საქართველო-რუსეთი - ბილეთები

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" 250-ე თამაში!

27 თებერვალს, 18:00 საათზე, "ბორჯღალოსნების" ისტორიული, 250-ე თამაში დაიწყება, რომელშიც საქართველო რუსეთს "დინამო არენაზე" ერკინება!

[რაგბი ევროპის ჩემპიონატი - მსოფლიო თასის შესარჩევი]

ბილეთები იყიდება მხოლოდ ონლაინგვერდზე: www.tkt.ge/rugby

ბილეთის ფასი: 5, 10, 15, 20 და 25 ლარი

გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში მოქმედი კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე,
თამაშზე გულშემატკივრების მხოლოდ 33 პროცენტი დაიშვება.

თამაშზე დასწრების წესები & რეკომენდაციები:

- აუცილებელი კოვიდშემოწმების გათვალისწინებით, სტადიონზე შესვლა მაქსიმალურად მოკლე დროში რომ მოხდეს, შესასვლელში უნდა წარმოადგინოთ:

- თამაშის (ელექტრონული) ბილეთი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

- კოვიდვაქცინაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი (სასურველია ამობეჭდილი QR კოდით);

- ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი (სასურველია ამობეჭდილი);

- ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის (სწრაფი ტესტი) უარყოფითი პასუხი (ამობეჭდილი);

- ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა (ამობეჭდილი);

- ან წინასწარ შებრძანდით გვერდზე: www.covidpass.moh.gov.ge და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

- ან წინასწარ შებრძანდით აპლიკაციაში Georgia E-Health და ეკრანზე გქონდეთ წარმოდგენილი QR კოდი;

- სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება;

- სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
27 თებერვლამდე დასრულდება პანდემია, გთხოვთ გაითვალისწინოთ გულშემატკივრების მოთხოვნა და დაუშვათ 100%.
ფეხბურთელი
11:26 26-01-2022
0

სიახლეები პოპულარული