რაგბი

ლეგიონერები

ლუკა ბულაშვილმა ესპანეთში 20 ქულა ჩააგდო მისმა გუნდმა გაიმარჯვა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთში. საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატის, ლუკა ბულაშვილის "კულერედო" ესპანეთის რანგით მეოთხე ლიგაში ერთ-ერთ ლიდერ "ლეონს" შეხვდა და ქართველი ლეგიონერის ლიდერობით დაამარცხა, რითაც ცხრილში გაუთანაბრდა.

"კულერედომ" "ლეონს" ლა კორუნიაში უმასპინძლა და 95:88 დაამარცხა. ბულაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 34 წუთში 20 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. ლუკამ 12-დან 6 ორქულიანი და 14-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 6 სამიანი კი ააცილა. გამარჯვებულთაგან 23 ქულით ბომბარდირი ჯორჯ ვუდსი გახდა.

ამ მატჩის შემდეგ "კულრედოს" და "ლეონს" 8
მოგება და 3 მარცხი დაუგროვდათ და მეორე ადგილზე არიან, პირველზე კი 2 წაგების მქონე "ინოვაა".

altლუკა ბულაშვილის 20 ქულა და მორიგი გამარჯვება


მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.