მაისაშვილი: ამდენ შეცდომას არ ველოდით - უკეთ ვითამაშებთ

AutoSharing Option
შოტლანდიასთან წაგებული ტესტ-მატჩის (7:48) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა კმაყოფილები ვერ ვიქნებით. დიდი ხანია არ გვითამაშია და ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ამდენს არ ველოდით. დებიუტშივე დავუშვით შეცდომები, რომლებმაც თამაშის მართვის სადავეები ხელიდან გამოგვაცალა. მეორე ტაიმის დასაწყისში, მცირე ხნით შევძელით ის, რომ თამაში ჩვენი კარნახით წასულიყო, თუმცა ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ბევრჯერ დავჯარიმდით, ბურთს და ტერიტორიას თითქმის ვერ ვაკონტროლებდით და ეს ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

მეტოქე აშკარად დომინირებდა მოლში, რასაც ორი მიზეზი აქვს.
მოსამზადებელ ეტაპზე სრული შემადგენლობით სულ ორჯერ ვივარჯიშეთ და ამ კომპონენტს სათანადო ყურადღება ვერ დავუთმეთ. გარდა ამისა, შემადგენლობაში ცვლილებებია, ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, განსაკუთრებით მეორე ხაზში და ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, არ ვთვლი, რომ მოლი ჩვენი სუსტი მხარეა. სამუშაო ნამდვილად გვაქვს და მიმაჩნია, რომ მომავალ მატჩებში ბევრად უკეთ ვითამაშებთ.

ასეთი თამაშები კარგია, რათა დავინახოთ სხვაობა რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 33 /
არავინ არ ითხოვს ჩადი ეხლა შოტლანდიაში და მოიგეო!!! პროგრესი კიარა რეგრესი დაიწყო და დავადექით რუმინეთის გზას!!! რისი ბრალია? უვარგისი მართველობის, მოშლილია ფედერაცია ყველა აქსპექტში!!! დაიყო ორ კლანად ერთი მეორეს აბრალებს კორუფციას, ისე ჩაეფლენს წუმპეში უკვე იარაღს ესვრიან ერთმანეთს!!!! ეგ რაგბის ოჯახი კიარა ცხვრის ფარავს გავს გარშემორტყმული მგლებით, სადაც ყველა ცდილობს რაცშეიძლება მეტი ცხვარი მოიპაროს!!!! ბოლო 5 წელია არც შერკინებაში ვარგივართ, არც მოლში და აუტის მოწოდება ხო საერთოდ ცალკე თემაა!!! ასე თუ გაგრძელდა მსოფლიოიზე 1 თანაშსაც ვერ მოვიგებთ აი აგერ მე და აგერ თქვენ!!! გვერდიგვერდ რომ დაუდგეს შოტლანდიას ჩვენი ბიჭები გინდ სიმაღლეში გინდ ჯანში არ ჩამოუვარდებიან მაგრამ თამასში რას ვხედავთ? ფაქტს!! ფაქტი კი ის არის გვჩაგრავენ ყველა ასპექტში და კომპონენტში! რაქში გადაყრაზე არ მირბიან, ერთი თუ მოწყდა მიმყოლი არავინ არის,ბურთს რომ მიიღებს კაცი მერე კიარუნდა გაიქცეს არამედ დინამიკაში უნდა ირებდეს ბურთს და ისე ეჯახებოდეს მოწინააღმდეგეს.დღეს ეს სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი რაგბში ქმნის ამინდს!!!! მოგვყავს 3 თვით ხან ხაზის მწვრთნელი, ხან შერკინების ხან ფიზიოს და ფაქტი რა არის? მათი მოსვლის მერე ყველაფერი უკანუკან მიდის. არაპროფესიონალები არიანთქო იმას კიარვიძახი უბრალოდ 3 თვეში ან 6 თვეში ვერცერთი მწვრთნელი ვერაფერს იზამს. რა გახდა ამის დედავატირე 10 კაცი შეირჩეს მწვრთნელი რომელსაც დავაფინანსებთ და მივავლინოთ სადმე ტოპ კლუბებში თანაშემწეებად სადაც დააგროვებენ გამოცდილებას ყველაფერში.შემდეგ ჩამოვლენ და თავის განათლებას გადასცემენ იმ ბავშვების მწვრთნელებს რომლებიც ავარჯიშებენ ეხლა მოზარდებს! ეხლა მოგმართავთ ფედერაციას!!!! რაგბი ყოველთვის იყო ღირსეული და თვალსაჩინო სპორტი საქართველოში, მაშინაც კი როცა ასეთი პოპულარული არ იყო!!! კეთილი ინებეთ გააგრძელეთ ის ღირსეული გზა თუარადა წაბრძანდით მაქედან!!! თქვენი ოჯახი არარის ეგ თქვენ ჯკუაზე რომ იფაროთ საბანი!!!! ხალხის და ქვეყნის ფული მოდის თქვენს ბიუჯეტში და ამაზე პასუხის გრძნობა უნდა გქონდეთ!!! ხოლო ვინც პარლამენტში შეხვედით კეთილი ინებეთ და ბრძანდებოდეთ თქვენს ადგილას ჩამოშორდით რაგბს სანამ პოლიტიკაშიხ ხართ!!! იმიტომ რომ არც ჭიდაობის ფედერაციაში,არც ფეხბურთის ფედერაციაში,არც რაგბში და კიდევ რამოდენიმე სპორტის სახეობაში თქვენმა სინთეზმა არ გაამართლა!!!! ორ საქმეს კიარა 1 ვერ აკეთებთ ნორმალურად!!
ლერი
24 ოქტომბერი 2020 13:38
2
რაგბის დიდი სპეციალისტი არ ვარ მაგრამ ასე მომეჩვენა რომ ისე წარმატება და წინსვლა რაც გვქონდა გაქრა თითქოს სადღაც, წინ კი არა უკან წავედით. რაგბისტებს დეპუტატობა რომ უნდათ და არა მწვრთნელობა ან რაგბის კავშირში მუშაობა ეგეც ძალიან არ მომწონს, ახალგაზრდა თაობები აღზარდეთ ან ახალგაზრდა თაობების აღზრდის პროცესის დახვეწაზე იმუშავეთ, რა პარლამნენტი და მაჟორიტარი თუ ძმა ხარ !!!!
Solo
24 ოქტომბერი 2020 12:31
1
მაინც რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი ერთი ძლიერი ნაკრები მითხარი რომელიც დაგვიმარცხებია
დათო
24 ოქტომბერი 2020 13:07
12
დათო - დაგვიმარცხებია საკმაოდ ავტორიტეტული ნაკრებები ; იაპონია, ფიჯი, სამოა , ტონგა , რაც შეეხება დღევანდელობას - საჭიროა ეროვნული ჩემპიონატის გამძლარება - სერიოზული ფინანსების ჩადება - კონკურენციის გაჩენა... მაგრამ ამისათვის - ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო უნდა განვავითაროთ - განვამტკიცოთ, სახელმწიფო ინსტიტუტები , უსაფრთხოება - ჯარი , ეკონომიკურად , ფინანსურად , სოციალურად , სტრატეგიული ეკო - ური პროექტებით პროგრესულ დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიოტონოთ ... და არა რაც ხდება 2012 წლიდან - საქართველოს ეტაპობრივად და მიზანმიმართულად - რუსულ გუბერნიად გადაქცევით , და თუ ა რ გვსურს რაგბი ვითამაშოთ როგორც რუსულ გუბერნიაში - ამისათვის ა ზ რ ზ ზ ე უნდა მივიდეთ ... -ეროვნულ ჩემპიონატში რეგრესი აშკარა გვაქვს, გავიხსენოთ ნიჟარაძის მმართველობის დროს - როგორ ხარისხზე ვიყავით ...- რას ერჩოდნენ , ა ბ ა მოიძიეთ - რა ძალებმა მოიშორა და რატომ (?!)... - მაგრამ პოტენცია ძალიან დიდი გვაქვს და საქართველო აუცილებლად იქნება მსოფლიოს ტოპ -10 - ლის ეროვნული ნაკრები - ე რ ი !
გლახუნა
24 ოქტომბერი 2020 17:31
2
ტიპმა გუნდი "ლელო" დააყენა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თაფლაძე 77 წუთი ათამაშა და მჭედლიძე 3 ))) სადაა ლოგიკა? წადი "ლელოს დაუბრუნდი,არაა შენი საქმე საერთაშორისო რაგბი!
ლაზი აზნაური არზნევ მუზკსია
24 ოქტომბერი 2020 08:59
1
მჭედლიძეს გამოცდილება არ აკლია,თაფლაძემ კი 8 ერისათვის მინიმალური გამოცდილება მაონც უნდა დააგროვოს,რომ თავი ავად თუ კარგად,უფრო მყარად იგრძნოს ნაკრებში.ეს ხომ დებიუტია.მგონი არ ვცდები.მატჩის ხსნის შანსი არ იყო და ამიტომ მისი გუნდთან შეჩვევა ამჯობინა.შედეგიდან გამომდინარე,შესაძლოა ეს არასწორიცაა,მაგრამ ეს მაინც ტესტია და წინ 8 ერის თამაშებისათვის,ეს სათამაშო დრო ძალიან დაეხმარება დემეს.
სოსო
24 ოქტომბერი 2020 12:33
1
შეიძლება გამოცდილებით მჭედლიძე ჯობდა, მაგრამ შოტლანდიის შეტევებს ვერც ის გაუმკლავდებოდა, მითუმეტეს მჭედლიძის საუკეთესო მხარე დაცვა ნამდვილად არ არის. მთავარი პრობლემა მთლიანად უკანა ხაზია, რომელიც ძირითადად დიდი ათის მოთამაშეებისგან შედგება. 15 ნომერი საერთოდ გლობალური პრობლემაა. ამიტომ თუ დროზე არ დაიწყო ამ ხალხის უფრო მაღალი დონის კლუბებში გადასვლა, პრობლემა ვერ მოგვარდება
: )))))))
24 ოქტომბერი 2020 13:03
0
მაისაᲨვილო ამბიცია კი გაქვს ეროვნული ნაკრების მწვრᲗნელობის,მაგრამ ხომ იცი,რომ ეგ დონე არ ხარ!!! Შენ ᲨეიᲫლება Ჩაიბარო უკრაინის რაგბის ნაკრები,აზერბაჯანის და ასეᲗი დონის ნაკრებები!!!
ზურა
24 ოქტომბერი 2020 13:09
5
მოლი ჩვენი სუსტი მხარე ნამდვილად არ იყო, მაგრამ თქვენს ხელში დამყარდა ანტირეკორდი - მოლით დაგვიდეს ყველაზე მეტი ლელო ჩვენი რაგბის ისტორიაში!
დევი34
24 ოქტომბერი 2020 10:26
0
მაისაშვილო, გთხოვთ გამოიძახოთ: ასეიშვილი, ჟვანია, ასევე: ძირითადში დააყენეთ მჭედლიძე, მათიაშვილი დაასვენე... იქნებ, რამენაირად გიგაშვილი და ჩილაჩავა გამოაშვებინო მათ გუნდებს.... თორემ, ინგლისთანაც მასევე შევრცხვებით, როგორც შოტლანდიასთან და ფიჯისთან მსოფლიოზე.... გთხოვთ, ჭკუის დარიგებაში ნუ ჩამომართმევთ...
. გასკდა გული....
გიორგი 50
24 ოქტომბერი 2020 18:34
3
ერთს რამეს ვერ მივხვდი, თქვენ რა მოგებას ელოდებოდით შოტლანდიასთაან? ეს იყო ზუსტად ის თამაში სადაც შეგვეძლო დაგვენახა რეალურად სად ვართ! ასეთ თანაშებში თუ გაიზრდები თორე, სდიე მაშინ რუსეთს, რუმინეთს და პორტუგალიას, და იქნები იქ სადაც ხარ!!! მწვრთნელიც უკეთესი გვინდა და ზოგიერთი რაგბისტი ჯობია ცოტა ხანი აღარ გამოიძახოს ნაკრებში, სხვას მიცეს შანსი, იმიტომ რო კატასტროფულ შედომას რო დაუშვებს , ეგ იმას ნიშნავს რო აწი სხვისი ჯერია და უნდა ჩავანაცვლოთ, ზოგადად მგონია რო ეს ნაკრები ძალიან სუსტია გორგიძის დროინდელ ნაკრებთან შედარებით.// ჩვენი რაგბისტების პრობლემა მე რაც დავინახე არაპროფესიონალმა ის იყო რო ბურთით თამაში არ იციან , მარტო ჯანი და “მიდი მიაწე”! არ ყოფნის რაგბს! იმათი მორაგბეები ჩვენზე ჯანიანებიც იყვნენ და უფრო მკვირცხლებიც და მოქნილებიც და ტექნიკურებიც, ჩვენები მარტო ჯანზე იყვნენ, / რაგბი არის თამაში და უნდა ითამაშო , ყოველთვის წააგებ როცა მარტო ჯანის იმედად ხარ. / კოეფიციენტი შოტლანდიას მოგებაზე ქონდა (1.01) აი ეს ყველაფერზე მეტყველებს უკვე !
Vasili
24 ოქტომბერი 2020 14:25
6
შენ თუ კიდე იმას გაიძახი რო მოლი ჩვენი სისუსტე არ არის?! და კიდე აბსოლუტურად ყველა სარაგბო სათამაშო კომპონენტი, ესეიგი პრობლემას ვერ ხედავ, მაშინ შესაბამისად არც გამოსწორებაზე და დახვეწაზე არ იმუშავებს, შემდგომ თამაშებში უარესად ითამაშებ და უბრო საბრალო სანახავი იქნება ჩვენი გუნდი! უბრალო ლოგიკაა... მწვრთნელი რომელიც პრობლემას ვერ ხედავს და ვერ აუმჯობესებს ნაკრებს, ეროვნულ ნაკრებში თანაც მთავარ მწვრთნელად არაფერი ესაქმება,ისევ და ისევ გოჩას დიდი მადლობა რაც რაგბს უქნა ყველაფრისთვის! თან ისევ აპირებს პრეზიდენტობას...ვაი საქართველო...
გულშემატკივარი
24 ოქტომბერი 2020 11:57
3
რო არ გადადებულიყო არჩევნები და იანვარში რო ჩატარებულიყო ახლა უცხოელი მწვრთნელიც იქნებოდა და ალბათ უფრო კარგ შედეგს დადებდენ
შოკირებული გულშემატკივარი
24 ოქტომბერი 2020 12:51
4
ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენსა და 6 ერის გუნდებს შორის.არ ვიცი ჯობია მათთან თამაში და სრული უმწეო მდგომარეობა თუ ჯერ ვარჯიშით კლასის ამაღლება და მერე დაპირისპირება.საკვირველია ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ასე რატომ გვჯობნიან.ეტყობა უკეთესად იციან როგორ ივარჯიშონ.
არ ვიცი
24 ოქტომბერი 2020 12:05
1

სიახლეები პოპულარული