სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ ქართულმა მხარემ სრული უყურადღებობა გამოიჩინა და ამის გამო მომავალში მათთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ. "ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემლობა, ერთი პირიც არ გამოგვიყვეს რომ დაგვხვედროდა" - აცხადებენ ისინი.
საქართველოს რაგბის კავშირი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს, კლუბები კი ადასტურებენ, რომ მათი შეხვედრა შედგა, სხვა დეტალებზე კი ინფორმაცია არ აქვთ.