"ბორჯღალოსნების" 4 ლელო და კარგი მეორე ტაიმი - საქართველო ტესტ-მატჩში ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრალიასთან 29:40 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 10:26 წააგეს, თუმცა მეორე ნახევარში მატჩის სურათი მთლიანად შეიცვალა და ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აკაკი ტაბუცაძის ლელო გამოდგა, "ბორჯღალოსნების" გარემარბმა მეორმოცე სანაკრებო ლელო მიითვალა, აკამ ულამაზესი მომენტი შემოგვთავაზა და მეტოქესთან სხვაობა ორ ქულამდე შემცირა, თუმცა 56-ე წუთზე მეტოქისგან კვლავ ლელო მივიღეთ და უპირატესობა კვლავ ავსტრალიელთა მხარეს გადავიდა. 

საბოლოოდ, "ბორჯღალოსნები" ავსტრალიასთან 29:40 დამარცხდნენ.

20 ივლისი. სიდნეი (ავსტრალია). „ალიანს სთედიუმი“.

საქართველო – ავსტრალია

საქართველო

ხაზი:
15. დავით
ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), , 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი), 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მკითხველის კომენტარები / 42 /
ამას წინათ,ამ საიტზე ერთი რაგბის "გულშემატკივარი",აკა ტაბუცაძეზე წერდა,მხოლოდ სისწრაფე აქვს,ტექნიკა და დაცვაში თამაში,ნულიო.გაზეთ ლელოს გვერდზე, ვორლდ რაგბის წერილიდანაცაა ნაწყვეტი,სადაც ის,სწორედ აკაკი ტაბუცაძის ოსტატობას უსვამს ხაზს.შეუძლია თვითონ ნახოს,თუ სიტყვაზე არ მენდობა.
სოსო
21:50 23-07-2024
0
-ყოჩაღ ბიჭებს,ველოდი ასეთ თამაშს,აშკარა პროგრესით.
დიდი ხანია ვწერდი-ახლა ინგლისელი მწვრთნელი გვჭირდება,მოედანზე ინგლისური დისციპლინა-უშეცდომოდ თამაშები(აუტი-დერეფანი,რაქში მწყობრად, აგრესიულად,სწორი მოლი,ნაკლები ჯარიმები...) და შედეგიც იდება.
-რაც შეეხება 6 ერს,სახელმწიფოს განვითარება განმტკიცება,მით ეკო-კის აღორძინება,მისთვის რეკომენდაციების შესარულება,მით ევროკავშირში შესვლისთვის ინტენსიური მუშაობა,რასაც მოყვება სოციალური მდგომარეობის ეტაპოვრივი,მაგრამ სწრაფი გაუმჯობესება...დასავლურ სამყაროს სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება; საზელმწიფოს მოწყობა,პოლიტიკურ, ეკო-რ-სოციალურად და 6 ერიც არ დაყოვნება
(რუსული ოლიგარქიულ-კრიმინურ-კლანური მართველობა,მით შეუქცევადი სიღატაკე-სრული უპერსპექტივობა,ე.ი. არა მყარი-არა საიმედო სახელ-ფო ინსტ-ბი-სტრუქ-ები,თან რუსეთთან მოთანამშრომლეთ-რა ესაქმება ან ევროკავშირში,ან...რა პერსპექტივაზე შეიძლება საუბარი-ც კი ო დ ე ს მ ე?!).

-არ დაგვავიწყდეთ-ქართული რაგბის აღორძინება- ევროპის რაგბის სამყაროს დამსახურებაა,ძირითადად ფრანგების (კლოდ სორელიდან დაწყებული-დღემდე ფრანგულ ლიგებში ჩამოყალიბებული პროფესიონალებით) და არა ავსტრალიელი,ან ზელანდიელ, არგენტინელების,მით უმეტეს ფიჯი სამოა...
სახელმწიფოს განვითარება-განმტკიცება ,მით ყველა სპორტის სახეობაში სერიოზული ფინანსები,და ყველა სპორტის სახეობაში წარმატებული ვიქნებით-ერთი ერთი წამყვანი ერი და არა მარტო სპორტში.
გლახუნა
16:03 23-07-2024
6

სიახლეები პოპულარული