"ბორჯღალოსნები" შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "მარიფილდზე" ტესტ-მატჩში შოტლანდიასთან 7:48 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ლელოთი და გარდასახვით დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, შემდეგ კიდევ ორი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვა გააცუდეს და პირველი ტაიმი 17:0 მოიგეს. გაწითლებული დროში შოტლანდიელებს ვიდეორეფერიმ ლელო გაუუქმა."ბორჯღალოსნები" ბურთს ვერ იჩერებდნენ და იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ.

შესვენების შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ლელო დადო (ეს მესამე შეხვედრაში მისი მეექვსე ლელოა), გარდასახვა თედო აბჟანდაძემ გამოიყენა, თუმცა შემდეგ მასპინძლები ისევ დაეუფლნენ ინიციატივას და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა უზარმაზარი გახლდათ, საქართველოს ნაკრებს თამაშში უამრავი
წუნი ჰონდა და შეხვედრაც ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ნოემბერს, რვა ერზე ინგლისთან გამართავს.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

1 ლელო: ტაბუცაძე

1 გარდასახვა: აბჟანდაძე

1 სინბინი: აფრასიძე

მკითხველის კომენტარები / 73 /
ეჰ ჩემო რაგბის გულშემატკივრებო, ერთ სიმართლეს გეტყვით, თავს ნუ იტყუებთ რომ დიდ გუნდებთან ნაკრების თამაშით რამეს ოსწავლით ან რამე გამოცდილებას დააგროვებთ. სანამ უფრო მდიდარ ქვეყანად არ ვიქცევით, სანამ იმდენი სტადიონი არ გვექნება რამდენიც შოტლანდიაშია, სანამ იმდენი პროფეაიონალი მოთამაშე არ გვეყოლება რამდენიც შოტლანდიაშია, ანუ სანამ ეკონომიკურად გვერდში არ ამოვუდგებით ტოპ ქვეყნებს მანამდე რაგბსაც ვერ ვეთამაშებით ტოპ სწორად. და ვერცერთ სპორტს, ესაა ჩემი კომენტარი.
Semi
24 ოქტომბერი 2020 07:50
0
სოსო მათიაშვილო რომ გამოგიძახებენ ნაკრებში უთხარი რომ ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით ნახავ. ასე კარიერის დასრულების შემდეგ...
Gio
24 ოქტომბერი 2020 07:44
1
ფეხბურთში არც ჩვენი ნაკრები აგებს ერთა ლიგაზე და თავისნაირ გუნდებთან . და ტოპ გუნდთან მაგ: საფრანგეთთან რომ ფეხბურთელებს 8:1 წაეგო გადაუვლიდენ ფეხბურთელებს ისე გამოლანძღავდენ
ტოტტი
24 ოქტომბერი 2020 07:44
2
ფეხბურთს შეეშვი რა და ნაკრებს, როცა ისინი წააგებენ უშანსოდ, იქ აკრიტიკე. საფრანგეთთან ფრეც გვაქვს ნათამაშები ოფიციალურ თამაშში, მოგება რიცა ჭირდებოდათ..
Valderrama
24 ოქტომბერი 2020 14:12
0
“ბორჯღალოსნები“ დამარცხდა კი არა, “ბორჯღალოსნები“ დამარცხდნენ...
ინოკენტი
24 ოქტომბერი 2020 07:40
0
ჩემი მხარდაჭერა რაგბისტებს.ის ორმაგი სტანდარტების ტიპები სად ხართ აბა, ფეხბურთელები რომ დანიელებთან ან შვეიცარიელებთან წააგებენ მიწასთან,რომ ასწორებთ და რაგბისტების ირლანდია-შოტლანდიასთან იძახით თავს ზემოთ ძალა არ არისო. ერთმანეთის გვერდში დგომით მივაღწევთ მხოლოდ წარმატებას. რაც შეეხება შეცდომებს გუნდის სტაფმა უნდა გაარჩიონ და გამოასწორონ,ჩვენ გულშემატკივრებმა მხარი უნდა დავუჭიროთ სპორტსმენებს, იმის გამო რომ 10 ლარი წააგეთ ტოტალიზატორში ნაკრების თამაშზე, არ უნდა ლანძღოთ ბიჭები.წარმატებები ქართულ სპორტს
საქართველო
24 ოქტომბერი 2020 07:23
2
საჭიროა ნატურალიზაცია რამოდენიმე პოზიციაზე ძლიერი მოთამაშეების: ზელანდიიდან, ავსტრალიიდან... რომლებიც თავიანთ ნაკრებში ვერ ხვდებიან.
უკეთესი ფედერაცია და მწვრთნელი!
გოგი
24 ოქტომბერი 2020 06:28
2
როგორ? 2 ვარიანტია. ერთი ქართველი წინაპარი უნდა ჰყავდეს, მეორე აქ 5 წელი უნდა თამაშობდეს. დიდი 10 ში 5 წელი რო ზელანდიელი ითამაშებს, ან ჩვენზე უარესი იქნება ან დონე უნდა ამაღლდეს სასწაულად
zuka
24 ოქტომბერი 2020 17:56
0
საშინლად დაგვსაჯეს შოტლანდიელებმა. არც ერთ რგოლში გუ ნდი მზად არ არის. შოტლანდიელებსაც არ ჰქონიათ მთლიანი სეზონი და არი დიდი განსხვავება მათ სიდა ჩწემპიონატსა და ჩვენს შორის. თან ავტრალიელი და სამხრეთ აფრიკელებიც ჰყავთ ნაკრებში. შამაგიეროდ ჩვენ გვყავს არშემდგარი მოთხილამურე 15 ნომერზე და ბევრჯერ გასრილად გამოსრიალდა. შერიკინება ყველა ქვეყნის ბოლო 3-4 წელიწადში კიდევ უფრო მოძლიერდა და დამძიმდა, ჩვენი შერკინება, დასუსტდა და შემსუბუქდა. Uკანა ხაზი სულ სტატიკაში იღებს ბურთს და ვერსად ვერ გარბიან იქვე იჭედებიან ამის გამო, ხაზი არასწორად დგას შეტწევისას რადგან შიშით თამაშობენ და უფრო დაცვისთვის არიან მომზადებული და ბრტყლად დგანან. რაქში ვერ იმუშავეს, ფეხი ვერ დაარტყეს, ბურთი დროზე ვერ გამოიტანეს ხაზზე, აუტი რაც მოიგეს ვერც მოლი დააყენეს და უმეტესად ბურთი ჩააბარეს უკან. მოკლედ ცუდად ნუ გამიგებთ მაგრამ ვერ მოემზადნენ კარგად ვერანაერად ამ შეხვედრისათვის. 15 ნომერი საერთოდ მოედანზე არ უნდა იყოს გასაშვები. დაიწყო კარგად პირველად რომ გამოჩნდა და გაუმჯობესების მაგივრად უკან წავიდა. შოტლანდია ყველაფერს ბევრად უფრო სწრაფად აკეთებდა და ეწყობოდა. Pირველი ხაზის მოთამაშეები დაგვიჩეგრეს და ამიტომაც შერკინება ვეერ მიაწვა. მოკლედ დიდი 10 რაგბის დონით ვეთამაშეთ მაღალი კლასის გუნდს, მარამ რას იზამთ ეს არის სინამდვილე და თვალი უნდა გავუსწოროპთ და ბაქი ბუქის მაგივრად ბევრი მუშაობაა საჭირო და ერთად დგომა, რაც ქართველებს გვიწირს ისტორიულად. არ მინდოდა ასე ნეგატიურად დამეწერა, მაგრამ 81 წლიდან ვთამაშობდი და 2000-ში დავანებე თავი და შეიძლება დიდი რაგბი არ მითამაშია მაგრამ რასაც ის დრო გვაძლევდა ის ვითამაშე და ყველაფერს ვდილობ რომ ვუყურო როდესაც დრო მაქვს. არიან ნიწიერი მონაცემების მოთამაშეები, 18-20 წლიანებში ბევრს დიდი იმედის მომცემი გამოსვლები ჰქონდა მაგრამ სამწუხაროდ დიდებში გადასვლისას ბევრი ვერ ვერ ქაჩავს და იკარგება და ბევრიც ზარმაცდება და ნაადრევად ალბათ ქართულად ჭამა სმას მიჰყოფს ხელს მამაპაპურად ... ეეჰ იმედია გამეიღვიძებენ
niko
24 ოქტომბერი 2020 05:52
0
დიდ გუნდებთან წვალობენ ბიჭები,სხარტი მეგრული სისწრაფე და აზროვნება აკლია ამ გუნდს
ბაჩი
24 ოქტომბერი 2020 04:17
29
რეგრესია, ეს აშკარაა. არ არსებობს რაგბის განვითარების მწყობრი გეგმა, არც სტრატეგია. ექვსი ერის ამოჩემება არის სრული სისულელე, საერთოდ დავღუპავთ ყველაფერს, დღეს რომ იქ მიგვიღონ. ამ ანგარიშებიტ რომ წააგებენ ყველა მატჩს საერთოდ დაკარგავს რაგბი მაყურებელს და გულშემატკივარს, რაგბისტები კი სტიმულს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით წინ და ეს სწორი იყო. გინდა შედეგი? ბევრი ეთამაშე შენზე ცოტათი ძლიერებს და ჯერ იმათთან მოგება ისწავლე, მერე უფრო ძლიერებთან და ასე შემდეგ. რა აზრი აქვს იქ შეეტენო, სადაც ჯერ არაფრის შანსი არ გაქვს. ნუ ზოგჯერ ტოპ გუნდებსაც უნდა შეხვდე რომ შეამოწმო სად ხარ. მაგრამ ძირითადად უნდა ეთამაშო იმათ, ვინც შენზე ძლიერი კია, მაგრამ ვისთანაც მოგების შანსი გაქვს. და კიდევ, სორელმა გვირჩია, თუ გახსოვთ, შვიდკაცა რაგბის განვითარება ხელდახელ მოთამაშე და კომბინაციური რაგბისტების გასაზრდელად, ვინმემ შეიბერტყა ყური? შესაცვლელია რაგბის ხელმძღვანელობა, აშკარაა.
არტ
24 ოქტომბერი 2020 03:33
8
მოსეხონელს. მე მგონი არ წაგიკითხავს, ჯიგარო, მე რა დავწერე. სუსტებს კი არ უნდა ეთამაშო, უნდა ეთამაშო შენზე ძლიერებს, მაგრამ ძირითადად იმდენად ძლიერებს, ვისტანაც შანსი მაინც გაქვს. ასე შეიძლება განვითარდე, თორემ არის იტალია შვიდ ერში ამდენი ხანია, მაგრამ მერე რა? როგორც უშანსოდ იყო ისევე არის. არ არის ექვს ერში იაპონია და ვერ მოუმატა თუ რა? ტესტ მატჩებს და სპარინგებს სწორი შერჩევა და დაგეგმვა უნდა, ქართულ სარაგბო კლუბებს მიხედვა და ახლა აქ რომ ჩამოვწერო, ერთი გვერდი არ ეყოფა. მოკლედ შეიძლება თქმა. შესაცვლელია რაგბის ხელმძღვანელობა. მცოდნე, ენერგიული და იდეური ხალხია მოსაყვანი. და მარტო რაგბში კი არა, სპორტში საერთოდ.
არტ
24 ოქტომბერი 2020 12:52
0
ჯიგარო რაგბი ფეხბურთი არაა.თუ არ ეთანშე ძლიერს ვერ განვითარდები.ზუსტაგ თავის დროზე რო არ გვათამშეს 6ერში მაგიტო ვერ წავედითწინ პორიქით უკან უკან დავიწყეთ სვლა.ჩვენზე დაბლი დონის გუნდები ჩვენთან თანში გაიზარდნენ ხოლო ჩვენ არ გყვდა კონკურენტი ვისთანც გავიზრდებოდით ესა ლოგიკა თანც მარტივი.ჭადრაკივითა უნდა ეთამშო ძლიერს თუ გინდა გაიზარდო
მოსეხონელი
24 ოქტომბერი 2020 08:50
1
თამაში მთლიანად გუნდმა ჩააგდო, მაგრამ მე მაინც მაწუხებს ეს ორი კითხვა:
1. მათიაშვილი ნაკრების 15 ნომერი უნდა იყოს? (ან საერთოდ უნდა იყოს თუ არა ნაკრებში)?! 2. მაისაშვილი მზადაა სანაკრებო გამოწვევებისთვის?!
ქალის სიმართლე
24 ოქტომბერი 2020 03:24
5

სიახლეები პოპულარული