შოტლანდიელებს მიაჩნიათ, რომ ბორჯღალოსნები არაორგანიზებული თამაშის გამო დამარცხდნენ

AutoSharing Option
კარსმომდგარი მსოფლიო თასის წინ გულდასაწყვეტი ბორჯღალოსნების ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან პირველ რიგში არა წაგება (10:44), არამედ არადამაჯერებელი თამაში იყო. შოტლანდიის რაგბის კავშირმა ამ შეხვედრას მიმოხილვა მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს.

"შოტლანდიამ წელს პირველი გასვლითი გამარჯვება თბილისში საქართველოსთან მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატის მომზადების ფარგლებში შოტლანდიას უნდოდა თავი გამოეცადა ქართველებთან ბრძოლაში და ზოგიერთი ელემენტი დაეხვეწა.

საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ტიერ 1-ის წარმომადგენელთან სურდა დაემტკიცებინა თავისი რაობა და ჩვენს გუნდს გულშემატკივართა მგზნებარე მხარდაჭერით დაუხვდა. თუმცა, მეტოქის არაორგანიზებული თამაშიდან გამომდინარე, შოტლანდიამ თავისი თანმიმდევრული, შემოქმედებითი ასპარეზობით კონტროლი დაამყარა და მალე ეს
ტაბლოზეც აისახა.

სტუმართათვის ეს კარგი ვარჯიში და განწყობის ამაღლება გამოდგა, ხოლო მასპინძელთათვის 6 ერის წარმომადგენლის ძლევის იშვიათი და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ხუთი ლელოდან ოთხი ისეთმა მორაგბეებმა დადეს, რომელთაც აქამდე ეროვნულ გუნდში გატანილი არ ჰქონდათ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
რას ეწევი ძამა ამფერს?!..
გურია
04 სექტემბერი 2019 21:08
0
სწორედაც მწვრთნელის მოვალეობაა გუნდში დისციპლინის გამკაცრება და ორგანიზება
ალეკსანდრე
02 სექტემბერი 2019 15:52
0
44:10 სწორედ ის შედეგია, რა განსხვავებაც არის ჩვენს და შოტლანდიელ მორაგბეებს შორის. მწვრთნელი, რომელიც სულ რამდენიმე შეკრებაზე ხვდება სპორტსმენებს, მაქსიმალურად ცდილობს შეკრას გუნდი, თუმცა კლასს შორის განსხვავება ისევ დიდია. თუ უმაღლესი დონის ნაკრებებთან(6 ერის გუნდები, აგრეთვე ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა) მუდმივი შეხვედრები, ყოველწლიურად 4-5 თამაში არ გვექნა, კლასს ვერ ავიმაღლებთ. წარმატებები ბიჭებს.
კოტე
02 სექტემბერი 2019 12:49
2
რაც ამ 2 თამაშიდან გამოჩდა ნაკრებს მწვრთნელი ს ხელი არ ეტყობა ტაკტიკურად და ტექნიკურად გუნდი არ არის მომზადებული: აუტი, ფეხით თამაში, დაცვა და აშშ!!! ამის და მიუხედავათ ჩვენი ბიჭები მსოფლიოზე თავის სათქმელს იტყვიან იმიტომ რომ უყვართ თავის ქვეყანა და თავისი ხალხი !!!! გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ საქართველოს საამაყო შვილები იყავით ხართ და მომოვალშიც დარჩებით !!! :)
იმედია ფედერაცია სწორად შეაფასებს დაშვებულ შეცდომებს და მაღალი დონის სპეციალისტს მონახავენ ვისაც ექნება სანაკრებო გამოცდილება და პიარზე და მხოლოდ ლაყბობაზე არ იქნება გადასული!!!!

წარმატებები ჩვენს ბიჭებს :)
ტარიელი
02 სექტემბერი 2019 02:53
2
დაანებეთ ამ 6ერს თავი დავაი ოკეანეთში და ცოტა ხანში V*X#### თ ამათ

ყველაზე მეტად მაგის ეშინიათ, ეს 6ერი არი სატყუარა რომელზეც თავი უნდა გვაჯახუნებინონ და ყურადღება გადაგვიტანონ ... ოკეანეთი არის ყველაზე ნაღდი ვარიანტი და დიდი საფრთხე “ელიტისთვის“ იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია იქ ისე მოვემზადოთ რომ მერე ესენი აქ V*X#### ოთ
Xerxi1xxxxxxxx
01 სექტემბერი 2019 22:56
1
აუაორგანიზებული გუნდი 2 კვირით ადრე მსოფლიო ჩემპიონატამდე
რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მილტონ ჰეიგმა გუნდი მოუმზადებელი იწყება მსოფლიო ჩემპიონატს !!!!!!
Best
01 სექტემბერი 2019 16:50
0
55%-ით უკეთესები ვართ.. გუშინ გუნდს მწვრთნელი არ ყავდა!
გურია
01 სექტემბერი 2019 16:40
1
სტატისტიკა მრავლის მეტყველია.შოტლანდიას სამჯერ ვეთამაშეთ და ყოველი მომდევნო,უფრო დიდი ანგარიშით წავაგეთ.აფრიკელებთან და გუშინდელ თამაშში,ვერც ერთი შეტევა ვერ მოვიგერიეთ,ყველა შეტევიდან ქულები წაიღეს და თუ აფრიკელებთან ბოლო წუთებში ფიზიკური ზეწოლით მატჩის შემობრუნება კიდევ შევძელით,შოტლანდიამ აშკარად მიგვითითა,რომ ვუკრავთ და თითებს არ ვაყოლებთ.თითქოს ფიზიკურად ბოლომდე გავუძელით,მაგრამ დიდ სიჩქარეებზე თამაშის ტექნიკა და ჩვევა არ გვკმარა.ისინი შეტევაზე ნიაღვარივით მოდიან,ჩვენ კი შესქელებული ლავასავით მდორედ ვუტევთ და ვერ ვარღვევთ ხაზს.სრულიად აშკარაა,რომ თუ არ გახშირდა და სისტემატური ხასიათი არ მიეცა ძლიერ გუმდებთან თამაშს,რეგრესი უკვე იგრძნობა და მას თავიდან ვერ ავიცილებთ.ეს,ჰეიგის ბრალი არ არის,ეს ასეთი თამაშების უპრაქტიკობის ბრალია.კიდევ უფრო ცუდია,რომ შერკინებაშიც დავკარგეთ აშკარა დომინაცია და ეს ნაკრებს,მთავარ საყრდენს ურყევს.კარგია,რომ სერიოზული ტრავმა,თითქოს არავის მიუღია.ძალიან კარგია,რომ უკვე ორი თამაში ვითამაშეთ სწრაფ გუნდთან და კიდევ ერთი გვექნება.ეს დაგვეხმარება მაღალ ტემპთან შეგუებაში,მაგრამ არა იმდენად,რომჩვენი ჯგუფის ბობოლებთან მოგებაზე გავიქაჩოთ.
სოსო
01 სექტემბერი 2019 11:55
1
ტემპი მოსამატებელია და ჰეიგი 20 სექტემბრამდე ამას როგორ შეძლებს იმაზე იქნება დამოკიდებული იაპონიაში ჩვენი თამაშის ხარისხი
შოკირებული გულშემატკივარი
01 სექტემბერი 2019 11:24
1
რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის ჩვენი მაქსიმუმი. ეხლა ის არის მთავარი, რამდენად მიგვყვება ფიზიკური მომზადება ფიჯისთან შეხვედრამდე. როცა წერენ არაორგანიზებული იყო მეტოქეო, იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელის ბრალია. თამაშის შემდეგ სხვა დასკვნას ვერ გამოვიტანთ - ხარვეზები თამაშიდან თამაშამდე ჩნდება,მაგრამ გამოსასწორებლად დრო უკვე აღარ არის. აშკარაა, რომ გუნდს უკანა ხაზში სჭირდება მომატება, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში . გორგოძის დაბრუნება კარგია, მაგრამ გამოსავალი ეს ნამდვილად არ არის
: )))))))
01 სექტემბერი 2019 10:32
1

სიახლეები პოპულარული