Guardian: მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება გაუჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩებში ორი გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ დამარცხდა - ფლორენციაში იტალიასთან დათმო, თბილისში კი ტონგა და სამოა დაამარცხა.

ამ შეხვედრების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ჩვენი გუნდი მე-15-დან მე-13 პოზიციამდეა აღზევებული.

ბრიტანულმა Guardian-მა კი საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ ერთი პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-14-ეა.

აი, რას წერს ბრიტანული გამოცემა ჩვენს გუნდზე:

"იტალიასთან მარცხს საქართველოს ნაკრებმა ტონგასთან და სამოასთან მორალურად გამაძლიერებელი გამარჯვებები მიაყოლა. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსსა და ფიჯისთან ერთად არიან. მათ ისევ მესამე
ადგილზე გასვლა გაუჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი სამი გუნდიდან საქართველოსთან იოლი გასეირნება არცერთს ექნება", - ვკითხულობთ Theguardian.com-ზე.

საქართველოს ნაკრები 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე გაემართება. მის ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაია.

altდავით კაჭარავა: თუ ფიჯის ვძლიეთ, მაშინ უელსის ძლევაც შეიძლება და თუ უელსს ვძლიეთ, ავსტრალიაზე გაქაჩვაც შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 19 /
იტალიამ გვაჩვენა რაც ვართ. და დაინახა მსოფლიომ რა დონეც ვართ
კარენა
30 ნოემბერი 2018 08:32
28
იტალიასთან ნაკრები გადახალისებული და გაახლებული იყო პირველი შეხვედრისთვის თანაც გასვლისთვის, ცუდ დროს დაემთხვაა აი ბოლო რომ ყოფილიყო ტესტებზე რეალურ შედეგს მაშინ მივიღებდით.
ვენდეტა
26 დეკემბერი 2018 17:24
0
კი,ნამდვილად.ამ თამაშმა გვაჩვენა,რომ საქართველოს ფაქტობრივად ა ნაკრებს, ძალუძს ტოლ სწორად ეთამაშოს ექვს ერში მოთამაშე ნაკრებს და თუ მათსავით საშუალება ექნებათ, ყოველწლიურად 5 თამაში ჩაატარონ მსოფლიოს საუკეთესო ათეულის გუნდებთან,ძალიან მალე,შესაძლოა პირველივე წელსაც,მათგან რომელიმეს დამარცხებასაც შევძლებთ.ამ ხუთში იტალიას არ ვგულისხმობ,რადგან მათ სრული შემადგენლობის პირობებში ან მესამე ტესტი რომ გვქონოდა მათთან,ახლაც მოვუგებდით.
სოსო
01 დეკემბერი 2018 13:02
1
ბიჭო წაიკითხეთ აი რას წერენ: “იტალიასთან მარცხს საქართველოს ნაკრებმა ტონგასთან და სამოასთან მორალურად გამაძლიერებელი გამარჯვებები მიაყოლა.” - აი, რისი ეშინიათ, ხომ გითხარით რომ ეგენი ჩვენი მოტივაციის დაკარგვაზე “მუშაობენ” რომ მეტი პროგრესი აღარ გვქონდეს პირიქით ჩავიქცეთ გავბანძდეთ და 6ერს “საფრთხეს” აღარ ვუქმნიდეთ. და ის რაც თავის დროზე რუმინეთს გაუკეთეს. ჩვენი იტალიასთან მარცხი ისიც გასვლაზე იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული ფსიქოლოგიური დარტყმა, რომელიც ძალების თანაფარდობას რეალურად არ ასახავს. ყველა რომ გვაკლდა მაშინ დაგვიჭირეს, თანაც უთამაშებლები და თვითონ კარგად ირლანდიასთან დაისვენეს. და რას გადაეკიდეთ ამ 6 ერს ევროპული რაგბი რაგბი არაა საერთოდ, დავაი დროზე ჯერ ოკეანეთში გავიდეთ და მერე არგენტინელ ნაშებს მივუკაკუნოთ.
Bidzi.
30 ნოემბერი 2018 00:02
1
ძალიან რთული ჯგუფი გვერგო მესამე ადგილზე გასასვლელად. თუ ჩვენი კოზირები ისევე გავფლანგეთ, როგორც ზაფხულში, მესამე ადგილზე ფიქრი ზედმეტია. რაიმე პროგრესზე ლაპარაკი თუ გვინდა, ოკეანეთს პირწმინდად უნდა ვჯაბნიდეთ. ყველგან და ყოველთვის!
მოცემული რეალობის გათვალისწინებით მესამე ადგილი პროგრამა მაქსიმუმი უფროა, ვიდრე აუცილებელი გეგმა. ამავდროულად, სენსაციას თუ გამოვაცხობთ, ისევ გამოცოცხლდება ჩვენი და 6 ერის ამბები.
Lasha
29 ნოემბერი 2018 21:10
0
სამივე თამაშში ყველაზე მეტად სწრაფ თამაშში გაგვიჭურდება.
david
29 ნოემბერი 2018 19:55
0
გამოცემის დასახელებაა "The Guardian"
ისე
29 ნოემბერი 2018 17:23
1
ვუი შენს პატრონს.
სერ
30 ნოემბერი 2018 00:03
0
ადმინ,ამ რამდენიმე დღის წინ,ქართული რაგბის დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლაში ერთერთი მედროშე,ლეგენდარული მორაგბე,დავით კილასონია გარდაცვლილა.მგონი აქვს ამ ადამიანს იმდენი დამსახურება საქართველოს წინაშე,რომ თქვენს საიტს პატივი მიეგო მისი ღვაწლისათვის.ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული.
სოსო
29 ნოემბერი 2018 17:07
1
გმადლობთ სოსო. ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა...სირცხვილია ჟურნალისტებო, ჩვენგან უნდა იგებდეთ ინფორმაციას?
emigranti
29 ნოემბერი 2018 17:57
2
უპირველესად აუცილებელია დიციპლინის განმტკიცება ამ დონის გუნდებთან კაცნაკლული თამაში დამღუპველია
nnn
29 ნოემბერი 2018 15:10
0
ჩემი სასწავლებელი რა სჭირს მელიტონს, მაგრამ რაც შეიძკება სწრაფად უნდა მოხდეს ახალბედების ასიმილაცია, სულ სხვა დონის და კლასის რაგბს თამაშობენ აბჟანდაძე, აფრასიძე, ძნელაძე, გორგაძე და სხვები, ძველები ამას აწი ვეღარ აითვისებენ.
fira
29 ნოემბერი 2018 14:56
0
მაგ მსჯელობაში კი გეთანხმები, მაგრამ ახალგაზრდებს ფიზიკაში აშკარად მოსამატებელი აქვთ
qomagi
29 ნოემბერი 2018 15:17
1
გამარჯვება და წინსვლა არასდროსაა ადვილი,სამივე ეგ გუნდი,ძალიან ძლიერია,მაგრამ არც ჩვენი ნაკრებია სუსტი,ასე რომ შევხვდებით ჩემპიონატზე და იქ გამოჩნდება ყველაფერი.
სოსო
29 ნოემბერი 2018 14:21
1
ავსტრალია და უელსი იტალიაზე ბევრად ძლიერები არიან და ლოგიკური იქნება მესამე ადგილისათვის სერიოზულად თუ მოვემზადოთ. ფეხით თამაში და სწრაფად სირბილი მოსამატებელი რო გვაქვს ეს ყველამ ვიცით და მწვრთნელებიც გაითვალისწინებენ ალბათ. წარმატება მინდა ვუსურვი ჩვენ ლომებს
შოკირებული გულშემატკივარი
29 ნოემბერი 2018 14:13
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული