საქართველოს ნაკრების მორკინალი საფრანგეთში მესამედ დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარმა ლაშა ლომიძემ ფრანგული ნასიონალის კლუბ "დაქსთან" გააფორმა კონტრაქტი, თუმცა დეტალები ცნობილი არ არის.

ლაშა აქამდე "მონპელიეს", "ბეზიეს", "კრასნი იარის", "ლონდონ აირიშის", "ორიაკის", "დონკასტერისა" და "ლაციოს" რიგებში თამაშობდა. ლომიძეს საქართველოს ნაკრებში 46 მატჩი აქვს ჩატარებული და მსოფლიოს 2 თასზე (2015 და 2019) უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ლომიძე "დაქსის" რიგებში ერთადერთი ქართველი არ იქნება. ფრანგულ კლუბში ბურჯი მიხეილ კალენჯერიძეც ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ დაგეთანხმები, ძმაო, დაცვაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშეა, კომბინაციურ ლელოებშიც მიუღია მონაწილეობა, შეტევაში ფანტაზია ყველას მოსამატებელი აქვს, მარტო ლაშაზე ნუ გადავტეხავთ ჯოხს.
ფ-ს
17 ივლისი 2020 11:45
0
საერთოდ ვერ განვითარდა, უკიდურესად უფანტაზიო რაგბისტია, ნაკრებისთვის მაგარი ტორმუზია, ერთი იცის, ბურთს მიიღებს თუ არა ირქინება, ამისგან პასი ათასიდან ერთი, ვისაც გაინტერეებთ, ნებისმიერი ნაკრების თამაში ნახეთ, ლომიძე დღებანდელი საქ, ნაკრებში ზედმეტია.
13 ივლისი 2020 02:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული