ოფიციალურ დოკუმენტს ხელი "აქვა გეოს" დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ და სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მოაწერეს. წმინდა სპორტული თანადგომის გარდა, რომელსაც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები მიიღებენ, ქართული რაგბის განვითარებას ამ პროდუქციის თითოეული გაყიდული ბოთლიდან გარკვეული თანხა მოხმარდება და ამ მიზნის მიღწევაში გულშემატკივარსაც შეუძლია მონაწილეობის მიღება.
საგულისხმოა, რომ "აქვა გეო" სრკ-სა და ბორჯღალოსნების გარდა სარაგბო კლუბ ‘დინამოს’ სპონსორიც
გიორგი ჯირკვალიძე ("აქვა გეოს" დირექტორი): "ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობა 1 წლით განისაზღვრა, მემორანდუმი ითვალისწინებს ჩვენი მხრიდან სრკ-ს დახმარებას, რომელიც გამოიხატება სპონსორობაში. თითოეული გაყიდული ბოთლიდან, გარკვეული თანხა საქართველოში რაგბის განვითარებას მოხმარდება, რაც ნაკრების გარდა რაგბის კლუბ ‘დინამოს’ დახმარებასაც ითვალისწინებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაგბის თანადგომით ქართულ საქმეს ვაკეთებთ".
საქართველოს რაგბის კავშირი მოხარულია, რომ სპორტის და ამ შემთხვევაში რაგბის განვითარებაში სულ უფრო ხშირია კერძო სექტორის ჩართულობა.
"მსგავსი ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ რაგბს ძალიან სჭირდება კერძო ინვესტიციები. სასიხარულოა, რომ ნაკრებისა და გამარჯვებული გუნდების გარდა, კერძო სექტორმა ინვესტიციები სხვა კლუბებისკენაც მიმართა, ამ შემთხვევაში ‘დინამოსკენ’, რომელიც უძველესი ქართული კლუბია და არაერთი მორაგბე აღუზრდია" - განაცხადა გოჩა სვანიძემ.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, რომელსაც ბორჯღალოსნები გიორგი კვესელაძე და თედო აბჟანდაძე ესწრებოდნენ, სრკ-ს პრეზიდენტმა "აქვა გეოს" წარმომადგენელს ბორჯღალოსნების მაისური და რაგბის ბურთი გადასცა.
გრეემ როუნთრი: ქართველი მორაგბეები ძლიერები არიან - ზოგადად, ქართველები ძლიერი ერია
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით.