საქართველოში რაგბის ბევრი გულშემატკივარი არ არის, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ მოდიან, - ამბობს რუსეთის ნაკრების ვიცეკაპიტანი

AutoSharing Option
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების დაღესტნელმა ვიცე-კაპიტანმა ტაგირ გაჯიევმა კორონავირუსის გამო "ჯვაროსნებთან" გადადებულ მატჩზე "РИА Новости"-სთან ისაუბრა.

"მატჩები და ტურნირები მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს. ვთვლი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ქართველებთან ცარიელი ტრიბუნების წინ ვითამაშებდით. რისკი ყოველთვის არსებობს და ვირუსისგან დაზღვეული არავინ არის. თუმცა ასევე შესაძლებელია ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე დაინფიცირდე. იქ რისკი არაფრით ნაკლები არაა, ვიდრე მოედანზე. საინტერესო მატჩი იქნებოდა. რა თქმა უნდა, საქართველოსთან სავსე სტადიონზე თამაში გაცილებით საინტერესოა. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ გუნდთან თამაში ყოველთვის კარგი გამოცდილებაა.

თვით მსოფლიოს თასზე თამაში
ასეთი ემოციური არ არის. დიახ, გისტვენენ, ყვირიან, მაგრამ ეს უკეთ თამაშს გაიძულებს. მსოფლიოს თასზე ბევრი ნეიტრალური მაყურებელია, რომლებიც ორივე გუნდს ქომაგობენ. აქ კი 50-ათასიანი სტადიონი, ყველა ხმის ჩახლეჩამდე ყვირის, უსტვენს. იქ შენი თავისა შენ თვითონ არ გესმის.

მინდა სპორტი ყოველთვის პოლიტიკის გარეშე იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ადამიანია, რომლებიც რაგბის გულშემატკივრები არ არიან, უბრალოდ რუსეთის წინააღმდეგ საქომაგოდ მოდიან. სხვა გუნდებთან ამდენი მაყურებელი არ მიდის".

მკითხველის კომენტარები / 38 /
არა მაია,რუსებს რეგვენებს და უინტელეკტოებს ვერ უწოდებ.მათ ძაან კარგად უწყით.რომ ბოლო წლებში რაგბი საქართველოში ნომერ პირველ სპორტი გახდა. 27 წელია ჩვენთვის თამაში ვერ მოიუგიათ,ამით დაბოღმილებმა რაიმე ცუდი ხომ უნდა თქვან ჩვენზე თავიანთი ქომაგების წინაშე.
....
01:46 11-04-2020
0
"ძვირფასო ტაგირ", შამილი, რომელსაც ოცი წელი ებრძოდა რუსეთი, კახეთის პოლიციამ, გენერალ ორბელიანის მეთაურობით რამდენიმე დღეში მოიყვანა აზრზე, თანაც, გამარჯვების ყიჟინა ქართველებმა დასცეს შამილის დაბადების ადგილზე {მის სოფელში), რომლის დათმობაც წარმოუდგენელო იყო როგორც შამილოვცებისათვის, ასევე, რუსეთის იმპერიის მოხელეთათვის, მაგრამ რას არ შეძლებს აბერაამის, ისააკის და იაკობის ღმერთის საყვარელი შვილი - ქართველი.... "ტაგირჩიკ ნე ბუდი ლიხო პაკა ანო ტიხო", თორემ ქართველები თბილისში იქნება ეს, რუსეთში თუ მთვარეზე ან მარსზე, სადაც რუსეთის ნაკრები დააფურთხებს, აი,იქ, გამოგისვამენ ტუალეტის ქაღალდივით, სრულიად კავკასიის გასახარდ...და კიდევ, ყველა ნაღდი კავკასიელის მკვდარო ძმაო - ტაგირ!!!": - იმ კავკასიელი კაცის დედა ვატირე, ვინც კავკასიელების ამაოხრებელი რუსეთის საქმეს გააკეთებს, თუნდაც რაგბის მოედანზე, მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ და შამილს, ამის შემდეგაც ჩააფურთხებ საფლავში.. ერთიც, ქართველებს რა უყვართ და რა არა შენ ამას ვერ გაიგებ და არც შეეცადო გაიგო... ისე, როგორც ვერ გაიგებ, მზე ვისი ან რისი სიყვარულით ამოდის და ჩადის (ანუ ვინ ან რა უყვარს მზეს რომ ამოდის და ჩადის), ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის... შენ ეს არ გეცოდინება, მაგრამ რომ იცოდე, კავკასიელი ხალხების ბელადები საქართველოს კავკასიის მზეს უწოდებდნენ და, აქედან გამომდინარე, ჩვენი ასავალ- დასავალიც მხოლოდ ღმერთმა უწყის, შენ კი მოკეტე და დაელოდე ჩვენთან ერთად იმ შესანიშნავ, შენთვის და სრულიად რუსეთისათვის უბედურ დღეს, როცა საქართველოს ნაკრები, ვინ იცის მერამდენედ შეგჭამთ, გადაგხარშავთ და....-ვასია, შენ რანაირი დაღესტნელი ტაგირი ხარ, ერთი რუსი ივანა ხარ...დიდება საქართველოს!!!! გაუმარჯოს დამოუკიდებელ კავკასიას!!!!!!!!!!!! ოღონდ შენნაირი რუსეთის პატრიოტების, დერჟავნიკების გარეშე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!სამოცით ნული, აი რა ანგარიშით წააგებთ!!!!!!!!!
avto magarski
00:30 30-03-2020
0

სიახლეები პოპულარული