საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის" გუნდს [VIDEO]

AutoSharing Option
ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უელსი 13:12 დაამარცხა.

კარდიფის პირთამდე სავსე „ფრინციფალითიზე“ შეხვედრა სტუმრების იერიშით და აბჟანდაძის ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაიწყო. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდნენ. მერე უელსმა სწრაფი კონტრშეტევისას კიდევ ერთი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა. ბოლოს "დრაკონების" მრავალფაზიანი იერიში მოვიგერიეთ და პირველი ტაიმი 12:3 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა
ვიზავიზე წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ უზადოდ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. 63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა. 74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, 78-ე წუთზე მატკავამ საჯარიმო გამოიყენა და ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ბორჯღალოსნებმა" ორი გაშვებული ლელოს შემდეგ შეძლეს თამაშის შემოტრიალება, გასვლაზე პირველად დაამარცხეს TIER 1 ნაკრები და წელს მეორედ სძლიეს "ექვსი ერის" წარმომადგენელს.

მკითხველის კომენტარები / 90 /
რაგბისტები ფულზე გაგიჟებულები არასდროს ყოფილან "სხვებისგან" განსხვავებით, მაგრამ ერთი კარგი პრემია მათთვის ურიგო არ იქნებოდა და გაითვალისწინოს ეგ "იმან" მაინც...........
სიმართლე
19 ნოემბერი 2022 21:16
0
მაგენი ჯერ კიდევ 2017 წელს გადაგვირჩნენ, როცა ანგარიში იყო 13:6 და მათ 5 მეტრიან ზონაში დანიშნულ შერკინებაში არ "შემოვიდნენ". თორემ ფრე გარანტირებულად გვქონდა.
თბილისელი
19 ნოემბერი 2022 19:18
0
ეს საქართველოს დღეა, უდიდესი დღე!!! მიყვარხართ!!!
ალექს
19 ნოემბერი 2022 19:03
1
აფერუმ მაისაშვილო შენ და შენი მგლების ვაჟკაცობას, მადლობა
gori
19 ნოემბერი 2022 20:35
3
ეს მაისაშვილი კრიტიკოსებისთვის ახალზელანდიურ "მასკას" ვერ გაიკეთებს და ურწმუნოებო დააფასეთის, რაც გააკეთა ბიჭებთან ერთად. სამ მილიონიანი ერი, მსოიფლიოს გააცნო მინიმუმ..........
?
19 ნოემბერი 2022 21:19
6
კი არ გაქაჩა ქართველმა უმაგრესმა მწვრთნელმა, გ ა დ ა ქ ა ჩ ა ბოლომდე. ისტორია დაწერა მაისაშვილმა , ი ს ტ ო რ ი ა . ლომებს სწორი მიმართულება მისცა
mmm
19 ნოემბერი 2022 20:41
5
მაისაშვილი არ გადადგეს?
Zviads
19 ნოემბერი 2022 18:58
3
მოგება გვიხარია მაგრამ ერთი თამაშით არ ილაპარკაო
19 ნოემბერი 2022 19:20
28
აგინეთ მაისაშვილს ურა პატრიოტებო ერთხელ რომ არ ყოფილხართ სტადიონზე
Soso
19 ნოემბერი 2022 22:01
9
მაისაშვილს გორგასლის ორდენი და ბარაქა გუნდსა და ოჯახში
სტალინი
19 ნოემბერი 2022 20:38
6
გილოცავთ ყველას! შავი ლომის შექმნამ ძალიან წინ წაწია ჩვენი რაგბი.მიუხედავად ბევრი ლეგიონერისა ნაკრების საბაზო გუნდია.თუ უკეთეს ტურნირში მიიწვევენ ნაკრების დონეც აიწევს
ირაკლი
19 ნოემბერი 2022 19:16
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული