რაგბი

ეროვნული ნაკრები

არის! არის! საქართველოს ნაკრებმა"ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენაზე" ამხანაგურ მატჩში "ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა 16:15.

"დინამო არენაზე" მატჩზე მართლაც საზეიმო განწყობა იყო, ეროვნული ჰიმნების შესრულებას ფოიერვეკები მოჰყვა და თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო. თუმცა, ვერ იხეირეს და სოსო მათიაშვილმა 2 საჯარიმოთი წინ გაიყვანა ჩვენი გუნდი. სამწუხაროდ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჩვენმა დაცვამ შეცდომა დაუშვა, რასაც გაშვებული ლელო და ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 6:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათიაშვილმა ბრწყინვალე გარღვევის შედეგად ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა. შემდეგ ფრანგებმა საჯარიმოში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს 11:10. შემდეგ სანდრო
თოდუამ ლელო გაიტანა, მათაიშვილმა გარდასახვა - ვერა.

ბოლოს, მეტოქემ დამატებულ დროში ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.


გილოცავთ!

altმილტონ ჰეიგი: დაცვის მხრივ რაღაც სქემებმა არ იმუშავა