საქართველოს ნაკრები ფიჯისთან პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდება [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

დღეს, 3 ოქტომბერს, 2019 წლის მსოფლიო თასის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის ეროვნულ გუნდს ხვდება. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 7:3, ფიჯელების სასარგებლოდ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ დაფარა, ის ფიჯელებს
ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7.


alt"ბორჯღალოსნების" საოცარი ემოცია სამშობლოს ჰიმნის შესრულებისას [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ამ თამაშს ფიჯი თუ წააგებს ძალად თორემ ესენი რაის მომგებები არიან რაგბის გაგნებაში არ არიან.ფეხბურთია და გიჟებივით კიდებენ ბურთს წინ და ეტყობა ამათაც აითვისეს ეს კომპონენტი და უბაგუნებენ უაზროდ იმათ ნახევარზე მარა მეტიც რომ არ იციან? სუსტები არიან თან საკმაოდ სუსტები
nodo
03 ოქტომბერი 2019 10:14
3
ძალიან მიკვირს ერთი ფაქტი და რომ არ ვთქვა არ გამოვა . სამივე თამაშში რასაც ვუყურებ , 9 ნომერზე უალტერნატივოა აფრასიძე და მისი კრეატიული თანამედროვე თამაში და მაინც ლობჟანიძეს რომ აყენებ ასეთ მნიშვნელოვან თამაშში , დავიჯერო მარტო მე ვხედავ ამას , მითუმეტეს მაშინ როცა აფრასიძე მენტალურად მზად არის ამხელა პასუხისგებლპბისათვის ?
ATP 16
03 ოქტომბერი 2019 10:30
2
მუსიკაზე ძალით რო დაყავთ ბავშვები დაახლოებით ეგეთი სურათი იყო
gocha
03 ოქტომბერი 2019 11:21
0
სირცხვილი !!!! წაგებაც არი და წაგებაც. საერთოდ მორალურად მენტალურად ფიზიკურად არ იყო მზად საქართველოს ნაკრები. ჯობდა არ წასულიყვნენ
ამის მერე არავინ თქვას 6 ერი !!
qqqq
03 ოქტომბერი 2019 11:10
7
1-კვესელაძე საშინლად თამაშობს მისი ნდობა არ იქნება

2-რა ხდევა ნარიაშვილი-მამუკაშვილი-გიგაშვილი რომელია სუსტი რომელი ვერ აწვება ეს რა ხდება შერკინებაში კატასტროფაა ერთი შერკინება ვერ მოვიგეთ ან რომელ მოგებაზეა საუბარუ ჩვენ შერკინებას ვაგებთ უკვე მარტო გიგაშვილის სისუსტე არ მგონია მე

სასწრაფოდ გოგიჩაშვილი ჩილაჩავა 2 ტაიმში შემოიყვანეთ
დათუნაშვილი
03 ოქტომბერი 2019 10:05
0
ამას ქვია დაგვადუღეს.... თუნდაც ჩვენს საამაყო შერკინებაში, სადაც უცხოელების მოსვლის შემდეგ უკან მივდივართ...წავაგეთ სტრატეგიით ....და ფსიქოლოგიით..და შესაბამისი შედეგით.
(((
03 ოქტომბერი 2019 11:00
0
სამწუხაროა მარა ფაქტია, ჯერ ჯერობით რუმინეთი, ესპანეთი და რუსეთია ამათი დონე, 6 ერი არა ...
ჯონდო
03 ოქტომბერი 2019 11:00
0
მათიაშვილი სრული კატასტროფაა მთელი ტურნირი, ნუთუ მილტონა ვერ ხედავს ამას!
Zviads
03 ოქტომბერი 2019 10:52
0
საქართველოში ნაკრები აშკარად რეგრესს განიცდის. მსოფლიო რაგბი სანახაობრივად ძალიან ლამაზი ხდება, ჩვენი გუნდი კი წარსულში ჩარჩა-მხოლოდ მიძალე, შერკინება, მოლი. ესეც დაგვავიწყდა.
ნესტორი
03 ოქტომბერი 2019 10:53
0
ქვეშაჯვიებიიი.
Buxrika
03 ოქტომბერი 2019 10:53
4

სიახლეები პოპულარული