რაგბი ევროპის ახალი ფორმატი

AutoSharing Option
2023 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით და გუნდების გაზრდილი რაოდენობით ჩატარდება.

ექვსის ნაცვლად მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე იზრდება, რომლებიც ორ ოთხგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. საქართველო ა ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო ბ ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.

4-18 თებერვალს თითოეული გუნდი ჯგუფური ეტაპის სამ-სამ შეხვედრას გამართავს. საქართველო 4 თებერვალს გერმანიას მასპინძლობს, 11-ში ნიდერლანდებს ეწვევა, ხოლო 18-ში ასევე სტუმრად ესპანეთს ერკინება.

თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო თასის ნახევარფინალში გადის, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეხუთე-მერვე ადგილის ნახევარფინალებს ითამაშებენ. ნახევარფინალური
შეხვედრები 4-5 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 18-19 მარტს გაიმართება და ყველა ადგილი გათამაშდება.

ჯგუფები ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ორი წლის ჯამში ბოლო ადგილზე გასული გუნდი „ალაფაზე“ დაქვეითდება.

რაგბი ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ფილიპ ტუჩელი ამბობს: „ახალი ფორმატი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმართ ინტერესს გაზრდის და ჩვენ უფრო სანახაობრივი მატჩების თვითმხილველები გავხდებით. მონაწილეთა რაოდენობის 8 გუნდამდე გაზრდა ხელს შეუწყობს ევროპული რაგბის განვითარებას“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩვენ არ გვიშვებენ ზემოთ, სამაგიეროდ ეს ჭიაყელები ამოუშვეს ჩვენთან
S.K.K.
23:11 18-10-2022
0
სხვების განვითარებას კი შეუწყობს ხელს, ოღონდ ჩვენის არა, ამ პოლონეტთან და მაგნაირ გუნდებთან თამაში რას მოგვცემს, ჩვენ არაფერს, პირიქით მოტივაციას დავკარგავთ
ალეკსანდრე
20:01 16-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული