"ბორჯღალოსნები" | როტაციით და ორი დებიუტანტით იაპონიასთან

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა იაპონიასთან სენდაიში, "იურტეკ სთედიუმზე" გასამართი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შეხვედრა 13 ივლისს, საქართველოს დროით 14:05 საათზე დაიწყება. მთავარი არბიტრი იტალიელი ანდრეა პიარდია, რომელსაც ქართველებთან არაერთხელ უმსაჯია.

5 ივლისს ბათუმში, ფიჯისთან (12:21) გამათული თამაშის შემდეგ, კოკერილმა 23-კაციან შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელა.

9 ნომრის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში მიხეილ ალანია გამოჩნდა. ლუკა მატკავა მგეზავად ბრუნდება, დავით ნინიაშვილი ამჯერად ფულბეკი იქნება, ფრთაზე კი მარქაფიდან სანდრო თოდუა დაწინაურდა. ზედიზედ მეორე თამაშს იწყებენ ძირითადში ცენტრები – გიორგი კვესელაძე, დემე
თაფლაძე და ფრთა აკა ტაბუცაძე.

უცვლელია შერკინების პირველი ხაზი – გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური. მეორე ხაზში გიორგი ჯავახიას ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება, რომელიც ფიჯისთან მარქაფაში იყო. ორი ცვლილებაა მესამე ხაზში. სასტარტო შემადგენლობაში არიან ფლანკერები – გიორგი ცუცქირიძე და ბექა საღინაძე, შერკინების შემკვრელი კი გუნდის კაპიტანი ბექა გორგაძე იქნება.

სიახლეებია პირველი ხაზის მარქაფაში, სადაც ორი დებიუტანტია. ბურჯებს ლუკა გოგინავა და გიორგი ძმანაშვილი შეცვლიან, რომლებიც შესაბამისად 304-ე და 305-ე "ბორჯღალოსნები" გახდებიან. კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზე ამჯერად ლუკა ნიორაძე შევა.

კოკერილმა ფიჯისთან თამაშის მსგავსად მარქაფაში ამჯერადაც 6 მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშე გაამწესა. მარქაფაში გადაინაცვლეს მეორეხაზელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა და მესამეხაზელმა ლუკა ივანიშვილმა, ხოლო კიდევ ერთმა მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ ადგილი შეინარჩუნა.

ამჯერად თამაშს შეცვლიდან იწყებენ 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე და მგეზავი თედო აბჟანდაძე.

შეგახსენებთ, იაპონიასთან მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ავსტრალიაში გადაინაცვლებენ და "კენგურუებთან" ზაფხულის დასკვნით ტესტ-მატჩს 20 ივლისს გამართავენ.

2024 წლის ზაფხულის ტესტ-მატი

13 ივლისი. სენდაი (იაპონია). „იურტეკ სთედიუმი“

საქართველო – იაპონია (14:05 საქ. დრო)

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.);

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემის აზრით, სწორი გადაწყვეტილებაა ნინიაშვილის 15 ნომერზე განლაგება, ვინაიდან, კი ბატონო, თოდუა ვერ იქნება ისეთი ეფექტური 11-ზე, როგორც ნინიაშვილი, მაგრამ 15- ზე მოთამაშეს ბურთი ბუნებრივად უფრო ხშირად აქვს და მით უმეტეს მირიან მოდებაძის არყოფნაში, მისი აქ დაყენება უფრო აქტიურად ჩართავს თამაშში ჩვენს ვარსკვლავს. ასევე, ალბათ 10 ნომერზე მატკავა ალბათ დღესდღეობით ჯობია აბჟანდაძეს და მატკავა გამოთავისუფლდება, ვინაიდან ფიჯისთან მას მოუწია 15 ზე თამაში. ვნახოთ, მოგება ვუსურვოთ ჩვენს სანაქებო ნაკრებს.
ნიკო
12:27 12-07-2024
0
ვიღაცეები დოპინგზე ჩავარდნენო და საიდან მოიგონეს კი მარა.
რრრ
22:48 11-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული