რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნები" "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელიც რაგბი ევროპის პირველ შეხვედრას 9 თებერვალს რუმინეთთან ჩაატარებს, მზადებას შეუდგა.

30 იანვარს ბორჯღალოსნები ერთმანეთში სპარინგ-მატჩს გამართავენ. თამაში "შევარდენის" სტადიონზე 11:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

სამწვრთნელო შტაბმა აღნიშნა, რომ ბიჭების მომზადებისთვის მნიშვნელოვანია მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწროს.