
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ამსტერდამში ნიდერლანდები 72:10 დაამარცხა.
თბილისში პორტუგალიასთან მოულოდნელად ფრედ დასრულებული მატჩის (25:25) შემდეგ მნიშვნელოვანი იყო ნიდერლანდებთან კარგად თამაში და მართლაც, „ბორჯღალოსნები“ დამაჯერებელნი იყვნენ, მეტოქე დაჯაბნეს, პირველი ტაიმი კი 29:3 მოიგეს. პირველი ლელო გაიტანა ნაკრებში ლუკა ჯაფარიძემ. რა თქმა უნდა, ნიდერლანდები ჩვენი რეალური კონკურენტი არ არის, მაგრამ აღსანიშნავია დერეფანში თამაშის გამოსწორება.
![72:10 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს დამაჯერებლად სძლია - წინ რუსეთთან მატჩია [VIDEO] Sportall.Ge](http://video.ambebi.ge/files-6/2022/02-12//lelo-1-362185.jpg)
12.02.22. საქართველო-ნიდერლნდები 1
საქართველო
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. დავით მესხი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ნიკა ხატიაშვილი, 19. გიორგი ჯავახია, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.
12 ლელო: ოთარ გიორგაძე (3), აკა ტაბუცაძე (2), ლუკა ჯაფარიძე, ვასილ ლობჟანიძე (2), თორნიკე ჯალაღონია, მირიან მოდებაძე, გიორგი ჭყოიძე (2)
6 გარდასახვა: აბჟანდაძე
![72:10 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს დამაჯერებლად სძლია - წინ რუსეთთან მატჩია [VIDEO] Sportall.Ge](http://video.ambebi.ge/files-6/2022/02-12//lelo-362183.jpg)
12.02.22. საქართველო-ნიდერლნდები 2
27 თებერვალს საქართველოს ნაკრები თავის საიუბილეო, 250-ე მატჩში რუსეთს უმასპინძლებს, რომელიც დღეს სახლში ესპანეთთან 37:41 დამარცხდა.