ლუკა ბულაშვილის 20 ქულა და მორიგი გამარჯვება

AutoSharing Option
ლუკა ბულაშვილის “კულერედომ” ესპანეთის EBA ლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ლაკორუნიელებმა “ესტუდიანტეს ლეიმა ნატურას” უმასპინძლეს და 77:61 სძლიეს, რაც ქართველი უკანახაზელის დიდი დამსახურებაა.

ბულაშვილი სასტარტოში იყო და 33:53 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 8 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. ლუკამ 12-დან 6 ორქულიანი და 14-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 6-ივე სამქულიანი კი ააცილა. 23 ქულით “კულერედოში” ბომბარდირი ტრევინ ვუდსი გახდა.

7 მოგებითა და 2 მარცხით ბულაშვილის გუნდი EBA ლიგის A-B ლიგაშ მეორე ადგილზეა.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული