ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. ლუკამ 35:19 წუთის განმავლობაში 8-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 6 სამქულიანი კი ააცილა და 5 ქულას 3 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი, 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“კულერედო” 16 მოგებითა და 7 მარცხით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 7
A-A ჯგუფში ლიდერ “არდოისთან” უიმედო მარცხი (70:98) განიცადა რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორეს ბურგოსმა”.
საინტერესოა, რომ ქართველი უკანახაზელი პირველად ამ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 12 წუთში 4 ქულა და 2 პასი მიითვალა.
რატიმ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“მირაფლორესს” 12 მოგებითა და 11 მარცხით მე-7 პოზიცია უკავია, შემდეგი შეხვედრა კი 6 აპრილს, სტუმრად, “ეასოსთან” ელის.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით