მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრაზე მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ ისაუბრეს.
გიორგი ნემსაძე: ჩვენი მომავალი მეტოქეები ერთმანეთს ჰგავს და დღევანდელი მატჩით კარგი გამოცდა გავიარეთ. იმედი მაქვს, ოკეანეთშიც ასევე წარმატებულად ვითამაშებთ და ჩვენ ქომაგებს გავახარებთ.
მილტონ ჰეიგი: დღევანდელ მატჩში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე ჩავრთეთ და მივეცით საშუალება, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინათ. აღსანიშნავია, რომ ფიზიკურად ძალიან მძიმე მატჩი იყო. გვიხარია, რომ მოვიგეთ. "ფრანგი ბარბაროსები" ძლიერი გუნდია და მათ საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჩამოიყვანეს. დაცვის მხრივ რაღაც
ახალგაზრდების თამაშით კმაყოფილი ვარ და იმით, რომ ისინი გამოვცადე. მათი უმეტესობა წყნარი ოკეანეთის ტურნეში მონაწილეობას მიიღებს. უბრალოდ, ახლა ექიმთა შტაბი ამოწმებს, ვინმეს ტრავმა ხომ არ აქვს მიღებული და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. ისე კი, ცუცქირიძემ, თეთრაშვილმა, მელიქიძემა და გიორგაძემ დამაჯერებლად ითამაშეს.
ისეთი მატჩი არ გამოვიდა, სადაც ნაკრების ღერძს თავის სრულად წარმოჩენის შანსი ექნებოდა. ამდენად, 9 და 10 ნომრებს ბურთი იშვიათად ჰქონდათ და იგივე ჯინჭველაშვილს თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ეძლეოდა.
მჭედლიძის დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. მას ნაკრებში დაახლოებით 1 წელია არ უთამაშია და ჩვენს ახალ სქემებთან ადაპტაცია მოახერხა. მჯერა, რომ თაზო სამომავლოდ თავისი ენერგიით და კარგი ფიზიკური მომზადებით შუამარბის პოზიციაზე სარგებელს მოგვიტანს.
არის! არის! საქართველოს ნაკრებმა"ფრანგი ბარბაროსები" დაამარცხა! [VIDEO]
ვასკა თუ დროზე არ მოშორდა ინ დაწყევლილ ბრივს მისი ვარსკვლავი ძალიან ბჟუტავს და იმედია არ ჩაქრება.