"მსოფლიო ლიგა" - დეტალური ინფორმაცია, რომელიც ქართული რაგბის ქომაგებს აინტერესებთ [VIDEO ქართული გახმოვანებით]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შემდეგ კვირაში ირლანდიის ქალაქ დუბლინში შეხვედრები გაიმართება, რომლებზეც დაანონსებული ყოველწლიური რაგბის გლობალური ტურნირის ბედი გადაწყდება.

მანამდე კი რაგბის ხელმძღვანელობა ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე ტურნირის სტრუქტურისა და ფორმატის შესახებ ზოგად ინფორმაციას ავრცელებს.

პროექტის თანახმად, "მსოფლიო ლიგა" სამ კონფერენციად დაიყოფა და შეიქმნება - "ევროპული" და "დანარჩენი მსოფლიოს" 12-12-გუნდიანი კონფერენციები.

ჩვენთვის ინტერესს ევროპული კონფერენცია წარმოადგენს, სადაც გუნდები ორ დივიზიონად დაიყოფა.

პირველში დივიზიონში "ექვსი ერის" წარმომადგენლები, მეორეში კი საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, ესპანეთი, პორტუგალია და ბელგია მოხვდებიან.

თითოეული ქვეყანა ერთხელ შეხვდება თავისი კონფერენციის ყველა გუნდს. ეს
მატჩი შინ იქნება თუ სტუმრად, ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნული ფორმატი გავარდნასა და აღზევებასაც ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, მეორე დივიზიონის საუკეთესო ქვეყანა პლეი-ოფში პირველ დივიზიონში ბოლო ადგილზე გასულ ქვეყანას შეხვდება. ანალოგიურად, მეორე დივიზიონში ბოლო ადგილზე გასული ქვეყანა დივიზიონში დარჩენისთვის მესამე დივიზიონის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდება.

ვრცელდება სხვა ზოგადი ინფორმაციაც, რომელიც, სავარაუდოდ, დუბლინში გასამართ შეხვედრაზე უნდა დამტკიცდეს.

  • ერთა ჩემპიონატი (იგივე მსოფლიო ლიგა) პირველად 2022 წელს ჩატარდება
  • "ექვსი ერი", "რაგბის ჩემპიონატი" და "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები" საკუთარ კალენდარს შეინარჩუნებენ
  • თითოეული კონფერენციის ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალურ წყვილებს ჩამოაყალიბებს, მათში გამარჯვებულები კი გრანდ-ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ
  • "მსოფლიო ლიგა" ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მსოფლიო ჩემპიონატის წინა და შემდეგ წლებში ჩატარდება. "ლომების" წელს ტურნირი შემოკლებულ ვარიანტში, გავარდნისა და აღზევების გარეშე, მსოფლიო ჩემპიონატის წელს კი საერთოდ არ გაიმართება
  • სამაუწყებლო უფლებები კოლექტიურად გაიყიდება, რაც პოტენციურ მოგებას გაზრდის
  • ტურნირის შედეგად მოხდება მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების კვალიფიკაციისა და განთესილი გუნდების განსაზღვრა
  • 2027 წლისთვის მსოფლიო ჩემპიონატი მონაწილეების რიცხვის გაზრდა 24-მდე იგეგმება

altრევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს - მსოფლიო რაგბის პროექტი და ისტორიული შანსი საქართველოსთვის!

altStuff.co.nz: ქართული რაგბის ბოსი "მსოფლიო რაგბის" ახალი ტურნირის ფორმატის გამო "ახურავს"

alt"მსოფლიო რაგბი" უკან იხევს? - ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საგანგებო შეხვედრა დააანონსა

altგოჩა სვანიძე: ეს ცხვირაპრეხილი რეტროგრადების თავებში მომწიფდა - ამის უფლებას არავის არ მივცემთ

მკითხველის კომენტარები / 29 /
მოგვცეს შანსი ასვლა ჩამოსვლის ოღონდ 4 წელიწადში ერთხელ ახლანდელ სიტუაციას ბევრად ჯობია ორი აზრი არ არსებობს მაგრამ მაგათი ჩათლახი ამბავი რომ ვიცი იტალის სპეციალურად აწევენ პირველ სამ წეკიწადს არ გაიყვანენ ბოლოზე გაინაწილებენ სხვა ქვეყნები სპეციალურად ძლიერს შეგვახვედრებენ დაიმახსოვრეთ ასე მოხდება
კახა
07 მარტი 2019 21:07
9
თუ იტალიის ადგილს არ დავიკავებთ 5 თამაში გვექნება რუმინეთ/ესპანეთ/რუსეთ/ბელგია/გერმანიასთან და ექვსი თამაში ტონგა/სამოა/აშშ/ურუგვაი/ნამიბია/კანადასთან.

ევროპული გუნდების მონაცემები ცალკე იანგარიშება და საუკეთესო გუნდი ასვლაზე ევროპის უმაღლესი დივიზიონის მაჩანჩალას დაეჯახება
კარგად დაუკვირდით
07 მარტი 2019 21:05
1
რა ვერ გავიგე თავისი დივიზიონის 5 გუნდს რომ ეთამაშება და მერე მეორე დივიზიონის 6 გუნდს. მეორე დივიზიონში რა იგულისხმება ანუ 6 ერის და ერთა თასის გუნდები ითამაშებენ თუ 6ერის და დანარჩენი მსოფლიოს პირველი დივიზიონის გუნდები? თუ 6ერის და ერთა თასის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს საკმაოდ კაი ვარიანტი ყოფილა ჩვევთვის.
irakli81
07 მარტი 2019 18:15
3
6 ერის გუნდები ეთამაშებიან მეორე ექვსეულს "დანარჩენი მსოფლიოდან" ჩვენ ტონგას და მსგავს ნაკრებებს მგონი ასეა. კარგია რომ 6 ერზე გასვლის შანსი გვექნება ცუდია რომ ტიერ1 გუნდებთან სავარაუდოდ თამაში აღარ გვექნება იტალიის პლეიოფის გარდა.
912
07 მარტი 2019 20:25
2
გამოდის რომ 6ერი შეინარჩუნებს ლიგას. ჩვენი ევროპის თასიც დარჩება. ეს ლიგა კი ჩაანაცვლებს ივნისი&ნოემბერის ტესტებს და ჩვენ ისევ ჩვენ ევროპის გუნდები გვტჩება მთელი წლის განმავლობაში. მერე თუ იტალიასთან წააგე ერთი გეიმი და ისევ აქ ჩავკვდებით.
ბეს
07 მარტი 2019 18:08
3
პირველად რომ მოვუსმინე, გამიხარდა და ვიფიქრე, გვეშველა-თქო. მაგრამ, როგორც იტყვიან "ეშმაკი დეტალებში იმალება". ამისათვის, კარგად დაუკვირდით ბოლოში ავტორის წინადადებას ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს შესახებ! ანუ, რა გამოდის? ჯერ ერთი, ეს ე.წ. "მსოფლიო ლიგა" მსოფლიო თასის წლებში არ გაიმართება (კარგი, ეს ლოგიკურია, თუმცა მაგ წელიწადს ჩვენ რა ვქნათ, ისევ სუსტებთან ვიჭიდავოთ?) და მეორე, ყველაზე ცუდი: "ბრიტანელ-ირლანდიელი ლომები"-ს მიზეზით 1-2 დივიზიონებს შორის გავარდნა-აღზევება არ მოხდება იმ წლებში!!! ეს რომ მარტივად გავშიფროთ, იმას ნიშნავს, რომ ელიტაში აღზევების შანსი საშუალოდ 4 წელიწადში ერთხელ გვექნება და ეჭვი მაქვს, მაგ შანსსაც მოგვისპობენ! ანუ ფაქტიურად თითქმის იგივე მოდელია რაც თავიდან სურდათ, უბრალოდ მაშინ არ იყო შანსი, ახლა კი მინიმალურია. თფუ მაგათ სამართალს!!!
სიმართლე
07 მარტი 2019 16:54
6
თუ 2027 წელს 24 გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი იგეგმება, გამოდის, რომ მხოლოდ ერთ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს საქართველოს ნაკრები. ისე, 8 წლის შემდეგ რაგბში კი არა, მსოფლიოში რა მდგომარეობა იქნება არავინ იცის:) რაც შეეხება 6 ერს, იქ მონაწილეობის შანსი გვეძლევა. მოკლედ, არაფერი უარესდება, პირიქით, გვიუმჯობესდება. რამენაირად გაძლონ ერთი მსოფლიოს ჩემპიონატის გარეშე.
კოტე
07 მარტი 2019 16:33
9
მართალს ბრძანებთ, გეთანხმებით, 11 თამაში გამოგვდის და ტესტები აღარ არის საჭირო. ეგ მომენტი მართლა გამომრჩა, უკან მიმაქვს ჩემს წინა კომენტარში გამოთქმული "შეშფოთება":) ნაღდად კარგი ფორმატია ჩვენთვის, 6 ერის ყველა გვუნდთან გვიწევს თამაში, მაგარია!!! აწი ნახავენ რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია!:) პაატა
კოტეს
07 მარტი 2019 16:56
2
ნუ რა გამოდის წელიწადში ორჯერ ვითამაშებთ ერთა თასს? მასხრად თუ ასე სასაცილოდ აგვიგდებდნენ ვერ წარმომედგინა...
elsa
07 მარტი 2019 16:32
5
არაა ცუდი ვარიანტი. იტალიის მოგებაც არაა ფანტასტიკის სფერო. პლეიოფის მოგებით უფრო ღირსეულად მიგვიღებენ 6 ერში. წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს!!!
912
07 მარტი 2019 15:50
2
ერთი შეხედვით კარგი ჩანს მაგრამ ბევრი წყალქვეშა ნაღმია დიდი შრომაა საჭირო მიზნის მისაღწევად
nnn
07 მარტი 2019 15:47
1
სულ არაფერს თითქოს სჯობს, მაგრამ თუ კარგად გავაანალიზებთ ჩვენთვის დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება, პირიქით უარესია თუ ზაფხულის და შემოდგომის ტესტები უქმდება. 6 ერი ისევ ისე რჩება და რა გამოდის, რომ იტალიასთან ერთ თაშზე იქნება დამოკიდებული შემდგომი ორი წელი რა გზით წავალთ?! უსამართლოდ გვექცევიან, ერთადერთი 6 ერის გაფართოვება იქნებოდა ჩვენი რაგბის მდგრადი განვითარების ფორმატი. ძალიან მინდა ვცდებოდე!
პაატა
07 მარტი 2019 15:28
5
იგივე არ არის ! სეზონში 11 თამაში გვექნება, 5 ჩვენ ლიგაში და 6 ზედაში - ანუ შევხვდებით: ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, უელსი, საფრანგეთი, იტალია.
Felisio
07 მარტი 2019 16:22
4
მე მომეწონა მაგრა. წარმოიდგინე თუ იტალიას ვუგებთ 1 წელში დანარჩენ 5 გუნდს ხვდები 6 ერის და პლუს ზელანდიას აფრიკას ავსტრალიას არგენტინას და ალბათ იაპონია ფიჯის. 11 თამაში გრანდებთან. თუ ბოკო ადგილზე გახვალ კვკავ იგალიას შეხვდები და თუ მოიგე ისევ შემდეგ წელს 11 მატჩი. გადასარევია
Zure
07 მარტი 2019 15:58
3
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული