
28 სექტემნერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის C ჯგუფში მორიგი მატჩი გაიმართა.
არგენტინის ნაკრები ტონგას დაუპირისპირდა და ანგარიშით 28:12 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელებმა საწყის 26 წუთში 4 ლელო დადეს, რამაც ბონუს ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ "პუმებს" ჯგუფში 6 ქულა დაუგროვდათ და პირველადგილოსან ინგლისს 4 ქულით ჩამორჩებიან.