"ბორჯღალოსნები" | ოთხი ცვლილება და ერთი დებიუტანტი სამოასთან

AutoSharing Option
გასულ კვირას ურუგვაისთან 34:18 მოგებული მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სამოასთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. სამი ახალი სახეა მარქაფაში.

საქართველო სამოას 12 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ 18 საათზე ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში დიდი შანსია (თუ ფიჯი ირლანდიასთან და იტალია ავსტრალიასთან დამარცხდება) მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო, მე-11 ადგილზე დაწინაურდეს.

როტაციის პრინციპით, სამი ცვლილებაა შერკინებაში. კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა, მეორეხაზელმა ლადო ჩაჩანიძემ და მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ მარქაფაში გადაინაცვლეს. მათ ნაცვლად მარქაფიდან ძირითადში
დაწინაურდნენ გიორგი ჭყოიძე, ნოდარ ჭეიშვილი და ოთარ გიორგაძე. ტრავმა მიიღო და ნოემბრის ტესტები დაასრულა შუამარბმა გიორგი კვესელაძემ. მის ნაცვლად ძირითადში დემე თაფლაძე დაწინაურდა.

სამი ახალი სახეა მარქაფაში და მათგან ერთ-ერთი დებიუტანტია – ტოპ 14-ის "ლა როშელის" ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია, რომელსაც ფრანგული კლუბის პირველ გუნდში, ტოპ 14-ში სადებიუტო თამაში ცოტა ხნის წინ ჰქონდა. მარქაფაში გამოჩნდნენ გამოცდილი უკანახაზელები – ლაშა ხმალაძე და მირიან მოდებაძე.

„სამწუხაროდ, ტრავმის გამო კვესელაძე გამოგვაკლდა და ის ვერც უელსთან დაგვეხმარება. კარგი ისაა, რომ დაზიანების ხარისხი დიდი არაა და წესით, რეაბილიტაცია მალე უნდა გაიაროს. ასევე მცირე ტრავმა აქვს აბდალაძეს, ამ კვირაში ვერ ივარჯიშა და მარქაფაში დებიუტანტი სანდრო ქუნთელია გვყავს. ის ახალგაზრდაა და გვესმის, რომ ძალიან დიდ ტვირთს ვკიდებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამოცანას კარგად გაართმევს თავს. სამწვრთნელო შტაბის მოსაზრებებიდან გამომდინარე, როტაცია გვაქვს მესამე ხაზში. რებილიტაცია დაასრულა და მარქაფაშია მირიან მოდებაძე, ასევე ლაშა ხმალაძე“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და განაგრძობს:

„სამოასთან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და ის არ იქნება მარტივი. მეტოქეს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა იტალიასთან თავი ვერ წარმოაჩინა და ჩვენთან ეცდება სიტუაციის გაუმჯობესებას. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ მოსამზადებლად სულ ორი ვარჯიში გვქონდა, თუმცა გვყავდა ტრავმირებული მოთამაშეები და რამდენიმე მათგანმა სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ შეხვედრას კარგად მომზადებული ვხვდებით და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვდგეთ“.

12 ნოემბერი. თბილისი. „დინამო არენა“. 18:00
საქართველო – სამოა
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 15 კეპი, 28 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 90 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 19 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 101 კეპი, 75 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 36 კეპი, 293 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 68 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 33 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 24 კეპი, 20 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 3 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 40 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 75 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 35 კეპი, 50 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 29 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 37 კეპი, 55 ქულა);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 91 კეპი, 55 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 3 კეპი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (უკეპო); 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 3 კეპი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 16 კეპი, 20 ქულა); 21. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 1 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 53 ქულა), 23. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 19 ქულა, 45 ქულა).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
რაც არ უნდა კარგად ან ცუდად ვთამაშობდეთ, ჩვენ უკეთ უნდა ვითამაშოთ ვიდრე ეხლა ვთამაშობთ. ამ უკეთესობის მიღწევაში ყველას თავისი მეტ-ნაკლები როლი აქვს, მათ შორის გულშემატკივარსაც. ის წნეხი რაც ლევან მაისაშვილზე ამ საიტიდან ხორციელდება კონტრპროდუქტიული მეჩვენება. ასეა თუ ისე, გუნდის მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის გავლენა ნაკრების თამაშზე დიდია და სანამ შემოდგომის სერია არ ჩამთავრდება, ერთადერთ სწორ ქმედებად ნაკრებისა და მისი მთავარი მწვრთნელის მხარდაჭერა მგონია. სერიის დამთავრების შემდეგ კი ბატონო, გავაანალიზოთ რაც დაიდება, ოღონდ სწორი შეფასებებისთვის ნუ დავივიწყებთ, რომ რაგბი გუნდური თამაშია და ყოველივე კარგზეც თუ ცუდზეც მწვრთნელია პასუხისმგებელი.
11 ნოემბერი 2022 14:39
1
ჩემზე მეტად არავის უხარია ჩვენებია მოგება უბრალოდ გული მწყდება რომ ესეთი თაობა ფუჭდება ბევრად უკეთ თამაში რომ შეგვიძლოა მაგაზე ვსაუბრობ ! ეს ვისი ბრალია რომ უკეთ ვერ ვთამაშობთ ალბათ მწვრთნელის ხომ?! მარტო ინდივიდულურობით შორს ვერ წავალთ არანაირი მონახაზი არაა თამაშში
ცოტნე
11 ნოემბერი 2022 12:26
0
ცოტნეს - თამაშის წინ ეს ნეგატივი რა უბედურებაა. ისე ჩანს გეგონება წაგება და მაისაშვილის (და მასთან ერთად გინდა თუ არა ბორჯღალოსნების) გაბითურება გაგიხარდება. ვამბობ და იმედი მაქვს სამოასთან ვიგებთ. იმის იმედიც მაქვს უელსთანაც მოვიგებთ. სხვანაირად გულშემატკივრობის მე არ მესმის. თამაშის მერე რა თქმა უნდა აზრის გამოთქმა ვის ეკრძალება, მაგრამ თხოვნაა წინასწარ ნუ ითარსები.
11 ნოემბერი 2022 11:21
2
მმმს მიღწევაა რას ეძახი? შერკინებაა ვეღარ იგებ ! დერეფანს ვეღარ იგებ! მოლია და ვერ იგებ ! სულ ჯარიმდები!? ჩემი ბრალია თუ მწვრთნელის? ერთი იტალიას მოუგო ისიც გადაჭედილ სტადიონზე და ისიც ინდივისუალობის ხარჯზე!
ცოტნე
11 ნოემბერი 2022 08:21
4
მაისაშვილს აძლევენ უცხოელთან შედარებით მინიმალურ ხელფასს.იტალიას მოუგო.ბევრი ახალი სახეა.თითქმის უმტკიბნეულოდ მოხდა თაობათა ცვლა.კიდევ რას ითხოვთ?რომელმა უცხოელმა მიახწია ამაზე მეტს?
მმმმმ
11 ნოემბერი 2022 01:26
8
გამოვა ეხლა მაისაშვილი და იტყვის შეცდომებკ დავუშვით ისევო წადი დაგვანებე თავი წადი!! რატო ამართლებთ ვერ ვხვდები ! რამე პროგრესი თუ ნახეთ მეც
მითხარით
ცოტნე
11 ნოემბერი 2022 00:17
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული