და თამაშისთვის საჭირო განწყობას შორის რა სხვაობაცაა, და ეს ყველაფერი სპორტსმენის შემოქმედებას ეტყობა. ტიერ 1 -ის გუნდებთან ტოლსწორად სათამაშოდ ეს ძალიან ცოტააა... ეს ან ჰეიგის ბრალია ან სპორტსმენების უდისციპლინობის როცა შინაარს სცდება სათამაშო რიტმი. ამდენი ბურთის დაკარგვა, რაქიდან შეტევის არასწორად განვითარება, ხელით თამაშის დაბალი ტექნიკა, შეუთამაშებლობა, და კვირიკაშვილი... ამ კაცმა ან არ იცის რომ რაგბი სტრატეგიული თამაშია და შენს მიერ აუტში ვერ გადატანილი ბურთის გამო დაკარგული პოზიციის დაბრუნება გუნდს უჯდება დიდი შრომის და დროის დაკარგვის ფასად. და მოპოვებულს ისევ იგივე შეცდომით უკარგავ და წყალში უყრი, შე დალოცვილო 5 მეტრი გიწყვიტავს თუკი ხაზის გამჭრელი ხარ და ხელით შეტევის განვითარების უნარი და სიჩქარეები გაქვს შესაბამისი?! (. არ მინდოდა კრიტიკული ვყოფილიყავი ბიჭებმა იშრომეს და მაინც გაიმარჯვეს, მადლობა ამისთვის! თუმცა ეს რეალობაა!!!((
ტორინო
18 მარტი 2018 21:53
1
ეხლა ნასვამი ვარ და ისე ვწერ, მაგრამ იცით რააა მინდა რო გავერთიანდეთ მინდა, წაგების მიუხედავად და სულ ვთქვათ და ვადიდოთ ჩვენი საქართველლოო
Sergo
18 მარტი 2018 23:45
2
ისე არ დავივიწყოთ 24-27 მარტიც ხალხნო მესხზე......
Saqargvelo
18 მარტი 2018 20:20
0
რა გახდა აუტიდან ბურთის სწორად შემოტანა? ყველაზე სუსტი წერტილი ჩვენი ნაკრების და კიდევ ხუთმეტრიანში ძალიან გვიჭირს თავდაცვა, ფაქტიურად 90% ლელოს გვიდებენ. გილოცავ გამარჯვებას!!
კახა
19 მარტი 2018 10:02
0
ა, ბატონო, ვინც თამაშობს სტადიონსაც ავსებს. ფეხბურთის საცქერად კი არავინ დადის.
5873
19 მარტი 2018 01:00
1
ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ამ გამარჯვებას და მადლობა ბიჭებს.
ეხლა რაც შეეხება სტადიონზე შეშვებას
ეს რა უბედურებაა, ძალიან ნელა უშვებდნენ ხალხს სტადიონზე და სრულიად გაურკვეველი მიზეზის გამო ხანდახან სულ აჩერებდნენ შეშვებას, სრულიად გაურკვეველი მარაზმიაა.
უშველეთ ამ სიტუაციას რამე ვისაც გეხებათ, რატომ არის სულ ეს პრობლემა, თხოვნაა იქნებ რედაქციამ მიმართოს ადმინისტრაციას რატომ არის მუდმივად ეს პრობლემა
ზურა
18 მარტი 2018 23:46
1
იქნებ ნახევარი საათით ადრე მიხვიდეთ სტადიონზე და ეს პრობლემა არ გექნებათ.
40 ათასი კაცი დაწყებამდე 5 წუთით ადრე რომ მიაწყდება სტადიონს ვერცერთი სტადიონი ამას ვერ გაატარებს, გამორიცხულია!
5 წუთში 40 ათასი კაცი ევაკუაციის დროს შეიძლება ვერ გაატაროს, როცა ყველა კარი ღიაა.
თუ დათვალეთ რამდენ წუთში გამოხვედით თამაშის მერე, ყველა კარი რომ ღია იყო?
Kote
19 მარტი 2018 06:43
1

სიახლეები პოპულარული