მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს - ახლა სახლში დარჩენა ომში წასვლას უდრის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ფრანგული "ტულონის" მორკინალმა მამუკა გორგოძე ტელეკომპანია იმედის გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა

"ახლა სახლში დარჩენა ომში წასვლას უდრის. მესმის, არის სირთულეები, რთულია ამის გაკეთება, თუმცა მაინც უნდა მოვახერხოთ.

ის, რასაც დღეს მთავრობა და ექიმები აკეთებენ, ეს მხოლოდ გმირობაა. ეს უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სხვი ინტერესი არც არასდროს  მქონია და არც ახლა გამაჩნია.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა როდის განახლდება "ტოპ 14", ან განახლდება თუ არა საერთოდ. მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა და
ამაზე მნიშნელოვანი არაფერია.

ბევრმა მითხრა, რომ ასე კარიერის დასრულებას არ ვიმსახურებდი, თუმცა არაუშავს.

მოგეხსენებათ, 30 ივნისს კონტრაქტი მიმთავრდება "ტულონთან" და კარიერასაც დავასრულებ. არ ვაპირებ რაგბიში დარჩენას, თუმცა თუ რამის გაკეთება შემეძლება, მუდამ ქართული რაგბის გვერდით ვიდგები.

ჩვენს ნაკრებზე მინდა ვთქვა, რომ ლევან მაისაშვილის ხელში ყველაზე სანახაობრივ რაგბის ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სუსტი მოწინააღდეგეები გვყავდა.

უფრო მეტ ახალგაზრდას უნდა მიეცეს შანსი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, არა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მოგება, არამედ მსოფლიო თასზე სათამაშოდ ძლიერი გუნდის მომზადება უნდა იყოს."

მკითხველის კომენტარები / 11 /
თვითიზოლაციაში გადავდივარ. ლაციოს უარი შევუთვალე. ნაპოლისაც. ინგლისის კლუბებიც მეხმიანებიან,
მაგრამ ამ ეტაპზე არ ვფიქრობ.

სიახლეებს ჩემი მომავალი კლუბის შესახებ შეგატყობინებთ ყველას.

გელა ნუგზარაშვილი
გელა ნუგზარაშვილი
30 მარტი 2020 11:23
3
სპორტსმენებს როგორ უხდებათ ეს ფორმა და მე რა მჭირს:)))))))
ზლატკო
30 მარტი 2020 11:03
2
მამუკა დიდებული კაპიტანი და მორაგბე იყო და რაც მთავარია ღირსეული ქართველი, კარგი ადამიანი.
ნამდვილად იმსახურებდა გამოსამშვიდობებელ თამაშს. ისე რამდენიმე წუთი რუსეთთან გადადებულ თამაშში რომ დაუთმონ ნამდვილად არ იქნება ცუდი. სავსე ტრიბუნების წინაშე არის ამ ადამიანთან გამომშვიდობება საჭირო და ჩვენი გულშემატკივრების ვალია საუცხოო აპლოდისმენტებით გავაცილოთ იგი!
თორნიკე
30 მარტი 2020 09:53
0
ჰაჰ, საიტი ხართ თუ ლუკაშენკოს “ცეხი”?

kasil100-ის სახელით მოზრდილი პოსტი დავწერე აბსოლუტურად კორექტულად და ვერ ჩავსვი თქვენ გემოვნებაში?

სამარცხვინო! ეს “არ ვაწყენინო” ვაზელინგაგლესილი მიდგომა ჭურნალისტებისა ასაფლავებს უფრო ღრმად ქართულ სპორტს.

მადლობა და წარუმატებლობები თქვენ ამ ვაზელინის საგაში!
XXX
29 მარტი 2020 20:03
2
კაცმა კარიერას ვასრულებო და ამისადმი მიძღვნილ სტატიას მხოლოდ 4(!) პოზიტიური კომენტარი აქვს!

დასაფიქრებელია, არა???

ალბათ 2 იმდენი კრიტიკული პოსტი წაშალა საიტმა.
XXX
30 მარტი 2020 11:01
0
რა გიკვირს, მეგობარო? არ იცი, რომ ცენზურაა ამ საიტზე? მე აღარც კი ვწერ აქ კომენტარებს.
N
29 მარტი 2020 22:11
2
ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ - მისი პოზიციიდან აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო ნაკრებიდან წასვლა. Შემცვლელიც მშვენიერი ჰყავს. აგერ გამოჩნდა, რომ საკლუბო დონეზეც ამ ასაკში არ არის ადვილი Ძველი ენერგიით Თამაში. მითუმეტეს გადაწყვეტილი აქვს სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი. უბრალოდ , ნამდვილად იმსახურებდა გამოსამშვიდობებელ მატჩს თბილისში.
: )))))))
29 მარტი 2020 19:10
0
კარგი ქნა, რომ ნაკრებში გამოსვლა ადრე დაამთავრა, ცოტა შევეჩვიეთ კიდეც ქართულ რაგბს მამუკას გარეშე. როგორც პაიჭაძე, მესხი, ყიფიანი, თედიასვილი, სანეევს და ბევრი სხვა ბრწყინვალე მამულიშვილი არ დაავიწყდება არც ერთ ქართველს, ისე მამუკას თავგანწირულ თამაშს და ოსტატობას ვერავინ დაივიწყაბს, მადლობა ჩემპიონო.
ჟორა გაბრიჭიძე
29 მარტი 2020 17:20
0
მამუკა მართლაც დიდია, ძალიან დიდი, ალბათ შედარება არაა საჭირო და არც ვადარებ, . . უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ლევან ცაბაძე ჩვენი რაგბის ფესვების, რაზეც ეს დიდებული თაობა მოვიდა და ძალიან გთხოვთ ნუ დავივიწყებთ
კლებერსონი
30 მარტი 2020 11:06
0
ძალიან ძნელი წარმოსადგენია ქართული რაგბი,მამუკა გორგოძის გარეშე და შეუძლებელია მამუკა გორგოძის წარმოდგენა,რაგბის გარეშე.ასეა თუ ისე,მამუკამ სამუდამოდ დაიდო ქართველი გულშემატკივრების გულში ადგილი.ძალიან ვწუხვარ,რომ მთლიანად მიდის,იმედი მაქვს,რომ ეს დროებითია და კვლავაც მოემსახურება საყვარელ საქმეს და მჯერა,რომ სადაც არ უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა,ის მაინც საამაყო ადამიანად დარჩება.წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების გამოწვევებთან ყოვედღიურ ბრძოლაში და გმადლობ ყველაფრისათვის.
სოსო
29 მარტი 2020 14:57
0
საქართველოს ჩემპიონატშიბრომ ეთამაშა არ იქნებოდა ცუდი
kasil100
29 მარტი 2020 14:07
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული