Sport 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლინ ჯონსმა სეზონის განახლებასა და გუნდის ამოცანებზე ისაუბრა და "ბორჯღალოსნებთან" ხშირად თამაშის სურვილი გამოთქვა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.
- უელსში სახლში ვზივარ. რაც თბილისიდან დავბრუნდი, სადაც საქართველოს ნაკრებს უნდა შევხვედროდით, აქ ვიმყოფები. ჩვენთან სიტუაცია ისეთივეა, როგორც მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლა არ შეიძლება.
- რუსეთის ნაკრებისთვის საქართველოსთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ასეთი გუნდების დამარცხება გვინდა ვისწავლოთ, მათ რაც შეიძლება ხშირად უნდა ვეთამაშოთ.
- რუმინეთთან მატჩმა კრიზისის გადალახვა დაგვანახა? არა მგონია, ეს კრიზისი
- მსოფლიოს თასის შემდეგ გუნდმა სტილი შეცვალა, გადავწყვიტეთ უფრო შემტევი რაგბი გვეთამაშა, ბურთი დაგვეჭირა, ვცდილობდით თამაში გავეშალა. ყველაფერი უცბად არ გამოდის.
- გაზაფხულზე რაგბის კონტინენტურ ლიგას უნდა აეღო სტარტი, სადაც რუსული კლუბები გერმანულ, რუმინულ და მომავალში ქართულ გუნდებს დაუპირისპირდებოდნენ. მატჩები ბოლო წუთამდე ინტენსიური იქნებოდა. ასეთი ტურნირი პოზიტიურ გამოცდილებას შეგვძენდა. 20 წლის წინ უელსის ნაკრებს პრობლემები ჰქონდა, მაგრამ საკლუბო რეფორმა ნაბიჯის წინ გადადგმაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
რუსეთის ნაკრების მორაგბე: მიყვარს ქართული სამზარეულო - მარტში საქართველოსთან თამაში ადვილი იქნებოდა
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: უნდა ჩავფიქრდეთ, როგორ დავამარცხოთ საქართველო
რუსი მორაგბე: ბოლოს და ბოლოს საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ - ეს შეგვიძლია