"ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვება დაიმსახურეს" - უელსის ნაკრების კაპიტანი

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგის მე-7 ადგილოსანი უელსის ნაკრები სტუმრად 13:12 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ უელსელთა კაპიტანმა ჯასთინ ტიპურიკმა Prime Video-სთან კომენტარი გააკეთა.

"ოსპრეის" მოთამაშის თქმით, საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა.

"შედეგით იმედგაცრუებული ვარ. მეორე ტაიმში ვერაფერი შევძელით. ქართველები ჩვენზე უკეთესები იყვნენ.

მათთან წაგება სასიამოვნო არაა, თუმცა თავიანთი შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს და გამარჯვება შეძლეს.

დისციპლინაში მოვიკოჭლებდით. საქართველოს ნაკრებს ფიზიკურად ძლიერი მორაგბეები ჰყავს და როდესაც ხაზს უახლოვდებიან, მათი შეჩერება რთული ხდება.

სიტუაციის გამოსწორების შანსი, მომდევნო კვირას ავსტრალიასთან გვექნება" - განაცხადა
უელსელთა კაპიტანმა.

altშარიქაძე: ბევრი ცდება და ბევრს აზრის შეცვლა მოუწევს

altსაქართველოს მორაგბეთა ნაკრების ემოციები უელსთან გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრებმა კარდიფში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და წელს მეორედ სძლია "ექვსი ერის გუნდს" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობის მეტი რა გვეთქმის უელსელებზე და ასევე შოტლანდიელებზე რომლებიც არ უკადრისობენ ჩვენთან თამაშს. იმედია სწორედ უელსი და შოტლანდია იქნებიან ვინც მხარს დაგვიჭერენ 6 ერში გაწევრიანებაში. დიდი სიხარულის გარდა გულში რაღაც ნაკლოვანების გრძნობაც იყო რამაც ცრემლები მომადინა თვალზე. ნაკლი თუ პატარა და ღარიბობაა მაშინ საერთოდ აღარ გვეთამაშოთ, ჩვენ სულ ასეთი პატარა ქვეყანა ვართ და მდიდრები ვინ იცის როდის გავხდებით.
G.LA
19 ნოემბერი 2022 20:31
0
გენაცვალე
ადამიანი
19 ნოემბერი 2022 20:42
0
ჯანდაბას იყოს 7 ერი მაშინ 6 ში თუ არ გვკადრულობენ
მიშა
19 ნოემბერი 2022 21:33
0
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უელსის ნაკრების აღიარა, რომ საქართველომ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ტიერ ერთის მეორე გუნდი დაამარცხა და ფაქტს ვერავინ გაექცევა
: )))))))
19 ნოემბერი 2022 22:36
0
მადლობა უელსსს რომ გვეთამაშებიან ასევე ირლანდიას შოტლანდიას ფრანგები ანგლოსაქსები და მაკარონიკები არ გვკადრულობენ ამათი დროც მოვა იტალიას უკვე გავეცით პასუხი იმედია სხვანაირი თვალით შემოგვხვედავენ და ექვს ერში მიგვიღებენ...
აბც
19 ნოემბერი 2022 21:08
1
იტალიელებს უტყდებათ რომ 6 ერში მოგება ჩვენ უნდა ვასწავლოთ
1.
19 ნოემბერი 2022 21:13
4
უელსს მოუგეს ამ წლის 6 ერზე, წინა კვირას ავტრალიას. ასე რომ შეეშვით იტალიას და უაზრო ბაქი-ბუქს.
0009
19 ნოემბერი 2022 21:26
2
ჩვენთან ვინც ბაქიბუქობდა იტალია იყო და ჩაიგდეთ მარედ დავამტკიცეთ ფაქტია უკვე. აი ეგეთ უაზრო პრაკი-პრუკს მოეშვით საქმე იქნება. იტალია ჩმ*რია წლებია 6 ერში ვერ გაიზარდა ეხლა ყოველ წელს ხის კოვზს იგებს. ეხლა 30 წლის მერე ძლივს თუ მოუგებს ავსტრალიას მაგაზე ხმა აღარა გაქვთ ამოსაღები უკვე. ზუსტად მაგაშია საქმე რომ იტალიელებს უტყდებათ კაცობა ჩვენ უნდა ვასწავლოთ და არგენტინელებმა კიდე
1.
20 ნოემბერი 2022 00:01
8
ინგლისი,უელსი,ირლანდია,შოტლანდია,საფრანგეთი,იტალია,სამხრეთ აფრიკა,არგენტინა,ავსტრალია,სამოა,ახალი ზელანდია,ტონგა,იაპონია და საქართველო. აი,ჩვენი სარაგბო ოჯახი.სხვებთან დუბლები ათამაშეთ.
ALONZO
20 ნოემბერი 2022 11:33
0
და ფიჯი
ზურა
20 ნოემბერი 2022 18:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული