
რაგბი ევროპის ბოლოსწინა ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანიას 52:3 სძლია და 1 ტურით ადრე ტურნირის გამარჯვებული გახდა. ბორჯღალოსნებს ერთი მატჩი აქვთ ჩასატარებელი და მის მნიშვლელობაზე გაამახვილა ყურადღება გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.
აი, რა თქვა მან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე:
"ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, რადგან წინ რუსეთთან მატჩია და მასთან გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს".
რუსეთს საქართველოს ნაკრები 17 მარტს კრასნოდარში შეხვდება.
და დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ "საბრძოლო-ინტელექტუალურ" თამაშ "გარადკი"-ს.