რაგბი

ეროვნული ნაკრები

ultimaterugby-იმ ბექა გორგაძე ტესტ-მატჩების სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

AutoSharing Option
ultimaterugby-იმ საქართველოს ნაკრების მორაგბე ბექა გორგაძე ტესტ-მატჩების სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

"22 წლის ქართველმა მესამეხაზელმა მიუხედავად იტალიასთან წაგებისა, შესანიშნავად ითამაშა, ბურთის 9-ჯერ წაღებით 70 მეტრი გაიარა და 15 ბოჭვა შეასრულა", – აღნიშნავს საიტი.

ბექამ ამ პოზიციაზე მარკ უილსონს (ინგლისი) და სიჯეი სტენდერს (ირლანდია) აჯობა.

სრულად ნაკრები ასე გამოიყურება:

1. ალან დელი (შოტლანდია)
2. ჯო ტაუფეტე’ე (აშშ)
3. ფრანს მალჰერბე (სამხრეთ აფრიკა)
4. ჯეიმს რაიანი (ირლანდია)
5. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია)
6. ჯასტინ ტიპურიკი (უელსი)
7. სემ ანდერჰილი (ინგლისი)
8. ბექა გორგაძე
(საქართველო)
9. კირან მარმიონი (ირლანდია)
10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია)
11. ტედი ტომა (საფრანგეთი)
12. რაიან კროტი (ახალი ზელანდია)
13. მიკელე კამპანიარო (იტალია)
14. ტომი სიმური (შოტლანდია)
15. ემილიანო ბოფელი (არგენტინა)