აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!

AutoSharing Option
მიხეილ ნარიაშვილისა და გელა აფრასიძის "მონპელიემ" ტოპ 14-ის ფინალში ლევან ჩილაჩავას "კასტრი" 29:10 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

"მონპელიეს" ტოპ 14-ის ფინალი ორჯერ ქონდა ნათამაშები – 2011 და 2018 წლებში, თუმცა წინა ორივე შემთხვევაში მარცხი განიცადა, ახლა კი სანუკვარი ჯილდო პირველად მოიპოვა.

ჩემპიონის რიგებში აფრასიძემ შეცვლაზე 58-ე წუთიდან ითამაშა. ტრავმის გამო არ უთამაშია მიხეილ ნარიაშვილს. "კასტრის" რიგებში შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა ლევან ჩილაჩავა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
საუკეთესო ლიგაა ტოპ 14 ორივე ევროტურნირი ფრანგულმა გუნდებმა მოიგეს და საამაყოა რომ ყველაზე მეტი ლეგიონერი ტოპ 14ში ქართველია
0
ეს ვიდეო ნახეთ აფრასიძის შესახებ
https://twitter.com/WorldRugby/status/1558363420055015425
ქ. გ.
13:33 14-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული