მაისაშვილი: ჩვენმა გამარჯვებამ "რაგბის მამები" უნდა დააფიქროს - ბევრი კრიტიკა მოდის

AutoSharing Option
ისტორიულ მატჩში იტალიის 28:19 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

"გამარჯვებას ვგეგმავდით, უიმედოდ ნამდვილად არ ვყოფილვართ. წინა დღესაც ვთქვი, რომ მარტივი არაა, იტალიის ნაკრებთან გამარჯვება დაგეგმო და განახორციელო. ის სამუშაო, რაც ერთი კვირის განმავლობაში შევასრულეთ, იმედის უფლებას იძლეოდა.

ამ გამარჯვებით ყველას ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია "დიდ გუნდებს" ვეთამაშოთ. ამან "რაგბის მამები" უნდა დააფიქროს.

კრიტიკაზე ნეგატიური დამოკიდებულება არ გვაქვს, მთავარი ისაა, რომ საქმის კეთებას არასდროს ვაკლებთ. ძალიან რთული პრობლემები გავიარეთ. მაგალითად, თაობათა ცვლა. ახალგაზრდა მოთამაშეს სადღაც უნდა ენდო, ზოგჯერ
ეს არ ამართლებს. ბევრი დასანანი მატჩი გვქონდა.

"რვა ერზე" ასეთი მესიჯი გვქონდა - ყველა შეხვედრაში ბოლომდე გვეთამაშა და ტაბლოზე არ შეგვეხედა. დღეს ასეთი დღე არ იყო და ტაბლოს შევხედეთ. ჩვენზე ბევრი კრიტიკა მოდის, სელექციას გვიწუნებენ და ერთის ნაცვლად მეორეს გვთავაზობენ. ეს ხომ ამ ბიჭების შეურაცხყოფაა. ამ გამარჯვების შემდეგ დიდი თავდაჯერება გვექნება და ამ გზაზე ძალიან გამოგვადგება.

გაწბილებული გულშემატკივრის ნახვა წაგებულ მატჩზე უარესია. მარტივი მატჩი არ იყო. ყველა ეტაპზე სცადეს, ეს შედეგი ყველა მეთოდით დაეტრიალებინათ.

აბულაძემ ეს ნდობა დაიმსახურა. მან ძალიან ბევრი იშრომა. ამდენი ხნის განმავლობაში ნაკრებში შანსს ელოდებოდე, მარტივი არაა. ჩაჩანიძეს დიდი ხანია ვაკვირდებოდით. ის არ აკმაყოფილებდა ეროვნული ნაკრების პარამეტრებს და მისი გამოძახება ამიტომაც დავაგვიანეთ. მწვრთნელებისგან ნდობა და გარკვეულწილად, რისკიც იყო, თუმცა ამის არ შეგვშინებია.

იტალიელები ემოციურები არიან. ზუსტად ვიცოდით, ტემპერატურა იმაზე მაღლა არ ამეწია, ვიდრე საჭირო იყო. ჩვენ უკეთ ვმართეთ ემოციები და შესაბამისად - თამაშიც".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ბოლო-ბოლო რა გინდათ, წააგებენ ილანძღებით, მოიგებენ მაინც ილანძღებით. ყველას არ ეხება.
ქიტესა
11 ივლისი 2022 21:06
1
მაისაშვილი არ არის საქართველოს ნაკრების დონის მწვრთნელი! წავიდეს პოლონეთი,გერმანია და ასეთი მესამე ეშელონის ნაკრებები გაწვრთნას!ეს თამაში მოიგეს ინდივიდუალიზმის წყალობიღ და არა გუნდურობით! იტალია უგებდა აუტებშიც და შერკინებაშიც,მოლშიც.ეს არ გინდათ,რომ მიხვდეთ და გაიგოთ! თქვენ დაღუპავთ ქართულ რაგბს მაისაშვილო და ის მშენებელი რაგვარია ფედერაციის დასმული პრეზიდენტი კიდევ....
ზურა
11 ივლისი 2022 16:27
4
მოიგო გუნდმა და ნურავის დაუკარგავტ თვის წილ შრომას
gela
11 ივლისი 2022 14:04
2
სწორეა
მაისაშვილი კარგია
მაგრამ ჩვენ უფრო კარგი გვინდა
თენგო
11 ივლისი 2022 13:29
1
მაისაშვილო, თუ ამ კომენტარს ნახავ, ან გაჩვენებენ, იქნებ როცა გამარჯვებული ხარ მაშინ მაინც შეიკავო თავი ბოღმისგან.

"ვისაც ჩვენი სჯეროდა"- რო რო ამბობ ყველა ინტერვიუში, ბიჭების და ნაკრების სიყვარული ყველა გულშემატკივარს აქვს.

და რაც შეეხება დრებით მწვრთნელს, რომელიც მერე მუდმივ მწვრთნელად შემოგვეპარა და ფედერაციის პრეზიდენტის ახლობელია, რომელიც კიდე ვიღაცის ახლობელია, ვინც როგორც გახდა პრეზიდენტი კარგად ვიცით, ამიტომ დაგვიტოვე სივრცე უნდობლობისთვის და ბოღმით კიარა საქმით დაამტკიცე, რომ ღირსი ხარ, იყო სადაც ბრძანდები.
საბა
11 ივლისი 2022 11:22
12
გლოცაცთ ყველას! ბიჭებმა სასწაული მოახდინეს. ნინიაშვილმა გარდატეხა შეიტანა და მთელი გუნდი მას აჰყვა. მაღალი დონის მწვრთნელი რომ გვყავდეს, მსოფლიოზე ბიჭები მაგრად გაგვახარებენ.
გიორგი
11 ივლისი 2022 10:46
2
ერთი მოგებით დაფიქრედებიან
gito
11 ივლისი 2022 09:18
0
გამოიღე 6ო ერო
გელა
11 ივლისი 2022 08:59
0
ლევან ჯიგარი ხარ..
Zviads
11 ივლისი 2022 02:19
3
უდიდესი მადლობა თქვენ ყველას სათადარიგოს ბიჭებამდე დამთავრებული აი ამ საამაყო და ბედნიერების გრძნობის შეგრძნებისთვის რა. თურმე შეგვძლებია და როდის შეგვიძლია?! როცა თავჩახრილი ვშრომობთ საქმეს ვაკეთებთ და (არ ვიცი საიდან მოსულს მე ქართულს არ დავარქმევდი ამას) ჩვენში ჩაბუდებულ ტრაბახს და უგუნურ ბაქიბუქს არ მოვთქვამთ და ეს დაამტკიცეს კალათბურთელებმაც რაგბისტებმაც და ფეხბურთელებმაც წელს რო გაგვახარეს სამივე ნაკრების ბიჭებმა აი არ ვიცი ეს ემოციები და გრძნობები როგორი ძვირფასი და ტკიბილი ყოფილა და ისევდაისევ მადლობა თქვენ ამისთვის ყველას მადლობა.
T.q
11 ივლისი 2022 01:09
0

სიახლეები პოპულარული