საქართველოს ნაკრები "ავივაზე" ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რვა ერის" მესამე ტურში საქართველოს ნაკრები დუბლინის "ავივას" სტადიონზე ირლანდიასთან 10:23 დამარცხდა.

დებიუტი თითქმის ისეთივე იყო, როგორც ინგლისთან და უელსთან. ბურთი მთლიანად მეტოქეს ჰქონდა და თავგამოდებით ვიცავდით თავს, მაგრამ ლელო მაინც მივიღეთ, რასაც მალე ჯარიმა მიაყოლეს აირიშებმა. ჯარიმებს რაც შეეხება, ამ მხრივ სამწუხარო შეცდომებს ვუშვებდით. მე-15 წუთზე როგორც იქნა პირველი იერიში მოვახერხეთ, რასაც სულ მალე კვესელაძემ დიდებული რეიდი მიაყოლა და ამ ტურნირის პირველი ლელოც დაიდო.

ირლანდიელები გაბრაზდნენ და მთელი ძალით შემოგვიტიეს, მაგრამ თავდაცვას მაინც ვახერხებდით. მოლებში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონდა,
აი, შერკინებასა და დერეფანში აშკარად გვჯობდნენ და ჯერ ჯარიმა გაგვიტანეს, შემდეგ კარგი კომბინაციის შემდეგ ლელოც დაგვიდეს. პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მასპინძელთა გააფთრებული იერიშები ქართველებმა ქულამიუღებლად მოიგერიეს და ანგარიში 20:7 დაფიქსირდა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" ბევრად თავისუფლად ათამაშდნენ, აბჟანდაძემ ჯარიმიდან სხვაობა შეამცირა. ირლანდიელები მიხვდნენ, რომ მოწინააღმდეგისაგან წნეხში მოექცნენ და უფრო მობილიზებულად დაიწყეს მოქმედება, განსაკუთრებით დაცვაში. 58-ე წუთზე ირლანდიელებმა ჯარიმიდან ისევ 13-ქულიანი სხვაობა აღადგინეს. აქედან ცოტა ხანში ტრავმა მიიღო ჩვენს გუნდში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ბექა გორგაძემ, რაც სერიოზული დანაკლისი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა დარჩენილ დროში არაფერი დაუთმეს მეტოქეს, უკვე ტოლ-სწორად ეთამაშნენ და ასე ვთქვათ ღირსეულად დამარცხდნენ, მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა, რადგან ამ გუნდს საამისო პოტენციალი აქვს.

საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ბექა საღინაძე, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. ბექა გორგაძე;
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. ლექსო ყაულაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. მიხეილ ალანია, 22. დემურ თაფლაძე, 23. დავით ნინიაშვილი.
1 ლელო: კვესელაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე

მკითხველის კომენტარები / 59 /
მოდით ვაღიაროთ, რომ ბევრს, მათ შორის მეც, არ გვჯეროდა, რომ საქართველო იყო 6 ერის ღირსი, თუმცა ამ სამმა თამაშმა ანახა ჩვენი ნაკრების პოტენციალი, არ დაგვავიწყდეს, რომ უმრავლესობას რაგბისთვის ახალგაზრდა ასაკი აქვს, სულ სამი თამაში გახდა საჭირო იმისათვის, რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ 6 ერში თამაშის ღირსი, თუნდაც გვათამაშონ ყოველ წელიწადს გადასათამაშებელი მატჩები იტალიასთან, თუ წავაგებთ, კი ბატონო, ჩვენ 10 წლის განმავლობაში ერთ თამაშსაც ვერ მოვიგებდით?! ეს წარმოუდგენელია. ამ გუნდს აქვს აშკარად დიდი პოტენიალი, ოღონდ უნდა გვეთამაშონ, ისე არაფერი გამოვა.
ოოო!!!
30 ნოემბერი 2020 00:38
3
მაღალი კლასის გუნდების შეხვედრაში,ხშირად ვხედავ,როცა ბურთი ჩათვლის მოედანზე შეაქვთ,მაგრამ მეტოქის მცველები,ქვეშიდან უწვებიან,ან ხელებს უკავებენ,ან კიდევ ხელს უყოფენ ბურთის ქვეშიდან და ბურთის დამიწების საშუალებას, არ აძლევენ.ეს ქართველების შესრულებით,ძალიან იშვიათად თუ მინახავს,ამ თამაშში კი,ორჯერ გადავირჩინეთ თავი ლელოსაგან ამ გზით.მე მგონი, ესეც აღსანიშნავი მოვლენაა.
სოსო
30 ნოემბერი 2020 00:18
0
უდიდესი პოტენცია გვაქვს - მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები რომ გვყავდეს ამ ვაჟკაცურ სპორტის სახეობაში და რაგბი ეროვნულ სახეობად განმტკიცდეს, ახალგაზრდობისათვის დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იქცეს ( ძალისმიერი,ყველა გუნდური სპორტის სახეობა, ჯართან ერთად), მისთვის საჭიროა ძლიერი -კონკურენტირებული-დიდი ფინანსებით ე რ ო ვ ნ უ ლ ი ჩემპიონატი (ეროვნული ჩემპიონატები), რომ მ უ დ მ ი ვ წნეხში ითამაშონ ბიჭებმა და ასე ,,გამოიჭედონ,, განმტკიცდნენ -განვითარდნენ... დიდი ფინანსებისათვის - სახელმწიფოში ძლიერი ეკო-კაა საჭირო, ძლიერი ეკო-კისათვის -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება - განმტკიცება + სტრატეგიული ეკო-ური პროექტები...- არ უნდა იყოს რთული გასაგები!
- პ.ს. ფაქტია - ,,რაღაც ძალები,, ქართულ სპორტულ მედიაშიც ყველა შემთხვევაში ცდილობენ რაგბის დისკრედირტირებას- რუსეთ, რუმინეთის დონეზე დარჩენისათვისსხვა,სხვა სპორტის სახეობებთან-აც უ ა დ გ ი ლ ო- ულოგიკო შედარებებს უაზროდ, მაგრამ მიზანმიმართულად აკეთებენ, რაც ყურადსაღებია.
გლახუნა
29 ნოემბერი 2020 23:41
9
ხო, პოტენცია კი გვაქვს, იცოცხლე :))
გიორგი
30 ნოემბერი 2020 10:09
1
უდიდესი პოტენცია გვაქვს - მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები რომ გვყავდეს ამ ვაჟკაცურ სპორტის სახეობაში და რაგბი ეროვნულ სახეობად განმტკიცდეს, ახალგაზრდობისათვის დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იქცეს ( ძალისმიერი,ყველა გუნდური სპორტის სახეობა, ჯართან ერთად), მისთვის საჭიროა ძლიერი -კონკურენტირებული-დიდი ფინანსებით ე რ ო ვ ნ უ ლ ი ჩემპიონატი (ეროვნული ჩემპიონატები), რომ მ უ დ მ ი ვ წნეხში ითამაშონ ბიჭებმა და ასე ,,გამოიჭედონ,, განმტკიცდნენ -განვითარდნენ... დიდი ფინანსებისათვის - სახელმწიფოში ძლიერი ეკო-კაა საჭირო, ძლიერი ეკო-კისათვის -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება - განმტკიცება + სტრატეგიული ეკო-ური პროექტები...- არ უნდა იყოს რთული გასაგები!
- პ.ს. ფაქტია - ,,რაღაც ძალები,, ქართულ სპორტულ მედიაშიც ყველა შემთხვევაში ცდილობენ რაგბის დისკრედირტირებას- რუსეთი. რუმინეთის დონეზე დარჩენისათვისსხვა, სპორტის სახეობებთან-აც უ ა დ გ ი ლ ო- ულოგიკო შედარებებს უაზროდ, მაგრამ მიზანმიმართულად აკეთებენ, რაც ყურადსაღებია.
გლახუნა
29 ნოემბერი 2020 23:37
5
ამ გუდებთან 2-3 წელი გადაბმული თამაში გვჭირდება და შემდეგ მოვუგებთ.
გიორგი
29 ნოემბერი 2020 23:33
2
Თქვეს და ასრულებენ, ტურნირის მიმდინარეობაში აშკარად უკეთესად გამოიყურებიან.
Ლუკა
29 ნოემბერი 2020 23:23
1
რა ვიდეოებს დებთ, დღეს მეორედ გწერთ მეორე სტატიაზე მართლა რა სამარცხვინოები ხართ
ჯეკო
29 ნოემბერი 2020 22:48
1
აშკარა პროგრესი გვეტყობა თამაშიდან თამაშამდე და ამაზე თვალნათლივ ვერ გავაგებინებდით . ერთი თვეც არ გასულა და უკვე მოუმატეს დაგრძნობლად .
P.S. რატომღაც მგონია მეორე ლელოც წინ პასით გაგვიტანეს
კახა
29 ნოემბერი 2020 22:45
1
გეთანხმები მეორე ლელოზე წინ პასი იყო მგონი, მჭედლიძეც ანიშნებდა და გამეორებები თითქოს სპეციალურად იმ რაკურსში ატრიალეს,სადაც არ ჩანდა პასის მიცემის და მიღების მომენტი გვერდიდან, მაგრამ რაც ჩანს , თუ დააკვირდებით პასი გადის არ ვიცი იმ პერპენდიკულარულ ხაზს:)) რა ქვია, იმის დაწყებამდე და პასს იღებს იმ ხაზის თითქმის ბოლოსკენ, მგონი 5 მეტრიანისთვის განკუთვნილი ხაზია:)) იქნებ პროფესიონალებმა ახსნათ, რატო არ იყო ეს წინ პასი თუ ის მეორე შემთხვევა იყო ...?
iolasha
30 ნოემბერი 2020 01:00
1
Თან მაგარი წინ პასით. Გვერდითა ხედიდან კარგად ჩანს გაზონის "მუქი ზოლიდან" გადაცემულ ბურთს "ღია ზოლში"(ლელოსთან უფრო ახლოში) ღებულობს კინანი, ისევე როგორც შემდეგი არ ჩათვლილი ლელოს შემთხვევაში დაახლოებით მეტრით-ორით წინ წავიდა ბურთი.
Ლუკა
30 ნოემბერი 2020 00:32
0
ყველა გამოხმაურება
ეს მეოთხე თამაშია,ელიტის გუნდებთან და ამ თამაშში,უკვე გამოჩნდა,რომ მეტ ნაკლებად,უკვე კონკურენციასაც ვუწევთ.აუტებში ასე რომ არ დავჩაგრულიყავით,ალბათ პირველ ქულასაც მოვიპოვებდით ტურნირზე.არ ვიცი,ვითამაშებთ თუ არა ბოლო მატჩს,მაგრამ უკვე აშკარად გამოჩნდა,რამხელა პროგრესის საშუალებას გვაძლევს, ასეთი დონის გუნდებთან თამაშები.ეს უკვე თამაში იყო, პირველიდან ბოლო წუთამდე რომ ვეძებდით ჩვენს შანსს და მიუხედავად წაგებისა,მიუხედავად მრავალი შეცდომისა,მაინც მადლიერი ვარ მთელი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის.ვფიქრობ ვერც რაგბის მსოფლიო ფედერაციის მამები დახუჭავენ თვალს და უფრო მეტ ტესტებს მოგვცემენ,ელიტის გუნდებთან სათამაშოდ.წესით,არც ფრანჩაიზზე უნდა გვითხრან უარი და 6 ერზე არაფერს ვიტყვი,მაგრამ მგონი მათთანაც, უკვე ამოგვეღება ხმა.რაც შეეხება მატჩს,მთელმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და თავი არ დაიზოგა,მაგრამ განსაკუთრებით გამახარა ვასკა ლობჟანიძის და სოსო მათიაშვილის თამაშმა,რომლებთანაც,საკმაოდ დიდი პრეტენზიები გვქონდა ბოლო ხანებში.ამ თამაშში მათ თავი უკეთესი მხრიდან წარმოაჩინეს და გვიჩვენეს,რომ გაცილებით მეტი შეუძლიათ.ახალბედებმაც ძალიან კარგად ითამაშეს და მათი გამოსვლით,ნაკრებს,არაფერი დაჰკლებია.მეორე და რეგიონალ ლიგიდან წამოსული ბიჭისათვის,ირლანდიასთან თამაში,ლომის ხახაში თავის ჩაყოფის ტოლფასი იყო,მაგრამ მანაც და სხვა ახალგაზრდებმაც დაამტკიცეს,რომ ესტაფეტა,ღირსეულ ხელში გადავა და ნაკრებს, საიმედო ზურგი ეზრდება.ამ ნაკრებს,ნამდვილად კარგი მომავალი აქვს.
სოსო
29 ნოემბერი 2020 22:40
2
ბოლო ორმატში მოწინააღმდეგემ კიარ მოგვიგო არამედ ჩვენი შეცდომებით წავაგეთ აი ესარი კლასი და გამოცდილება რაც ესეთ თამაშებში მოვა ბრძოლისუნარიანობა შემართება სულ ქონდათ ჩვენს ნაკრებს რისგამოც გაფასებთ ზრდა არი ცალკე აღებული მორაგბე არაფრით ჩამოუვარდება მოწინააღმდეგეს გუნდი კი ეხლა ყალიბდება იქნება ესეთი თამაშები და საკლუბო რაგბს მიეცემა მეტი საერთაშორისო თამაშები ორსამ წელიწადში სულ სხვა ძალა ვიქნებით
მოკლეთ მადლობა ბიჭებო
იბერიელი68
29 ნოემბერი 2020 22:40
2

სიახლეები პოპულარული