7 მარტს, პარიზის "ჟან ბუანზეს" სტადიონზე 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ლიგაში დაბრუნებულ პორტუგალიას 39:24 სძლია.
მივყვეთ თანმიმდევრობით: მატჩი საქართველოს ნაკრების იერიშით დაიწყო და შალვა მამუკაშვილის ლელოთი და სოსო მათიაშვილის გარდასახვით დასრულდა. თუმცა, მეტოქემ მალევე გაათანაბრა ანგარიში. მე-10 წუთზე ბექა გორგაძემ ჩვენი გუნდი ლელოთი ისევ წინ გაიყვანა, მათიაშვილმა კი გარდასახვა ვერ გამოიყენა. 24-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა შეტევაში ბურთი დაკარგა, სწრაფი კოტრიერიში პორტუგალიამ ლელოთი და გარდასახვით დაასრულა და 14:12 დაწინაურდა. 30-ე წუთზე მათ ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ანტუნეშმა 45 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა გააცუდა.
35-ე წუთზე დათო კაჭარავამ ლელო გაიტანა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა. ბოლოს დამიწებისას ბექა საღინაძეს ბურთი დაუვარდა და პირველი ტაიმი დასრულდა - 17:14.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების მორიგი შეცდომით დაიწყო და მოწინააღმდეგე გატანილი ლელოთი და ზუსტად შესრულებული გარდასახვით ისევ წინ გაიჭრა, შემდეგ კი ზედიზედ ორი საჯარიმო ვერ გამოიყენეს.
58-ე წუთზე საღინაძემ ლელო დადო, გელა აფრასიძემ რთული პოზიციიდან ბურთი ძელს გაარტყა და 22:21. მერე პორტუგალია ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი ისევ დაწინაურდა. ამას "ბორჯრალოსნების" იერიში და საჯარიმო ლელო მოჰყვა. ცოტა ხანში დემე თაფლაძემ ლელო გაიტანა, აფრასიძემ კი გარდასახვა ვერ გამოიყენა.
შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მათიაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო შეცვლაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ გარდასახვა გააცუდა - 39:24.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ვადამდე მოიგო და 14 მარტს რუსეთს უმასპინძლებს.
საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 9. გიორგი ბეგაძე (ჯიქი)
შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. დავით გიგაური (კოლომიე), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, კაპ.)
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემ), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 23. ლაშა ლომიძე (აია)
7 ლელო: მამუკაშვილი, გორგაძე, კაჭარავა, საღინაძე, საჯარიმო, თაფლაძე, მათიაშვილი
1 გარდასახვა: მათიაშვილი
სხვა შეხვედრები
რუსეთი - რუმინეთი 32:25
ბელგია - ესპანეთი 23:30
სატურნირო მდგომარეობა