19 წლის ასაკში! - ჩემპიონთა თასზე გელა აფრასიძის დებიუტი შედგება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი გელა აფრასიძე ფრანგული ტოპ 14-ის ლიდერმა "მონპელიემ" დუბლიორთა შემადგენლობიდან ჩემპიონთა თასის განაცხადში, პირველ გუნდში დააწინაურა.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მე-5 ტურში "მონპელიე", 13 იანვარს,  ინგლისში "ექსეთერს" ეთამაშება და 19 წლის ქართველი ფრანგული კლუბის ერთადერთი ჯანმრთელი 9 ნომერია. ის პირველ გუნდთან ერთად დიდი ხანია ვარჯიშობს და 13-ში მისი ელიტური დებიუტი შედგება.

"მონპელიე" მე-3 ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილზეა და "ექსეთერის" შემდეგ, 20 იანვარს ლიდერს, ირლანდიურ "ლენსთერს" მასპინძლობს, რომელსაც 18 ქულა აქვს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში 5 ჯგუფის
გამარჯვებული და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.

"ბორჯღალოსანთა" კიდევ ერთმა 9 ნომერმა, მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ ცნობილმა ვასილ ლობჟანიძემ ნოემბრის ტესტებზე მიღებული კოჭის ტრავმა მოიშუშა და "ბრივის" ევროპულ განაცხადში დაბრუნდა. მისი გუნდი ჩელენჯ ქაფის მე-5 ტურში 13 იანვარს  "ოიონას" ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თამაში სად შეიძლება ვნახოთ?
gia
12 იანვარი 2018 15:16
0
რაგბი მაინც ახალი სახეობაა ფეხბურთთან შედარებით, როგორღაც ისე ჩამოყალიბდა რომ ქართული რაგბის სავიზიტო ბარათი ძალისმიერი თამაშია, არადა ქართველები ფეხბურთში თუ რამით ვამაყობთ, ესაა ჩვენი ტექნიკა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ რომ სწორი განვითარების შემთხვევაში ჩვენ როგორც ფიზიკური ასევე ტექნიკური კუთხით უდუდესი პოტენციალი გვაქვს ორივე სპორტში. ამას დანახვა უნდა და ერთმანეთისგან სწავლა.
giorgi
11 იანვარი 2018 11:59
0
გიორგი,პოტენციალის ნაწილში სრულიად გეთანხმები.რაც შეეხება ტექნიკას,აქ ფეხბურთზე წარსულის ფორმით უნდა ვილაპარაკოთ ალბათ,რადგან ამჟამად ჩვენი ფეხბურთელები სწორედ დაბალი ტექნიკით გამოირჩევიან.რაგბიში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ტექნიკური არსენალის სრულყოფა და ჩვენი ყოველი მოდევნო ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრები წინაზე უფრო დახვეწილია და ამის ხარჯზეც იზრდება თამაშის სისწრაფე,რაც შეეხება ფეხბურთს,თუ დააკვირდებით რამდენ დროს ანდომებენ ბურთის დამორჩილებას ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები,რამდენ დროს ჰკარგავენ შეტევისას ბურთის ლოდინში, პასის ფეხებში მიცემის გამო და რამდენი დარტყმიდან რამდენი მიდის კარში,ამ კარში წასულებიდან რამდენია დამიზნებით კუთხეში დარტყმული,ჩვენების ტექნიკაზე აზრი შეგეცვლებათ.ტექნიკა მარტო მატაობა არ არის,თუმცა აღარც იქ ვუქნივართ ღმერთს.ხშირად გვიხარია,ჩვენმა ფეხბურთელმა ამდენი კილომეტრი გაირბინა მატჩის განმავლობაშიო,იმას კი აღარ ვუყურებთ ეს კილომეტრები რაზე დაიხარჯა.მესიმ ბოლო ტურის მატჩში პირველ ტაიმში 3800 მეტრი გაირბინა,მეორეში კი უფრო ნაკლებს მოძრაობდა,გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე პასი,მთელი თამაშიც ხელში ეჭირა,რეალთან კლასიკოში მეტი იმოძრავა,თუმცა იქაც ლომის წილი ძუნძულით გაიარა,სპურტები ძალიან ცოტა ჰქონდა,თუმცა ტექნიკის ხარჯზე თამაში მაინც გააკეთა.ბურთი ფეხბურთელზე სწრაფად მოძრაობს და თუ მას აზრის სისწრაფესაც მიაყოლებ სათანადო ტექნიკასთან ერთად,ხდები კარგი ფეხბურთელი.
სოსო
12 იანვარი 2018 11:02
0
აბა 13-ში სანერვიულო გვექნება! წარმატებები ბიჭებო! ცხოვრება შანსს გაძლევთ და ახლა თქვენ იცით!აჩვენეთ მსოფლიოს რომ მარტო პირველი ხაზი არ არი საქართველო! სისწრაფე, მონდომება, ჩვეული ჯიგარი და ყველაფერი გამოგივათ!
bs
11 იანვარი 2018 09:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული