საფრანგეთის უმაღლესი სარაგბო დივიზიონის პირველივე ტურში ქართველმა მორაგბე მამუკა გორგოძემ ორი ლელო დადო, რომლის "ტულონმაც" გასვლაზე "აჟენი" 44:25 დაამარცხა.
მამუკამ პირველი ლელო მე-13, ხოლო მეორე 59-ე წუთზე დადო.
გორგოძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო არა მხოლოდ დადებული ლელოების გამო, არამედ დაცვაში ძალიან საიმედო თამაშითაც იყო.
აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა კიდევ ერთმა ქართველმა მორაგბემ მიიღო. "აჟენის" შემადგენლობაში 47-ე წუთზე ანტონ ფეიქრიშვილი ჩაერთო.
ამ გამარჯვებით "ტულონი" "ლიონთან" ერთად ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.