მილტონ ჰეიგი: უნდათ, ამდენი ნაშრომი წყალში გადაგვიყარონ - თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება!

AutoSharing Option
როგორც ამტკიცებენ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2020 წლიდან სტარტს აიღებს რაგბის 12-გუნდიანი ელიტური ლიგა, რომელშიც ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, აშშ და იაპონია მიიღებენ მონაწილეობას, ის ჩაკეტილი იქნება, ანუ არავინ არ გავარდება და ამ ტურნირის კარი მინიმუმ 10 წელი წყნარი ოკეანისა და რაგბის განვითარებადი ქვეყნების
წარმომადგენლებისთვის დაკეტილი იქნება.

ამის წინააღმდეგი წავიდა მსოფლიოს რაგბის არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი აუგუსტინ პიშო:

"ჩემი პოზიცია უცვლელია. სქემა 12+12 გავარდნა-აღზევების წესით (რეიტინგისა და შედეგების გათვალისწინებით) და მოთამაშეთა საკმაოდ ხანგრძლივი დასვენების პერიოდით.

ჩემი
პოზიციის დაცვას თავს არ დავანებებ და დარწმუნებული ვარ, მიზანს მივაღწევ. ჯერ არაფერიც არაა გადაწყვეტილი.

თუ დავმარცხდით, ეს იქნება ძლიერი დარტყმა იმათთვის, ვისაც განვითარება სურს. არასოდეს არ დავუჭერ იმ ტურნირს მხარს, სადაც განვითარებადი ქვეყნებისათვის ადგილი არაა".

დაგვეთანხმებით ალბათ, ეს უკვე რაღაცნაირად, ერთგარ სპორტულ-კლასობრივ ჩაგვრასაც კი დაემსგავსა, დისკრიმინაციას, რადგან მნიშვნელობა ენიჭება ტურნირში არა ძლიერი გუნდების, არამედ მდიდრების მონაწილეობას. ამის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გაილაშქრა:

"ეს ჩვენთვის ღამის კოშმარივითაა. მეორე ეშელონის ნაკრებების ინტერესები უგულებელყოფილია. ეს უდიდეს იმედგაცრუებას იწვევს. ინგლისელ მორაგბეებთან ერთად ვივარჯიშეთ, რაც კარგია, მაგრამ ეს მატჩებს ვერ შეგვიცვლის.

ბევრი ვიშრომეთ, ყველა დონეზე ვპროგრესირებთ და ახლა უნდათ, ეს ყველაფერი წყალში გადაგვიყარონ. იგნორირებულია სპორტულ-რეიტინგული პრინციპიც: ამ 12-გუნდიან ლიგაში არაა ადგილი რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფი ფიჯისა და მე-12 ადგილზე მყოფი საქართველოსთვის, სამაგიეროდ ადგილია აშშ-სა და იაპონიისათვის, რომლებმაც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი ვერ გააღწიეს.

ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ მატერიალურ ინტერესებზე ზრუნავს, ამ დროს კი რაგბის ღირებულებები ფულზე გაცილებით მაღლა დგას. სულ იმას ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს რაგბი სამართლიანობისა და ერთიანობისთვის იბრძვის, თუმცა თუ ვინმე უფრო მეტს გადაიხდის, იქ ყველაფერი მთავრდება".
მკითხველის კომენტარები / 37 /
Miltona magari kacia martla qartvelia ra etyoba ro mtel guls da suls debs aseti xalxi sportis yvela saxeobashi gvchirdeba
Qartveli
02 მარტი 2019 04:15
2
არამარტო სპორტშია საჭირო
დინამო
02 მარტი 2019 08:49
2
ამ საკითხზე სერიოზული გამოხმაურება გვმართებს ფედერაციისა, მთავარი მწვრთნელისა და სახელმწიფოს ერთერთი მეთაურის მიმართვაც ურიგო არ იქნება. მთლად გადაი-ვეს თავზე.
emigranti
02 მარტი 2019 04:13
1
რასაც ვუყურებ და რასაც ისტორია გვასწავლის,ბრიტანელები მხოლოდ ერთმანეთში არიან ჯენტლმენები,სხვებს კი როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს,ისე უყურებენ.ამას არასოდეს აღიარებენ,მაგრამ რეალური საქმეები,ყოველთვის ასე გამოდის.განთქმული ინგლისური სამართალიც კი ორყურიანი აქვთ,სათავისო და სასხვისო.რაინდობა მაგათში როგორ ესმით,ელტომ ჯონის რაინდად კურთხევითაც გამოჩნდა.ასე რომ მხოლოდ მაგარი ალიყური მოიყვანთ მაგათ აზრზე(ჩვენმა ბიჭებმა უკვე მოჰკიდეს ყურის ძირებში, მაგათ რაგბისტებს).მეორე რანგში დატოვებულმა ნაკრებებმა ალბათ ძალიან ხმამაღალი დემარში უნდა მოაწყონ და თან ძალიან მტკიცედ დადგნენ.სხვანაირად მაგათ ნამუსი არა აქვთ და სიხარბისა კიდევ საზღვარი.ან ჩვენს მთავრობებს რომ დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებებზე ელაპარაკებიან,ახლა მაინც დაინახონ მაგათი ნამდვილი სახე,სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად რომ დაგვისახეს და ქვეყანა გაანახევრებინეს.არაფერს გვარგებს მაგათი გამოდევნება,ჩვენს ქვეყანას ჩვენვე უნდა მივხედოთ.
სოსო
02 მარტი 2019 13:15
7
სოსო მადლობა! რომ ვკითხულობდი მეგონა მე დავწერე!
aburjga
02 მარტი 2019 14:40
3
თუ მასეთი ლიგა გააკეთეს და არავინ აღარ უნდათ მეტი, ყველა დანარჩენმა თავი დავანებოთ მარტო მაგათ ითამაშონ მსოფლიოზე.
Geo_Dinamo
02 მარტი 2019 04:03
1
კუნძულელები უკვე განიხილავენ ბოიკოტს მსოფლიო თასის და ალბათ ჩვენც უნდა განვიხილოთ რაღაც ასპექტში. ერთობლიც ხმას უფრო გაიგებენ.
giorgi
02 მარტი 2019 13:18
2
ამათ უნდა გაუკეთო კონკურენტი თამაში
უფრო სანახაობრივი და მარტივი წესებით. თვითონ მიყავთ საქმე აქეთკენ ჩვენ ისტორიულადაც გვაქვს ამის უფლება. პრონციპში თეორიული
სამუშაო დამთავრებულია ტესტები დარჩა, მალე გაეცნობით.
ვეტერანი
02 მარტი 2019 06:08
4
ჰეიგისადმი პატივისცემა და მადლიერება უნდა გამოხატოს სპორტის ასოციაციამ შემდეგ ოფიციალურ სპორტულ დაჯილდოვებაზე ან გნებავ სხვა განსაკუთრებულ ფორმატში როგორც საქართველოს არამარტო საუკეთესო მწვრთნელი არამედ ნამდვილი გულშემატკივარი. შესაშური მცდელობითა და მონდომებით ილაშქრებს ქვეყნის გარეთ თუ შიგნით წარმატების მისაღწევათ და შეუძლებელია ეს არ დაინახო.
ილარიონი
02 მარტი 2019 13:23
1
10 კი არა 30 წელი რო ჩაკეტონ Fიჯის ამერიკა ვერ მოუგებს. რა დამსახურებით მოხვდა ამერიკა ან იტალია და იაპონია სადაც ფიჯი არაა ჩვენზე საუბარი არ მაქვს.
ყველაზე სწორი იქნება ვუჩივლოთ ადამიანის უფლების დარღვევისთვის იქნება რაიმე მუხლი.
Me
02 მარტი 2019 14:11
3
რაგბის თამაშობენ ჯენლტმენები,მართავენ გოთვერნები!
ნიკ
02 მარტი 2019 10:04
0
ეს კაცი ბევრ ქართველზე მეტ საქმეს აკეთებს,მილტონი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია, მერე რა რომ წარმოშობით ქართველი არაა.მას ნამდვილად ეკუთვნის ერთ ერთი სახელმწიფოებრივი ჯილდო.გთხოვთ გაითვალისწინოთ ვისაც ეს გეხებათ..
misha
02 მარტი 2019 09:22
0

სიახლეები პოპულარული