რუსებმა მათიაშვილი იჯარის წესით აიყვანეს. 24 წლის ფულბეკი თბილისის "აკადემიის" წევრია. მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2017 წელს შედგა. მან "ბორჯღალოსნებში" სულ 6 მატჩი ჩაატარა, სადაც 58 ქულა დააგროვა, აქედან 34 კანადასთან (54:22) მატჩში, რაც სარეკორდო მაჩვენებელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ მათიაშვილმა უკვე ჩაატარა სადებიუტო მატჩი "კრასნი იარის" შემადგენლობაში ფრანგული "რუანის" წინააღმდეგ, სადაც რუსები ანგარიშით 26:40 დამარცხდნენ. მათიაშვილმა ერთი ლელო მიითვალა და ბურთი სამჯერ გარდასახა.
რუსული კლუბის ვერბგვერდის ინფორმაციით, მათიაშვილმა
"პატარა, შესახედად სათუთი, მაგრამ ლამაზად და სწრაფად დარბის, "ფინტაობს" და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს", - წერს საიტი.
მათიაშვილის გარდა, "რუანის" წინააღმდეგ ითამაშა ლაშა მალაღურაძემ და ასევე, ძმებმა გრიგორი და ვალერი ცნობილაძეებმა.
შეგახსენებთ, რომ "კრასნი იარი" "ჩელენჯ კაპის" მე-5 ტურის მატჩს ლონდონში 13 იანვარს, "ლონდონ აირიშთან" გამართავს, ხოლო 20 იანვარს თბილისში, "შევარდენზე" "კრასნი იარი" ინგლისელებს უმასპინძლებს.
"ლონდონ აირიშის" ღირსებას "ბორჯღალოსნების" წევრი ლაშა ლომიძე იცავს.