პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიას ამარცხებს

AutoSharing Option
ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ტესტ-მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იტალიას 19:13 ამარცხებს.

პრინციპულ მეტოქეს ჩვენი გუნდი აქამდე ოთხჯერ შეხვდა, ოთხივეჯერ სტუმრად, ოთხივეჯერ წააგო და ახლა საკუთარ მოედანზე მოგების შანსი მიეცა, ამიტომ იყო შეხვედრა ისტორიული და უდიდესი ინტერესი გამოიწვია. სტადიონზე გასაოცარი ატმოსფერო იყო, მღელვარება ორივე გუნდს უკვე ჰიმნების შესრულებისას ეტყობოდა, თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, „ბორჯღალოსნებმა“ ორი ფანტასტიკური ლელო დადეს (თოდუამ და აბჟანდაძემ) და 12:0 დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა, მოწინააღმდეგეს შეცდომებს აშვებინებდა და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდით. თუმცა, შემდეგ მენონჩელომ
ჩვენი დაცვა გაარღვია, გარდასახვაც გამოიყენეს, მერე ორი საჯარიმოც და წინ გავიდნენ. 36-ე წუთზე ნინიაშვილის ბრწყინვალე გარღვევას აბჟანდაძის ლელო მოჰყვა, თედომ გადასახვაც ზუსტად შეასრულა. ბოლოს საოცარი შტურმი მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 19:13 მოვიგეთ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
იტალიელები 6 ერში იმიტომ ყავთ რომ ბრიტანელებმა იტალიაში იგულავონ და პიცა ჭამონ. ფულიც არი მარა მაინც. ჩვენ აგერ აჭარული ხაჭაპური გვაქ თქვეჩემა ბათუმი ზღვა და აგერ სტადიონიც მშვენივრად გავაკეთეთ. ფულსაც ვიშოვით როგორმე მეტი რა გინდათ ჩამოდით ითამაშეთ
Bidzia
10 ივლისი 2022 21:53
0
მოდი მოდი მოდი მაკარონეეები ბევრს რო ბლატაობდი ))). მოდიიე
123. 123
10 ივლისი 2022 21:28
0
არ ველოდი ასეთს, ნინიაშვილი მხეცია, სტადიონის დიქტორი პარტაქტივისტივით კი ღნავის, მაგრმ მოიგონ და..
ანდრი
10 ივლისი 2022 21:04
0
აი რეალურად ეს არი ჩვენი ქართული ხასიათი. ასეთი ჟინით ჩვენს ნაკრებს როდესმე სათამაშოს არ მახსოვს მე პირადად. თუ ასეთი ხასიათით ვითამაშებთ შეცდომები ნაკლები იქნება ზელანდიასთან კი გვექნება შანსი. ნინიაშვილი ცალკე საკითხია ის უბრალოდ ფენომენია სულ სხვა სამყარო
ქართველი
10 ივლისი 2022 21:04
0
10 ქულის ჯარიმები (2 ჯარიმა, ერთი გარდასახვა) რომ არ გაგვეფუჭებინა ეხლა უშანსოდ გვეყოლებოდნენ
Superman
10 ივლისი 2022 20:58
5
აუუ კომენტატორს ვენაცვალე გულში და სულში რა მაგრა მიყავთ მთელი სულით გულით და არსებით ახმოვანებენ ასე უნდა მიგყავდეს რეპორტაჟები კომენტატორს
რაგბი
10 ივლისი 2022 20:57
0
მიდი ჯოტია, მიდი.
ჟორა
10 ივლისი 2022 20:57
0

სიახლეები პოპულარული