"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში ჩავიდა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში, ილ დე ღეს რეგიონში ჩავიდა, სადაც მსოფლიო თასის მსვლელობისას ივარჯიშებს და პარიზში, ტულუზში, ბორდოსა და ნანტში თამაშებამდე ორი დღით ადრე ჩავა.

ილ დე ღეს რეგიონის მერიამ "ბორჯღალოსნებს" ტრადიციული მიღების ცერემონია მოუწყო. ქართველ მორაგბეებს სიტყვით მიმართეს რეგიონის მერმა და მსოფლიო რაგბის წარმომადგენელმა ჯონი ჯეფრიმ. თავის მხრივ, ლევან მაისაშვილმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც მორაგბეებს 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეებისათვის განკუთვნილი კეპები და მედლები გადაეცათ.

მსოფლიო თასის გახსნითი მატჩი 8 სექტემბერს გაიმართება და მასში მასპინძელი საფრანგეთი ახალ ზელანდიას ჩვენი დროით
23:15 საათზე „სენ დენიზე“ ეთამაშება. საქართველო იმავე „სენ დენიზე“ ავსტრალიას 9 სექტემბერს, 20 საათზე შეერკინება.

2023 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებენ

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (ბეიონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყაბალახი კი არა, ფაფახია მაი, ფაფახი
ადრასიონი
03 სექტემბერი 2023 11:15
0
აი რა წამოუფხატიათ წვერ-ულვაშიან თავებე? აგია ფრანგული (ლ დე ღეური ) შავ-ყვითალა ყაბალახები? და ფიშტოები არ აქვენ?

წარმატებები ჩვენს ლომებს!
ალმასხანი
02 სექტემბერი 2023 10:56
0
მაგრად დაჰკარით!
beeq.777
01 სექტემბერი 2023 21:18
0
მიდით ბიჭებო!როგორც კი დაიჯერებთ,რომ ამ კონკრეტული მეტოქის დამარცხება შეგიძლიათ,აუცილებლად დაამარცხებთ!სწორედ ამ რწმენას და გამარჯვებებს გისურვებთ.
სოსო
01 სექტემბერი 2023 18:54
0
აბა საამაყო ქართველებო მოდით ერთად დავწეროთ ისტორია და კიდევ ერთხელ ავალაპარაკოთ, შოკში ჩავაგდოთ სარაგბო სამყარო ჩვენი ძალისმიერი, ლაღი, გულიანი და თავგანწირული თამაშით!
ქომაგი
01 სექტემბერი 2023 17:23
0
აბა თქვენ იცით ბიჭებო !!
ძალიან გვეიმედებით და გამარჯვებებს გისურვებთ.

პ.ს. ოცნება მქონდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ბიჭების თამაშს დავსწრებოდი. მადლობა მიშა ნარიაშვილს, რომელიც დამეხმარა მისთვის საერთოდ უცნობ ადამიანს საქართველო-ფიჯის თამაშის ბილეთების შეძენაზე.
ფიჯის აუცილებლად მოვუგებთ. წინ საქართველო !!!
ზაზა
01 სექტემბერი 2023 12:13
0
გილოცავ ზაზა!შენ, ჩვენი სახელითაც დაეხმარები ჩვენ ბიჭებს.გისურვებ, გამარჯვებით გახარებულს დაგეტოვებინოს სტადიონი.წარმატებები ჩვენს ნაკრებს და შენ.მადლობა მიშა ნარიაშვილს!
სოსო
01 სექტემბერი 2023 18:51
0
"მიაწვააა" - ერთი ჩემს მაგივრადაც დაიძახე რა, ძმურად.. :)
ქუთაისელი
01 სექტემბერი 2023 14:37
0
მიდით ბიჭებო არც თავი დაზოგოთ და არ მოწინაარმდეგე! ყველაფერი გამოგივათ!
ჯავახელი
01 სექტემბერი 2023 11:24
0
თქვენ გენაცვალეთ ულვაშებში ბიჭებო)) წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
შოთა
01 სექტემბერი 2023 09:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული