გოჩა სვანიძე ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით: ვიცი, გულნატკენია, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მსოფლიო თასისთვის მზადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

სვანიძემ ასევე ზურაბ ჟვანიასა და რუსეთის ნაკრების შესაძლო არჩამოსვლის შესახებაც ისაუბრა.

"დღეს გაგაცნობთ იმ გაფართოებულ შემადგენლობას, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება. ეს სახეები ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ვესაუბრე სამწვრთნელო შტაბს და ტრავმის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, დანაკლისი არ გვაქვს. გუნდში ერთსულოვნებაა, რაც წინაპირობა უნდა გახდეს იმ წარმატებისა, რასაც იაპონიაში ველოდებით.

რუსეთის სარეზერვო ვარიანტის ძიება არ დაგვიწყია. მათ ჩვენთვის პირდაპირ არ მოუმართავთ. ეს მატჩი მათ გვთხოვეს, რომ მსოფლიოზე
დავხმარებოდით. სხვას ვერაფერს ვიტყვით. თუ უარი იქნება მათგან, სათადარიგო ვარიანტზე შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას განცხადებას, ვნახე და ძალიან შევშფოთდი და ისე აღვიქვი, რომ ვიღაც ერევა სელექციის საკითხში. ვერავინ ჩაერევა ამაში, ეს მხოლოდ მწვრთნელთა შტაბის პრეროგატივაა. პირველი, რაც ვეცადეთ, იყო გაგვერკვია, რამე ჩარევის მცდელობა ხომ არაა. ასე არ ყოფილა.

ვიცი, ზურა გულნატკენია და მისი ეს განცხადება გულიდან იყო წამოსული. ეს არ იყო კორექტული, თუმცა მესმის. მინდა წარმატება ვუსურვო კლუბში, ნაკრებში. ამით არაფერი დამთავრებულა.

სანამ აქ ვარ, სამწვრთნელო საქმიანობაში ჩარევა ვერასდროს ვერ მოხდება", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

altრუსეთის მორაგბეთა ნაკრები შესაძლოა, თბილისში აღარ ჩამოვიდეს

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნემსაძეს ერთი პერიოდი არ იძახებდნენ.. და თავი გაიგიჟა კლუბში, რო დაბრუნებულიყო და დაბრუნდა კიდევაც.. ერთი არ გამიგონია რამე ასეთი ეთქვას.. ჰოდა, არაა საჭირო ზედმეტების დაბრეხვა! თავისი საქმე აკეთოს ყველამ!
ქუთაისელი
02 ივლისი 2019 09:59
0
ჟვანიას არწაყვანა დიდი შეცდომა მას არაორდინალური გადაწყვეტილებები განოარჩევს კარგი ფანტაზიით გამოირჩევა ბოლობოლო შეცვლაზე შეიძლება შეშვება არამგონია რამე ფიზიკურ კონდიციებს ეხებოდეს გასარკვევია მართლაც პირად ინტერესებს ხომ არ ეწირება
კახა
27 ივნისი 2019 19:59
8
ეს ნაკრები ვერაფერს მიაღწევს. ერთი თამაში ძლივს ძლიობით შეიძლება მოიგონ მაქსიმუმ
ბიძo
27 ივნისი 2019 19:28
22
ვითომ არ იყო საჭირო ჟვანია? კლასი აშკარად მაღალი აქვს და გამოცდილებაც. ვნახოთ გამოჩნდება.
???
27 ივნისი 2019 17:48
5
ძალიან გული მწყდება, რომ ზურა მსოფლიოზე არ მიყავთ, ასეთი გამოცდილი და მებრძოლი კაცი დატოვო უგუნდოთ? რავიცი ვერავის შეედავები, მაგრამ შედეგზე პასუხს ვინ აგეს მსოფლიოს შემდეგ? იაპონიის საკლუბო გუნდის მწვრთნელი? ვფიქრობ ამ შემთხვევაში ფედერაცია უნდა ჩაერიოს საკითხის გარკვევაში.
გიზოგ
27 ივნისი 2019 16:09
17
ბედნიერი ვიქნები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, თუ ბოდიში მექნება მოსახდელი ჩემი კომენტარის გამო. დიდი წარმატებები ბიჭებს.
გიზოგ
28 ივნისი 2019 09:33
0
გაუგებარია რა შუაშია აქ მესხის და ყიფიანის შემთხვევა? იქ სხვა ნიშნით დატოვეს ერთიც და მეორეც. აქ კიდეც არის ძირითადის ხალხი და ვინმეს ამოაგდებს? ასე იყო ჩვენს ნაკრებში სულ. გვყავდა 3 ნომერზე მშვენიერი მოთამაშე გიორგი ჟღენტი, რომელმაც მძაფრი კონკურენციის პირობებში ასეთი პირობა დააყენა - ძირითადში თუ არ მათამაშებთ, ნუ გამომიძახებთო. მისი კონკურენტი ზირაქაშვილი იყო და ასე დარჩა ის ნაკრებს მიღმა. თუ ვინმე სხვა მიზეზით ტოვებს ჟვანიას ნაკრებს მიღმა, უნდა კონკრეტულად ისაუბროს. ჩემი პირადი აზრია, რომ რამდენიმე მოთამაშის ნაცვლად, ნამდვილად მიმაჩნია, რომ უნდა იყოს, მაგრამ ამაზე განმარტება გააკეთა მწვრთნელმა და ვერ შევედავებით. პასუხისმგებელიც ის არის შედეგზე
:))))
27 ივნისი 2019 21:08
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული