რაგბი

ეროვნული ნაკრები

ლევან მაისაშვილი: შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა" 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, პარიზში, "სტად ჟან ბუენზე" პორტუგალია 39:24 დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ჩემპიონის ტიტული მე-12-ედ მოიპოვა. ნამატჩევს კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.

"პორტუგალია არის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი მებრძოლები არიან, გულით თამაშობენ, რაც დღეს მოედანზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა. შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით. მეორე ტაიმში გუნდის ლიდერებმა თავისი თამაში იპოვნეს და კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზეს, რაც ანგარიშშიც აისახა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გუნდი, ვისაც ამ
ტურნირში ვეთამაშებით, იყოს ძლიერი, რადგან მხოლოდ ძლიერებთან ხშირი თამაშითაა შესაძლებელი განვითარება და წინსვლა".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით