შარიქაძემ იტალიასთან ნამატჩევს გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
იტალიასთან ტესტ-მატჩში დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

"ძალიან რთული მატჩი იყო, იტალიამ კარგად ითამაშა. წაგების მიზეზი ისაა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. ნათქვამიც მაქვს და ვიცოდით, ასეთ შეხვედრაში ასეთი შანსების გაფლანგვა არ შეიძლება.

სამწუხაროდ გავფლანგეთ. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს, რომ ვერ გავახარეთ. დიდი მადლობა, რომ ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ და ბოლო წუთამდე გვიქომაგეს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ ვინმეს ბოდიში არა აქვს მოსახდელი, ეს ადამიანია. ერთწლიანი ტრავმის შემდეგაც კი საუკეთესო იყო.
რაგბიჩვენითამაშია
11:33 12-11-2018
0
მიუხედავად კლასში სხვაობისა შეგვეძლო მოგება.

ო'შიმ გვაჯობა.

ბიჭებს საბოდიშო არაფერი აქვთ!
დიმა
22:28 11-11-2018
1

სიახლეები პოპულარული