გოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ იმაზე გააკეთა განცხადება, რომ 12-გუნდიანი ელიტური ტურნირის ჩატარებას გეგმავენ და მასში "ბორჯღალოსნებისთვის" ადგილი უახლოესი 10 წლის განმავლობაში არ იქნება.

"რაგბის ყველა მოყვარული არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით შესძრა გასულ კვირაში გავრცელებულმა ინფორმაციამ. ეს პროექტი შეუძლებელია ვინმესთვის მისაღები იყოს, გარდა ცხვირაპრეხილი რეტროგრადი ჩინოვნიკებისა, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. მსოფლიო რაგბის გარკვეული ჩინოვნიკების თავებში მომწიფებული ეს აზრი აბსოლუტურად მიუღებელია ყველასთვის.

ჯერ კიდევ 2016 წელს მსოფლიო რაგბმა იმსჯელა რაგბის განვითარების ერთ-ერთ ვერსიაზე და გარანტია მოგვცა,
რომ 2020 წლიდან გვექნებოდა საშუალება პირველი ეშელონის გუნდებთან ყოველწლიურად 2 მატჩის ჩავატაროთ და ერთ-ერთი აუცილებლად საქართველოში გაიმართებოდა. ეს იმ მომენტისთვის ჩვენ კარგად არ მოგვეჩვენა, მეტს ვითხოვთ, მიგვაჩნია, რომ ინტეგრაციისთვის უფრო სწრაფი ტემპია საჭირო, მაგრამ რაც ეხლა გაცხადდა, ამასთან შედარებით საერთოდ სამოთხეა.

ეს ყოვლად მიუღებელია. მინდა დაგამშვიდოთ. ამის შესახებ ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებიდან, კულისებიდან. ჩვენ ცვლილებებს მივესალმებით, მაგრამ არა ასეთს, რომელმაც განვითარება შეიძლება ჩაკეტოს და სიბნელეში წავიდეს. პირველივე წუთიდან, რაც ეს გაცხადდა, ჩვენ გვაქვს მუდმივი კავშირი ჩვენს კოლეგებთან, სხვა ქვეყნების რაგბის კავშირების ხელმძღვანელებთან, მსოფლიოსა და ევროპის რაგბის წამყვან სპეციალისტებთან. დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ. ამას ვიმედოვნებ შემოუერთდებიან რაგბის წამყვანი ქვეყნების პროგრესულად მოაზროვნე წარმომადგენლები.

ვიცით, რომ ძალიან ნერვიულობთ, ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ არა ვართ მსოფლიოს რაგბის რიგითი წევრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი. აქედან გამომდინარე, გამოვიყენებთ ოფიციალურ და არაოფიციალურ ყველა კავშირს, ყველა საშუალებას, რათა რაგბი განვითარდეს და არა გაჩერდეს და სტაგნაცია განიცადოს. რაგბის ფასეულობების ხელყოფის უფლებას არავის არ მივცემთ".

მკითხველის კომენტარები / 24 /
მე ბევრი რამის მომსწრე ვარ. ზუსტად ასე ჩაიკეტა ინგლისი (დიდი ბრიტანეთი) სხვა სამყაროსაგან ფეხბურთში და როცა გარეთ გამოიჭვრიტა, აღმოჩნდა, რომ უკვე მაჩანჩალა იყო!
zurab
04 მარტი 2019 23:58
0
ყველა ხერხი უნდა იქნას გამოყენებული! ბოიკოტის სხვადასვა ფორმები! ცუდი იქნება, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატისაც კი!
ზურა
04 მარტი 2019 23:15
2
მსოფლიო ჩემპიონატს ბოიკოტი კი არ უნდა გამოუცხადო, არამედ ჯგუფიდან უნდა გახვიდე, რათა აჩვენო, რომ, უბრალოდ, სისულელეა ასეთი გადაწყვეტილება!
N
05 მარტი 2019 04:00
5
ჯგუფიდან გასვლას სჭირდება ჩვენზე ძლიერი, პირველი დონის გუნდებთან ხშირი თამაში და გამოცდილების მიღება. მსგავსი ფუფუნება არც ჩვენს ნაკრებს და არც კლუბებს არ აქვთ.
წელიწადში მაქსიმუმ ორ თამაშს რომ გაძლევენ და ისიც დიდი თხოვნა მუდარის შემდეგ ესე ვერ განვითარდები.
Zero
05 მარტი 2019 10:16
0
არც იტალია,არც იაპონია ჯგუფიდან არ გასულა და ამერიკაზე ხომ საუბარიც ზედმეტია აგერ გუშინ საერთოდ ურუგვაისთან წააგეს შინ...
აბგდ
05 მარტი 2019 14:38
0
ყველა გამოხმაურება
Magati masoni dssc....
Emigranti
04 მარტი 2019 21:52
0
ბოლო ინფორმაციით ამ თვის ბოლოს დუბლინში გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მსოფლიო რაგის+6 ერის+4 სამხრეთი ფედერაციების და რაგბის პროფკავშირების ხელნძღვანელები შეიკრიბებიან. უნდა იმსჯელონ ახალ ფორმატზე, ჯერ-ჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი!!! ასევე მიწვეულია ფიჯის ფედერაციაც, რაც უკვე კარგია, ასე რომ იმედი ვიქონიოთ გაკეთდება ორი 12 გუნდიანი ლიგა (ტიერ 1 და 2), გავარდა-აღზევების პრინციპით. სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ!
პაატა
05 მარტი 2019 01:39
1
გაიხარე კარგო ადამიანო!!!
პოზიტივი
05 მარტი 2019 06:00
0
ყველაზე რადიკალურ ნაბიჯზეც არ უნდა დავიხიოთ უკან.
სოსო
04 მარტი 2019 23:49
0
ეგ დაღუპავს რაგბს. 12 ქვეყნის სპორტად დარჩება მხოლოდ და რა წარმატებასაც ბოლო წლებში მიაღწია, წყალში ჩაიყრება.
???
04 მარტი 2019 23:08
0
ერთი გუნდი ვართ
ირაკლი
04 მარტი 2019 22:44
1
მეც მჯერა რომ საღად მოაზროვნე, ყველა რაგბის ნამდვილი ქომაგი და თვითონ ფუნქციონერებიც სხვა ქვეყნისა, იტყვიან სიტყვას აუვცილაბლად. ამ უაზრობაზე რასაც რაგბის დასამარება ქვია და არა განვითარება პოპულარიზაცია. ისეც სულ რამოდენიმე ქვეყანაში თამაშობენ და ასე სულ 12 ქვეყანა შერჩებათ ხელში. ალბათ თვითონ ის სი@ბიც მიხვდებიან როდესაც პროტესტი წამოვა. ჩვენ კი მზადუ უნდა ვიყოთ თუნდაც იაპონიაში მსოფლიოს ბოიკოტით.
Geo_Dinamo
05 მარტი 2019 00:48
0
შეიძლება ბევრს არ მოეწონოს რასაც ვიტყვი მაგრამ თუ ეს ასე მოხდა აჯობებს საერთოდ გავაუქმოთ რაგბი, რეალურად უამრავი პერსპექტიული ბავშვი დადის რაგბიზე და ჯობია ისინი სხვა სპორტებზე გადავანაწილოთ და იქ მივაღწიოთ შედეგს. თორემ აბა რა აზრი აქვს ქვეყნის გამორჩეული ბავშვები იმ სპორტზე გვეხარჯება რომელშიც ასეთ პირობებში ვერასოდეს დავდებთ შედეგს
iceman
04 მარტი 2019 22:33
42

სიახლეები პოპულარული