ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 36:10 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეშვიდედ გახდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონტზე ფრედ ეთამაშა, ამჯერად კი სრულად დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

დუბლი ტაბუცაძემ შეასრულა, თითო ლელო კარკაძემ და ალანიამ გაიტანეს, ხოლო 2 გარდასახვა და 4 საჯარიმო ზუსტად მატკავამ შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯალაღონია დაასახელეს.

17 მარტი. პარიზი. ჟან-ბუინი

საქართველო – პორტუგალია 36:10

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი),
13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 24 /
ვანო კარკაძესთან არ რცხვენია წინა სამწვრთნელო შტაბს? ორი თავით მაღლა დგას ეს მორაგბე თავის კონკურენტებზე. 80 წუთი ჰუკერი თამაშობდეს და 78 წუთზე სპრინტის თავი ჰქონდეს სადმე გინახავთ? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ვისაც რაიმე წარმოდგენა გაქვთ რაგბზე ხვდებით ვინ იხვეჭდნენ დაუმსახურებლად კეპებს და რა მიზეზით. ვგრძნობ რომ ძალიანი დიდი ცვლილებები გველოდება ახლო მომავალში
ეჰ
03:40 18-03-2024
7
გილოცაავთ ყველას, გილოცავთ!
ესეთი თამაში, არ ვიცი, ყოჩაღ ბიჭებო, ამას ასე ჰქვია: გადაუარეს, გადაჯეგეს პორტუგალია.
მე მაინც მგონია, რომ სხვა, უფრო კვალიფიციური მწვრთნელის ხელში, მსოფლიო თასზე ბევრად უკეთესად უნდა გამოვსულიყავით.
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
02:12 18-03-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული