გიორგი ჯავახია: ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ არასდროს მითამაშია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანთა" მეორეხაზელი გიორგი ჯავახია იმედოვნებს, რომ ნატკენ მხარს უმოკლეს პერიოდში მოირჩენს და "შემოდგომის ერთა თასის" პირველ მატჩს მზადყოფნაში შეხვდება.

24 წლის მორაგბემ ტრავმა 7 ნოემბერს, პრო დე2-ის მე-9 ტურში, "პროვანსთან" მატჩში მიიღო და უკვე მე-3 წუთზე შესაცვლელი შეიქნა, თუმცა ნაკრების სამედიცინო შტაბმა კარგად იმუშავა და გიორგი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს:

"შეტევისას მხარი ჩამყვა და ხელის აწევაც მიჭირდა. ნაკრების ექიმებმა დიდი ყურადღება დამითმეს და ახლა თავს კარგად ვგრძნობ. უკვე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, ჯერჯერობით კონტაქტის გარეშე", - განაცხადა ჯავახიამ, რომელსაც "ბორჯღალოსნებში" დებიუტი
2018 წელს ჰქონდა და ძალიან გაუხარდა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირისთვის მიიწვიეს:

"არ ველოდი და რომ დამირეკეს, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ემოციების გამოხატვაც კი მიჭირდა. ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ინგლისის ნაკრები ჩემი საყვარელი გუნდია, ხოლო იტოჯე - ჩემი ფავორიტი მორაგბე და გამიხარდება, მის წინააღმდეგ თამაში თუ მომიწევს".

"ორიაკის" მორაგბეს კარგად ესმის, რომ პრო დე2-ისა და საერთაშორისო რაგბის დონე მკვეთრად განსხვავდება და "ბორჯღალოსნებში" გამოძახების შემდეგ კლუბში მყოფი ქართველი მორაგბეების დახმარებით, დამატებით ვარჯიშობდა:

"კარგად მესმის, რომ ამ დონეზე სათამაშოდ მეტი შრომაა საჭირო და როგორც კი დამირეკეს, დავიწყე მზადება. ჩემი პრობლემა წონა იყო. გარდა ამისა, "ორიაკში" დერეფანში საერთოდ არ ვთამაშობდი, აქ კი ბევრად მეტი დავალების შესრულება მიწევს და ქართველი თანაკლუბელების დახმარებით, აბსოლიტურად ყველაფრის გაუმჯობესებაზე ვმუშაობდი. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ტურნირისთვის მზად ვყოფილიყავი და თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა, ვეცდები, გუნდს გამოვადგე, მეც ვისიამოვნო და გულშემატკივარიც ვასიამოვნო".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული