შარიქაძე: კარგი იქნებოდა მსაჯიანად მოგვეგო

AutoSharing Option
ტესტ-მატჩში სამოასთან დამარცხების შემდეგ კომენტარები საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მეტოქე გუნდის თავკაცმა სეილალა მაპასუამ გააკეთეს.

მერაბ შარიქაძე: "თამაშის განმავლობაში მსაჯმა რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. იმედია, ნახავენ ამ შეხვედრის ჩანაწერს სადაც საჭიროა. წესებში წერია, რომ შემტევის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დამცველზე მოდის და რაც არ უნდა მოხდეს, კისერში ბოჭვა არ უნდა გაკეთდეს. ჩვენთვის ეს წესი რატომღაც არ მოქმედებდა. ეს ის მსაჯია, რომელმაც საფრანგეთთან მატჩი იმსაჯა. კარგი იქნებოდა, ისეთი მაგრები ვყოფილიყავით, მსაჯიანად მოგვეგო, მაგრამ ასეთი მაგრები ვერ აღმოვჩნდით"

ლევან
მაისაშვილი: "მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა. სამწუხაროდ წესები ისე იცვლება, რომ ორმაგი სტანდარტი ძალიან ბევრია და მსაჯზე ვერც აქცენტს გავაკეთებთ და ვერც ანალიზს. მიუხედავად ყველაფრისა, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე 6 ქულას ვიგებდით და ოდნავ ყურადღებით რომ ვყოფილიყავით, აუცილებლად მოვიგებდით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათზე ვერაფერს ვიტყვი. ახლა ერთმანეთთან გვაქვს სასაუბრო, რომ საკუთარი შეცდომები გამოვასწოროთ. რამდენჯერმე შეგვეძლო ეპიზოდის უკეთ დასრულება, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და შედეგი სახეზეა. გუშინაც აღვნიშნე, რომ იტალიასთან მარცხის მიუხედავად, სამოა ძალიან ძლიერი გუნდია და დღეს ეს ყველამ დაინახა.

კარგი სასწავლი თამაში იყო. პირველ ტაიმში მეტოქეს რამდენიმე საჩუქარი მივეცით და მათ ეს გამოიყენეს. ჩვენ ორჯერ ვიყავით მეტოქის 22-ში და იქიდან უქულოდ გამოვედით. მეორე ტაიმში დავლაგდით და დომინაციაც გვქონდა. რაგბი არ არის განუსაზღვრელი რაოდენობის შანსები და როდესაც ქულების აღების შანსი გაქვს, ის უნდა გამოიყენო. თუმცა, თუ არ თამაშობ, შეცდომებს არ უშვებ და ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

ქუნთელიას ვულოცავ დებიუტს. ის ძალიან კარგად შემოვიდა, სტატიკურ ფაზებში კარგად იდგა და ლელოც გაიტანა. ის ჯერ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, დიდი მომავალი ელოდება.

უელსი რა გუნდია, ყველამ იცის. საინტერესოა ჩვენთან თამაშისთვის შემადგენლობაში როტაციას თუ განახორციელებენ. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ სამოა ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებდა. უელსს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია შეცდომების გამოყენება".

სეილალა მაპუსუა: "უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ იყო ძალიან მძიმე და რთული მატჩი. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, ბევრი შეცდომა დავუშვით და ბევრი ჯარიმა მივეცით მეტოქეს, მათ კი ჩვენი შეცდომების შედეგად, თავიანთი თამაშის შექმნა შეძლეს. საბედნიეროდ, ბოლო მომენტში დავბრუნდით მატჩში და გავიმარჯვეთ. ბევრი სირთულე იყო და გამარჯვებით ბედნიერი ვარ. შეცდომები და ჯარიმები მეტოქის წნეხის დამსახურებაა. საქართველოში პირველად გავიმარჯვეთ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. ვეთამაშეთ ძალიან მაღალი დონის ნაკრებს. ისინი ყოველწლიურად უფრო იზრდებიან და ასეთ გუნდთან გამარჯვება, ასეთ შესანიშნავ ატმოსფეროში, განსაკუთრებულია".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 45 /
არასდროს ვყოფილვარ მაისაშვილის ფანი, მაგრამ უსამართლობაც არ შეიძლება. მაისაშვილი არ მინდოდა იმიტომ კი არა, რომ რამეს ვერჩი, უბრალოდ ტოპ მწვრთნელი მინდოდა, ედი ჯონსის კალიბრის. სხვა მხრივ, გუშინდელი წაგება ყველას ბრალი შეიძლება იყოს მაისაშვილის გარდა. გასატანი გარდასახვა უნდა გაიტანო+ ხუთ წუთში მაინცდამაინც ცენტრში ლელო 14 კაცს არ უნდა დაადებინო+საამისოდ ჯარიმა უნდა აგვეკიდებინა, ისე ვერ შემოდიოდნენ+მსაჯი. რა შუაშია მაისაშვილი?
რეზო
13 ნოემბერი 2022 10:01
14
მაისაშვილი შუაში არა თავშია.
რაგბი
13 ნოემბერი 2022 10:26
1
კაპიტანმა თმაში ცააგდოდა წინაც ჩააგდო, მაგრამ შემცვლელი არ ჰყავს...მაგიც საკითხავია. მწრვთნელამ კიდევ ერთხელ აცვენა რაგბის არ ცოდნა, ტაქტიკის არ ქონა და ვერც შეცვლა რაც ჰქონა. თურმე მსაჯოს ბრალი ყოფილა...მსაჯი საფიქრალიც არ უნდა იყოს როდესა ბანანოის რესპუბლიკაში ცხოვრობთ და რაგბიც მაგით დააავადეთ. ხალხი მოსიყდეს, ბავსვებს ტვინი აურიეს, 20 წლიანებში ზაფხულშიც ბევრს არასწორად მოექცნენ და პაეზდკაში წაიყვანეს მეგობრების შვილები, იმათგან არც ერთოისგან მოთამაშე არ დადგება, ვინც კარგად გამოჩნდა არც ერთი მათი მაფიის აღზრდილი არ იყო. სინდისი გეყოთ და წადით... ლელო არ არის საქართველო...
simartle
14 ნოემბერი 2022 02:03
5
იმდენადაც არ გვიჯობნია, რომ მსაჯს გამოვეკიდოთ, დამსახურებულად წავაგეთ. სასარგებლო წაგებაცაა ამ ეტაპზე, ეს ბიჭები მეტს შეძლებენ, კარგად დაღვინდებიან, მაგრამ ეს მწვრთნელი და ჯვარი არ გვიშველის.
ანდრი
13 ნოემბერი 2022 12:17
15
აი ჯვარს რომ ეხები ცუდად რაღა გინდა?რა დაგიშავა ჯვარმა გარდა იმისა რომ დაგიცვას.ეჰ რა გეშველებათ მართლა რა.
გეგი
13 ნოემბერი 2022 13:16
8
გეგი-ს ჯვარი ცრურწმენის და ცრუტრადიციის ობიექტად არ უნდა აქციო 'პაკაზუხისთვის'. რელიგიურ ფანატიზმში შევდივართ და რწმენას ვშორდებით, აი ამიტომ ვეხები მოედანზე ჯვრის მომგონს. ბრძოლაში საბრძოლო.წყობით შედიოდა საქართველოს ჯარები და არა ჯვრის და მზის ფორმით.
ანდრი
13 ნოემბერი 2022 16:37
1
ყველა გამოხმაურება
მაისაშვილის ხელში უელსი გადაგვირბენს, რაც მე ძალიან მეწყინება.
გიორგი
13 ნოემბერი 2022 04:12
5
უელსი ედი ჯონსის ხელშიც გადაგვირბენს
რეზო
13 ნოემბერი 2022 09:56
6
და კიდევ - მსაჯებზე პრეტენზიებს თავი უნდა დაცანებოთ ყველგან და ყველა თამაშში!!!
კახაბერი
13 ნოემბერი 2022 18:21
4
და ახალი ფედერაცციის პრეზიდენტი. ასევე ფეხბურთშიც.
ანდუყაფარი
13 ნოემბერი 2022 09:10
7
ფეხბურთს რას ერჩი? უკეთესი გვყოლია ოდესმე ვინმე? შედეგი გვქონია უკეთესი?
რეზო
13 ნოემბერი 2022 09:57
1

მონდომება,შემართება,ბრძოლის უნარიანობა მაღალია და ამისათვის გვიყვარს ქართველობას რაგბი და რაგბის სამყარო!
წაგების 3 მიზეზი ;
დღემდე გაურკვეველია-შერკინებაში რატომ დავთმეთ პოზიციები,თან ააე თვალსაჩინოთ (?!), მაშინ როცა ზელანდიას-აც კი ვუგებდით-თანაბარი ბრძოლა გვქონდა(?!),
- რატომ ვიღებთ აქცენტს-საჯარიმო დარტმებით მოგებაზე (1-ტაიმში,და როცა16-13 ტი იყო),როცა შეგვიძლია აუტი-მოლი -მიწოლა ლელო,მით მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურ უპირატესობას იძენს,რაც თამაშზე აისახება,
3- ბოლო წუთებში ყურადღების მოდუნებით...

თანაბარი ძალის გუნდები ვართ- პროგრესის პოტენციალით...
კახაბერი
13 ნოემბერი 2022 18:20
2
პირველ შეკითხვაზე შევეცდები გიპასუხო.ჩვენი ძველი თაიბის მორკინალები,სტატიკაში უძლიერესები იყვნენ,მაგრამ შერკინებიდან გამოტანილ ბურთზე,ჩაკეტვას ვერასოდეს ასწრებდნენ და ლელოებს ვუშვებდით.ძალიან მძიმეები და ნელები იყვნენ,მხოლოდ მიწოლის გაძლიერებაზე ნავარჯიშევები.რაკი მოვინდომეთ,რაგბის თანამედროვე რელსებზე გადავსულიყავით და სწრაფი,ხელდახელ რაგბი გვეთამაშა(ჰეიგი ხომ ამიტომ მოვიყვანეთ),ასეთი მორკინალების ნაცვლად,უფრო მობილური მორკინალების გაზრდაზე გადავიტანეთ აქცენტი და რა თქმა უნდა ეს მიწოლის დასუსტებაზე დაგვეტყო.ეგეც არ იყოს,უამრავი ახალი წესი შემოიტანეს,რომელიც ჩვენს უპირატესობას ამცირებს და მსაჯზე დამოკიდებულს გვხდის.ამ თამაშშიც იყო ეპიზოდები,როცა მეტოქე არღვევდა შერკინების წესებს და მსაჯმა,ჩვენ დაგვაჯარიმა.მესამე მიზეზში გეთანხმები,მოგებული თამაში,ჩვენ თვითონ წავაგეთ.აი მეორე შეკითხვის პასუხი კი,არც მე მაქვს და ძალიანაც მაინტერესებს.
სოსო
14 ნოემბერი 2022 20:27
0
მართალია. შერკინების ასეთი მოქნილი მოთამაშეები არ გვყოლია არასოდეს. ახალი თაობა უფრო მოძრავია და რაქში ბევრად უკეთესად თამაშობენ. შერკინება მარტო დგომა და მიწოლა არ არის,რასაც ძველი თაობის ბიჭები თამაშობდნენ. ჯერ მარტო ბექა გორგაძის და საღინაძის თამაში ავიღოთ, ჯალაღონიას მსგავსი უნივერსალი არ გვყოლია არასოდეს. მთავარია, როგორ გამოიყენებს მწვრთნელი
: )))))))
15 ნოემბერი 2022 10:29
0
ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა, ყველაფერი დადეს,მაგრამ ვაღიაროდ რომ ეს არის ნაკრების მაქსიმუმი,ძალიან ბევრი შეცდომა, ძალიან ხშირი უდისციპლინობა,სად იყო მაისასვილის გამოცხადებული სისტემური თამაში?მწვრთნელის წაგებულია ეს თამაში? სულ ვამბობ არაა ნაკრების დონის მაისაშვილი და არც არავინაა გამშვები მაგისი,თვითონ კი რატო წავა რა.... ვფიქრობ ნაკრებში უნდა თამაშობდნენ საუკეთესოუბი და არ უნდა გამოაკლო პირადი კაპრიზების გულიზე წამყვანი გამოცდილი მოთამაშეები, ღმერთმა ქნას მსოფლიოზე გაგვიმართლოს ცოტათი,ეს მწვრთნელი ასე გააგრძელებს "ლუბიმჩიკების" გამოძახებას..... წარმატებები ნაკრებს და მთლიანად ქართულ რაგბს...
დავითი...
13 ნოემბერი 2022 17:12
4
vax tqveni fafxuri argaishvas neta gamagebina rashi xart magrebi msoflioshi sul ragac 5 qveyana tamashobs amuazro tamashs ra caiget am ragbit tvini didi sasha chivazis tqmis ariyos imistana sportis deda vatire sadac cin pasi arsheizlebao
Simartle
13 ნოემბერი 2022 11:04
24
ქართული რაგბისგან მინდა მოგიკითხო!!!
რაგბი
13 ნოემბერი 2022 12:34
3
მაგარი ექსპერტი ხარ, ლომო! წინ იარე, მალე ჩახვალ
:D
13 ნოემბერი 2022 11:49
3
ყველა გამოხმაურება
თავის მართლების რეჟიმში ყოფანა უკვე ქრონიკული გახდა. თამაშის განმავლობაში ცალკეული გამონათებები არ არის საფუძველი გუნდის შეფასების არამედ სტაბილურად რას აჩვენებს თამაშის განმავლობაში. სიმართლე უნდა ითქვას რომ ერთადერთი სასიამოვნო გამონაკლისი იყო თამაში იტალიასთან როცა თითქმის მთელი თამაში სადავეები ხელიდან არ გაუვია ნაკრებს. მაგრამ ესაც სასიამოვნო გამონაკლისი აღქმოჩნდა. იმაში კი ვეთანხმები 'ტრენერს' რომ უელსი კიდევ უფრო კარგად გამოიყებნებს ამ ჩვენს აიწონა დაიწონას.
გიორგი
13 ნოემბერი 2022 15:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული