საქართველო-ფიჯი - ერთი ცვლილება სასტარტოში

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

თამაში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.

გასულ კვირას საფრანგეთთან ჯახის შემდეგ "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილმა კი მარჯვენა ბურჯად გადაინაცვლა. კვაჭის პოზიციაზე კვლავ შალვა მამუკაშვილს ვიხილავთ.

უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ხაზი - გრიგორ ქერდიყოშვილი კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება, მათ კი ზურგს ბექა საღინაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე გაუმაგრებენ.

ასევე უცვლელი დარჩა ღერძი და ხაზი. 9-10 ნომრებზე გამოცდილ წყვილს
ვიხილავთ - ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე, ცენტრში მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილია.

წინა მატჩის შემდეგ ორი ახალი სახეა მარქაფაში. ტრავმის მოშუშების შემდეგ განაცხადში დაბრუნდნენ ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი.

მათ გარდა, სათადარიგოთა სკამიდან გუნდს გააძლიერებენ კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია და ხაზის მოთამაშეები - მიხეილ ალანია, ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 603-ია, საიდანაც 318 ხაზის, ხოლო 285 შერკინების მოთამაშეებზე მოდის.

20 ნოემბერი. 18:30 საათი (საქ. დრო)

საქართველო – ფიჯი | არანხუესი. „ესტადიო ელ დელეიტე“

საქართველო


ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 8 კეპი, 23 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 60 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 36 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 79 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 94 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 27 კეპი, 173 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 60 კეპი, 55 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 24 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 84 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 24 კეპი, 10 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 6 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 69 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 24 კეპი, 15 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 22 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 32 კეპი, 35 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 18 კეპი, 5 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 66 კეპი, 5 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 11 კეპი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 11 კეპი, 10 ქულა), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 11 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯალაღონია ფანტასტიური იყო მეორე ხაზშიც. რატომ ამოაგდეს?
გიორგი
01:36 20-11-2021
0
მაისაშვილო, მამუკაშვილს რის საფუძველზე ათამაშებ ძირითადში? წინა თამაშის ანალიზს არ აკეთებთ? ტიპმა შერკინებაში, ორთაბძოლები, ბურთის შემოგდებები... რისი წაგებაც შეიძლება, ყველაფერი (99 %) წააგო... იქნებ ტყუილს ვამბობ, გადაამოწმეთ... და მაინც ძირითადში სვავ ჯიუტად... წარმატებებს გისურვებთ...
გიორგი 50
20:39 19-11-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული