"გაზეტა დელო სპორტმა" იტალიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების ტესტ-მატჩი მიმოიხილა და ნიშნისმოგებით აღნიშნა:
"საქართველოს ნაკრები მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობითა და რაგბის ფედერაციის მხარდაჭერით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ 6 ერში თამაშის ღირსია, თუმცა დავინახეთ, რომ ამისათვის ჯერ აშკარად მზად არაა.
ეს მატჩი ძალიან ჰგავდა 2003 წელს ჩატარებულ შეხვედრას. მაშინ 31:22 მოვიგეთ".
მსოფლიო თასამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მთელი ყურადღება და რესურსი ამ ფორუმისთვის უნდა ამუშავდეს. მსოფლიოს შემდეგ ჰეიგს უნდა უთხრათ ძალიან დიდი მადლობა და ხელი ჩამოვართვათ (თვითონ ისედაც აპირებს წასვლას), მის მაგივრად ფედერაციამ უნდა მოიწვიოს უფრო მაღალი კლასის მწრთვნელთა გუნდი და ამისთვის არ უნდა დაზოგოს თანხები, თუკი მსურველი გამოჩნდება.
თავად ფედერაციაშიც რომ ყველაფერი არ არის კარგად და ბევრი რამ შესაცვლელია ესეც ფაქტია, დასაქმების ბიუროდ არ უნდა იყოს ქცეული და ასპარეზი ახალგაზრდა და გამოცდილ კადრებს უნდა დაუთმონ.
მიუხედავად ყველაფრისა, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს, მათ შრომას და მონდომებას.