ქართულ რაგბიში ვითარება სტაბილურდება - ახალ პრეზიდენტთან შეხვედრით "ბორჯღალოსნები" კმაყოფილნი დარჩნენ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე პირველ სამუშაო დღეს "ბორჯღალოსნებს" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე შეხვდა, რუსეთთან გამარჯვება მიულოცა, რუმინეთთან წარმატებები უსურვა და საკუთარ გეგმებზე ესაუბრა.

პრეზიდენტი ნაკრების წევრებს დაჰპირდა, რომ მათი წარმომადგენელი აუცილებლად იქნება რაგბის კავშირის გამგეობაში და გარდა ამისა, რეგულარულად მოხდება შეხვედრები პრეზიდენტსა და ნაკრების კაპიტანს შორის, სადაც გუნდის საჭიროებებზე შუამავლის გარეშე ისაუბრებენ.

ტყემალაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ახალი სეზონიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება ქართული კლუბების დაფინანსება და მისი ოდენობის განსაზღვრისას, გათვალისწინებული იქნება ბავშვთა გუნდების ვერტიკალი. ასევე დიდი ყურადღება მიექცევა კლუბების მენეჯმენტის საკითხს
და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ქართული ფრანჩაიზის ჩამოყალიბებას.

Sportall.Ge

"ქვეყნის ნაკრები ეროვნული საგანძურია და მას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. პირველსავე გამგეობაზე დავაყენებ საკითხს, რომ მისი წარმომადგენელი იყოს გამგეობაში. გარდა ამისა, ნაკრების მიერ არჩეული პერიოდულობით, მოხდება შეხვედრა კაპიტანთან და სხვადასხვა საკითხს პირადად გავივლით" – უთხრა მორაგბეებს შეხვედრისას ტყემალაძემ და დასძინა:

"ეს ბიჭები საამაყონი არიან მთელი ქვეყნისთვის და უდიდესი მომავალი აქვთ. მათ ვესაუბრე სამომავლო გეგმებზე და აღვუთქვი თანადგომა ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. მათ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი გამგეობაში, რომელიც ნაკრების სათქმელს ჩვენამდე მოიტანს".

Sportall.Ge

"ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ აღნიშნა, რომ სიტუაციის დამშვიდებით ყველა კმაყოფილია, რადგან არასტაბილური ფონი თამაშის ხარისხზეც აისახებოდა. ის ასევე მოხარულია, რომ ნაკრებს გამგეობაში ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი და რეგულარულ ხასიათს მიიღებს პირადი შეხვედრები:

"საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონმა სოსომ მოგვილოცა გამარჯვება და გვისურვა წარმატებები მომავალ შეხვედრაში. ვისაუბრეთ ნაკრების სამომავლო გეგმებზე. ხაზგასმით ითქვა, რომ იქნება ფრენჩაიზი, რაც ყველა ჩვენგანისთვის დიდი მოტივაციაა. ესაა ერთადერთი საშუალება, რათა მოხდეს როგორც მოთამაშეთა ინდივიდუალური, ასევე გუნდური განვითარება, რადგან ნაკრებს ფიზიკურად ვერ ექნება ამ რაოდენობის მაღალი დონის თამაშები" – თქვა შარიქაძემ და ერთიანობის ნიშნად, პრეზიდენტს "ბორჯღალოსნების" სათამაშო კვართი გადასცა.

Sportall.Ge

შეხვედრით კმაყოფილი დარჩა "ბორჯღალოსანთა" გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე:

"იმედისმომცემი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ყველას გაგვიჩნდა იმედი, რომ ქართულ რაგბის ნათელი მომავალი ექნება".

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნაკრების მწვრთნელს მიხედეთ, ნაკრების მწვრთნელი გვჭირდება ეხლა სამხრეთაფრიკელი!
Gio
23 მარტი 2021 22:46
4
იქნება ფრაჩიზი.მტკიცებითი ფორმით თქვა და თუ მართლაც იქნება,ძალიან კარგია.დღეის მდგომარეობით,ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებაა,ქათული რაგბისათვის.სიტყვები კარგია.დასაწყისიც.ვუსურვებ სოსო ტყემალაძესაც და ქართულ რაგბსაც,რომ მისი გეგმები განხორციელდეს.თუ კარგი დასაწყისი იქნა,მჯერა,ირაკლი აბუსერიძე და მისი მომხრეებიც გვერდით დაუდგებიან და ერთად,გაცილებით მეტის გაკეთებას შესძლებენ.
სოსო
23 მარტი 2021 21:55
2
ერთხელ სადმე როდესმე ერთად დავდგეთ საერთო საქმისთვის. ახალმა პრეზიდენტმა დაიყენოს გვერდით ეს აბუსერიძე ჩამოართვით ხელი ერთმანეთს და აკეთეთ საქმე. ეს გვჭირდება ყველას !!! დავიღალეთ!!!!
Iponi
23 მარტი 2021 21:12
2
ქართველები და ერთად დგომა? ბოლოს ეგ მოხდა დავით აღმაშენებლის დროს
მეგრელი
25 მარტი 2021 20:20
0
ძალიან უდროო დროს ამბობთ მაგას. კარგად იყავით
Hm.
24 მარტი 2021 02:37
6
ა, კაცის ხელში ქართული რაგბი უკან წავა
am
23 მარტი 2021 20:05
36
დიახ ბატონებო. პრეზიდენტი ესაუბრა ნაკრებს იმ საკითხებზე თუ როგორი მორალური და ფინანსური მხარდაჭერა ექნება ნაკრებს ფედერაციიდან და არა იმაზე თუ როგორ ითამაშონ რაგბი. ანუ პრეზიდენტისთვის რაგბის პროფესორობა სულაც არაა საჭირო, რაგბის პროფესორები თვითონ არიან ნაკრების წევრები და ამაში პრეზიდენტის დახმარება სულაც არ სჭირდებათ, ანუ აბუსერიძე რაგბის პროფესორია და არა კარგი მენეჯერი.
ჟორა გაბრიჭიძე
23 მარტი 2021 17:59
4
კარგად ლაპარაკობს, თუ საქმეც მოყვება სიტყვებს, მაშინ შეიძლება იმის თქმა რომ რაგბის კარგი ხელმძღვანელი ეყოლება
ალეკსანდრე
23 მარტი 2021 15:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული